ამ გვერდის ამობედვა

ქართული ფემინიზმის საწყისებთან - ვინ იყვნენ პირველი ქართველი ფემინისტი ქალები

თა­ნა­ბა­რი გა­ნათ­ლე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, ქა­ლე­ბი თბი­ლის­ში სა­ჯა­რო დის­კუ­სი­ებ­ში მე-19 სა­უ­კუ­ნის 60-იან წლებ­ში ერ­თვე­ბი­ან. იმ­დრო­ინ­დელ გა­ზე­თებ­ში ხში­რად ჩნდე­ბა მა­სა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახა­ლი ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და­არ­სე­ბის შე­სა­ხებ მო­უ­თხრო­ბენ. ქა­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ და­ამ­ტკი­ცონ, რომ მათი უფ­ლე­ბე­ბი უფრო ფარ­თოა და სცდე­ბა სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებს. უფ­ლე­ბე­ბის­თვის მებ­რძოლ ქალ­თა სია შთამ­ბეჭ­და­ვად გა­მო­ი­უ­ყუ­რე­ბა: ბარ­ბა­რე ჯორ­ჯა­ძე, ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლი, სოფო მგე­ლა­ძე, მა­რი­ამ გა­რი­ყუ­ლი და ა. შ. სწო­რედ მათ­გან იღებს სა­თა­ვეს ქალ­თა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბე­ბი.

 

 

ბარ­ბა­რე ჯორ­ჯა­ძე

 

 

1833 წელს, სოფ. ქის­ტა­უ­რი, ახ­ლან­დე­ლი ახ­მე­ტის რა­ი­ონ­ში და­ი­ბა­და. ბარ­ბა­რე 12 წლის ასაკ­ში გა­ა­თხო­ვეს. 1985 წელს, გა­ზეთ ივე­რი­ა­ში მა­რი­ამ დე­მუ­რია ბარ­ბა­რეს მო­ნა­თხრობს იგო­ნებს: "სა­ზო­გა­დოთ იმ დროს, ქა­ლებს ძა­ლი­ან ადრე ათხო­ვებ­დნენ და მეც ისე­თი პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ჯვარს რომ გვწერ­დნენ, თა­მა­შო­ბა მე­გო­ნა. რო­დე­საც მღვდე­ლი ქორ­წი­ნე­ბის წესს ას­რუ­ლებ­და, ამ დროს ეკ­ლე­სი­ა­ში ღა­მუ­რა შე­მოფ­რინ­და. და­ვი­ნა­ხე თუ არა ღა­მუ­რა, მღვდელს ვუ­თხა­რი: მღვდე­ლო, მღვდე­ლო, შენი ჭი­რი­მე, გა­ჩუმ­დი, მე მგო­ნი, ჩემი ია­დო­ნი შე­მოფ­რე­ნი­ლა და მინ­და და­ვი­ჭი­რო­ვო". ასე და­ი­წყო და­ვით ერის­თა­ვის ქა­ლიშ­ვი­ლის თა­ნა­ცხოვ­რე­ბა ზა­ქა­რია ჯორ­ჯა­ძეს­თან. წყვილს სამი შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ.

 

 

ბარ­ბა­რეს მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა­ზე დიდი ზე­გავ­ლე­ნა მის­მა გამ­ზრდელ­მა - დი­ლა­ვარ­დი­სამ იქო­ნია. სა­სუ­ლი­ე­რო წიგ­ნე­ბი, ან­ბა­ნი, ის­ტო­რი­ე­ბი საგ­მი­რო საქ­მე­ებ­ზე, წერა-კი­თხვა - ბარ­ბა­რეს ყვე­ლა­ფე­რი სწო­რედ მან შე­ას­წავ­ლა. ჯორ­ჯა­ძის პო­ე­ზია, პრო­ზა ან უბ­რა­ლოდ ნა­აზ­რე­ვი ხში­რად იბეჭ­დე­ბო­და "ცის­კარ­ში", "დრო­ე­ბა­ში", "ივე­რი­ა­ში", "კვა­ლი­ში", "ჯე­ჯილ­ში".

