დაკარგული მილიარდები, ანუ კორონავირუსი - საუკუნის აფიორა?
ხათუნა ჩიგოგიძის ბლოგი
გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ბოლო დროის მთავარი "გმირი" ახალი კორონავირუსია. გარდა იმისა, რომ ახალმა დაავადებამ ათასობით ადამიანის სიცოცხლეს შეუქმნა საფრთხე და კვლვაც მთავარ გამოწვევად რჩება, მან მთელი მსოფლიოს ეკონომიკაც შეარყია.
მსოფლიოს საფონდო ბირჟებმა ბოლო ექვსი დღის განმავლობაში 6 ტრილიონი აშშ-ის დოლარი დაკარგეს. ეკონომიკური გამოცემები წერენ, რომ "საფონდო ბირჟები კორექტირების ზონაში გადადიან, რადგან ინვესტორები შიშობენ, რომ კორონავირუსი - COVID-19- ი პანდემიაში გადაიზრდება. "ჩინურ ვირუსს" ვერ გადაურჩნენ ყველაზე ძლიერი და წელგამართული სახელმწიფოებიც კი. მხოლოდ აშშ-ის საფონდო ბირჟამ 6 დღეში დაახლოებით 4 ტრილიონი დოლარი დაკარგა - ამბობს S&P Dow Jones Index-ის უფროსი ანალიტიკოსი ჰოვარდ სილვერბლატი.
"ჩინურმა ვირუსმა" ყველაზე მეტად დააზარალა "ძლიერნი ამა ქვეყნისა", შედეგად, პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ქონება 444 მილიარდი დოლარით შემცირდა. ინფორმაცია ამის შესახებ ამერიკულმა გამოცემა Bloomberg-მა გაავრცელა. 9 მილიარდი დოლარი იზარალა, Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა. ჯეფ ბეზოსის, ბერნარ არნოს და ბილ გეიტსის ქონება კი, მთლიანობაში 30 მილიარდი დოლარით შემცირდა. ამერიკული საფონდო ბირჟებისთვის გასული კვირა 2008 წლის ფინანსური კრიზის შემდეგ, ყველაზე ცუდი შედეგებით დასრულდა. ალბათ სწორედ ამის გამო, მსოფლიოში მიმდინარე პროცესს საქართველოში და მსოფლიოში მცხოვრები არაერთი პოპულარული ადამიანი "საუკუნის აფიორას" უწოდებს.
მაგალითად: ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ ჟურნალისტებთან დაუფარავად თქვა - მოვა დრო და წიგნს დავწერ 2020-ის გენიალურ აფიორაზეო...
შესაძლოა, ის, რაც ხდება, მართლაც იყოს აფიორა, ან - არ იყოს, ეს ჩვეულებრივმა მოკვდავებმა არ იციან, თუმცა ამით ვერ დავამშვიდებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც უახლოესი, ყველაზე ძვირფასი ადამიანები დაკარგეს.
P.S. ბოლოს კი, გეტყვით, რომ საქართველოში კორონავირუსი ჯერჯერობით, 3 პაციენტს დაუდგინეს და სამივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მსოფლიოში ახალი ვირუსით დაავადებულ ადამიანთა დიდი ნაწილი უკვე განიკურნა, თუმცა, ქართველები არ უნდა მოვდუნდეთ და ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ცოტანი ვართ და ჩვენთვის თითოეული ადამიანის სიცოცხლე ძალიან, ძალიან ძვირფასია.
სიახლეები
- “ეუთო/ოდირი დააშინა ბულინგმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათზე განხორციელდა და ვფიქრობ, ეს გახდა ჩამოსვლაზე მათი უარის მიზეზი” - დიმიტრი ხუნდაძე
- ელენე ხოშტარია იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა
- ზურაბ ზვიადაური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს
- არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს შორის ერთ-ერთი ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკია
- “ორი ქვეყნის ლაბორატორიების დასკვნით, ალექსეი მოკლეს, უფრო კონკრეტულად, მოწამლეს” - იულია ნავალნაია