 

 

ბარ­ბა­რე ჯორ­ჯა­ძე "მა­მე­ბი­სა" და "შვი­ლე­ბის" ბრძო­ლა­ში "მა­მე­ბის" პო­ზი­ცი­ას იცავ­და. იგი იყო ერ­თა­დერ­თი ქალი, რო­მელ­მაც გა­ბე­და და 1861 წელს ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს შე­ე­კა­მა­თა. და­ვის თემა, ქარ­თუ­ლი ენის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის სა­კითხს ეხე­ბო­და.

 

 

კრი­ტი­კო­სებ­მა, ბარ­ბა­რეს წე­რი­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით "ორი­ო­დე სი­ტყვა ყმაწ­ვილ კა­ცე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ" ქარ­თუ­ლი ფე­მი­ნიზ­მის მა­ნი­ფეს­ტად აღი­ა­რეს. "პირ­ვე­ლი­დან­ვე და­წყე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი კაცი დე­და­კა­ცის გა­კილ­ვა­ში ყო­ფი­ლა და არის... სიყრმი­დან­ვე ამას ჩას­ძა­ხოდ­ნენ: "შენ, რად­გან შე­მოქ­მედს ქა­ლად და­უ­ბა­დე­ბი­ხარ, შენი წესი ეს უნდა იყოს. ხმა­გაკ­მენ­დი­ლი, ჩუ­მად იყო, არა­ვის შე­ხე­დო, არ­სად წახ­ვი­დე, ყუ­რე­ბი და­იხ­შო, თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭო და იჯექ... სწავ­ლა და სხვა ნე­ბით გა­ნათ­ლე­ბა რა შენი საქ­მე­აო... მა­მა­კაც­მა ოჯახ­ში­აც კი არად ჩა­აგ­დო დე­და­კა­ცის შრო­მა, უპი­რა­ტე­სო­ბა თი­თონ და­ი­პყრო და ყუ­რე­ბი გა­მო­უ­ჭე­და: თქვენ ჭკუა არა გაქვთ, არა გაქვთ გული და გრძნო­ბა, არც არა გეს­მით... ხართ და­უნ­დო­ბელ­ნი, მო­ღა­ლა­ტე­ნი... ჩვენ­მა იესო ქრის­ტემ ბრძა­ნა: არა არს გარ­ჩე­ვა ქალ­თა და დე­და­კაც­თაო. მაგ­რამ რა წრე­საც პირ­ვე­ლად და­ად­გა კაცი, იმ წრის გა­და­ცი­ლე­ბა რჯუ­ლის გარ­და­მავ­ლო­ბად მი­აჩ­ნდა".

 

 

წე­რილ­ში, ჯორ­ჯა­ძე ქარ­თველ ქალ­თა და­ჩაგ­რულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­უბ­რობს. ამის მთა­ვარ მი­ზე­ზად კი, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბის არ­ქო­ნას მი­იჩ­ნევს.

 

 

1874 წელს, ექ­ვთი­მე ხე­ლა­ძის სტამ­ბამ "ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო და სა­ო­ჯა­ხო სა­მე­ურ­ნეო ნა­ცა­დი ცნო­ბა­ნი" გა­მოს­ცა, სა­დაც ბარ­ბა­რე მკი­თხველს ქარ­თულ-ევ­რო­პუ­ლი კერ­ძე­ბის რე­ცეპ­ტებ­სა და მომ­ზა­დე­ბის წე­სებს აც­ნობ­და. ბარ­ბა­რე ჯორ­ჯა­ძე 1895 წლის 11 აპ­რილს, 62 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. დაკ­რძა­ლუ­ლია თე­ლავ­ში, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში.

 

 

ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლი

 

 

"19 წლის ვი­ყა­ვი, როცა გავ­თხოვ­დი. მალე დავ­წვრილ­შვილ­დი (თერ­თმე­ტი შვი­ლი მყავ­და), ძლი­ერ ხელ­მოკ­ლე ოჯახ­ში ვცხოვ­რობ­დი, ყო­ველ­გვარ თა­ვი­სუფ­ლე­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. მე არ და­ვუ­მორ­ჩილ­დი სა­ზო­გა­დო ხვედრს დე­და­კა­ცი­სას, ყმო­ბას და თავ­შე­წირ­ვას კე­რი­სას. ამის­თვის დიდი ბრძო­ლა დამ­ჭირ­და, მაგ­რამ ბრძო­ლი­სათ­ვის ცო­ტა­ო­დე­ნი ძა­ლაც შემ­წევ­და. მე იმ ვიწ­რო კედ­ლებ­სა შუა, რომ­ლებ­საც ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სო­ბას ეძა­ხი­ან და რო­მე­ლიც შთან­თქავს ხოლ­მე ხში­რად დე­და­კა­ცის სუ­ლი­ერ არ­სე­ბას, პა­ტა­რა ჭუჭ­რუ­ტა­ნა გა­ვუ­კე­თე და იქი­დან მუ­დამ ყურს ვუგ­დებ­დი და თვალს ვა­დევ­ნებ­დი ჩემი ქვეყ­ნის სა­ზო­გა­დო ზრდა­სა და მსვლე­ლო­ბას.

 

 

შე­ვე­ცა­დე ორი­ო­დე აგუ­რი მა­ინც და­მე­დო იმ წმინ­და სა­ძირ­კველ­ზე, რო­მე­ლიც მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ყა­რეს ჩემი ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო შვილთ" - ამ სი­ტყვე­ბით მი­ე­სალ­მა ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლი თა­ვის მე­გობ­რებს, რომ­ლე­ბიც მისი მოღ­ვა­წე­ო­ბის 40 წლის იუ­ბი­ლე­ზე შე­იკ­რიბ­ნენ. მისი როლი, ქარ­თველ ქალ­თა ემან­სი­პა­ცი­ის­თვის ბრძო­ლა­ში ძა­ლი­ან დი­დია. ეს იყო ქალი, რო­მელ­მაც პირ­ველ­მა აღ­ძრა ქალ­თა გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

 

 

დე­დით ობო­ლი ეკა­ტე­რი­ნე (ქა­ლიშ­ვი­ლო­ბიდ გვა­რი თარ­ხნიშ­ვი­ლი) ყო­ველ­თვის მი­ის­წრაფ­ვო­და თვით­გან­ვი­თა­რე­ბის­კენ. გახ­სნა სამ­კერ­ვა­ლო სკო­ლე­ბი. აგ­ზავ­ნი­და კო­რეს­პონ­დენ­ცი­ებს გა­ზე­თებ­ში. სხვა­დას­ხვა წლებ­ში, ქარ­თველ­თა შო­რის წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გამ­გე­ო­ბის წევ­რია, ქალ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი სკო­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ქალ­თა წრის და­არ­სე­ბი­სა და მისი რე­გი­ო­ნუ­ლი ფი­ლი­ა­ლე­ბის შექ­მნის ინი­ცი­ა­ტო­რი. სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტია და ჰუ­მა­ნიზ­მი მის ნა­აზ­რევ­ში არა დას­წავ­ლუ­ლი, არა­მედ სა­კუ­თა­რი ბე­დი­დან, ცხოვ­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რეა.

 

 

ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლი თა­ვი­სი მოღ­ვა­წე­ო­ბით ცდი­ლობ­და იმ­დრო­ინ­დე­ლი ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა თა­ნას­წო­რო­ბის იდე­ის სა­ჭი­რო­ე­ბა­სა და აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ში და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა. მან მრა­ვალ ქალს თვა­ლი აუ­ხი­ლა და მის­ცა ბიძ­გი გან­ვი­თა­რე­ბის­კენ.

 

 

ეკა­ტე­რი­ნე გარ­და­იც­ვა­ლა 1938 წლის 7 აგ­ვის­ტოს, 87 წლის ასაკ­ში. დაკ­რძა­ლუ­ლია მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში.

 

 

კატო მი­ქე­ლა­ძე

 

მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში სა­ქარ­თვე­ლოში ფე­მი­ნის­ტუ­რი იდე­ე­ბი ევ­რო­პა­ში გა­ნათ­ლე­ბა­მი­ღე­ბულ ქა­ლებს შე­მოჰ­ქონ­დათ. ასე­თი გახ­ლდათ კატო მი­ქე­ლა­ძე. 1916 წელს, ბრი­უ­სელ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბი­სა და პა­რიზ­ში ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ (1906 წლი­დან სწავ­ლობ­და ბრი­უ­სელ­ში, ბრი­უ­სე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტეტ­ზე, რის შემ­დე­გაც კატო პა­რიზ­ში და­სახ­ლდა, სა­დაც 1915 წლამ­დე დარ­ჩა) სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა კა­ტომ თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის შე­მოკ­რე­ბა და ქა­ლე­ბის სა­მო­ქა­ლა­ქო-პო­ლი­ტი­კუ­რი უფ­ლე­ბე­ბის­თვის ბრძო­ლა და­ი­წყო.

 

კა­ტომ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა რე­გი­ო­ნუ­ლი ქსე­ლი "ქალ­თა ლიგა" და 1917 წელს, გა­მოს­ცა პირ­ვე­ლი ფე­მი­ნის­ტუ­რი გა­ზე­თი "ხმა ქარ­თვე­ლი ქა­ლი­სა". პო­ლი­ტი­კა, ოჯა­ხი, სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა - გა­ზე­თი სხვა­დას­ხვა სფე­რო­ებს მო­ი­ცავ­და. პირ­ველ ნომ­რებ­ში მი­ქე­ლა­ძე შემ­დეგ მო­წო­დე­ბას ავ­რცე­ლებ­და: "ქა­ლე­ბო, მო­ი­თხო­ვეთ სა­არ­ჩევ­ნო ხმის უფ­ლე­ბა".

 

 

ამო­ნა­რი­დი კატო მი­ქე­ლა­ძის სტა­ტი­ი­დან "მა­მა­კა­ცე­ბის სულ­მოკ­ლე­ო­ბა და დე­და­კა­ცე­ბის კონ­სერ­ვა­ტიზ­მი", რო­მე­ლიც გა­ზეთ­ში "ხმა ქარ­თვე­ლი ქა­ლი­სა" 1917 წლის ნო­ემ­ბერ­ში და­ი­ბეჭ­და:

 

 

"...და ამ მხრივ თუ გნე­ბავთ, ქა­ლე­ბი, მარ­თლაც რომ კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი ვართ. ჩვენ გვძულს და გვე­ზი­ზღე­ბა სის­ხლის ღვრა, არა მის­თვის, რომ მას ვერ შევ­ძლებთ (ჯერ ისე­თი არა­ფე­რი არ მო­უხ­დე­ნია მა­მა­კაცს, რაც ქალს არ შეს­ძლე­ბო­დეს), არა­მედ მის­თვის, რომ ჩვენს კაც­თმოყ­ვა­რე ბუ­ნე­ბას ის სძაგს... ასე­თი ზნე­ობ­რი­ვი ან­გა­რი­შით იმის თქმა არა­ვის შე­უძ­ლია, რომ ქა­ლე­ბი მოკ­ლე­ბუ­ლი ვი­ყოთ უმაღ­ლეს იდე­ალს და მხო­ლოდ დღი­ურ ჭირ­ვა­რამ­ზე ვზრუ­ნავ­დეთ. მხო­ლოდ როცა ჩვენ ვი­სა­ხავთ მიზ­ნათ რთულ­სა და სა­ზო­გა­დო მნიშ­ვნე­ლო­ვანს სა­კითხს, ჩვენ გვსურს მის­და გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლათ ნი­ა­და­გიც მომ­ზა­დე­ბუ­ლი იყოს, და როცა ასეთს და­ვი­ნა­ხავთ, იქ არც თა­ვის გან­წირ­ვას და­ვე­რი­დე­ბით...

 

 

...რა კონ­კრე­ტი­უ­ლი ში­ნა­არ­სის უნდა იყოს დღე­ვან­დე­ლი სო­ცი­ა­ლიზ­მი, როცა ხალ­ხი არც გო­ნებ­რი­ვათ, არც ზნე­ობ­რი­ვათ და არც შრო­მის უნა­რით სა­ა­მი­სოთ მომ­ზა­დე­ბუ­ლი არ არის. კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის მა­რა­დი­სო­ბის დამ­ცველ­ნი სო­ცი­ა­ლიზმს გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ქი­მე­რა­თა სთვლი­ან. ჩვენ შორ­სა ვართ ასე­თი აზ­რი­დან, მაგ­რამ ამა­ვე დროს შორ­სა ვართ დღეს დღე­ო­ბით კო­მუ­ნის შე­მო­ღე­ბი­და­ნაც. და თუ მა­მა­კა­ცე­ბის ერთი ნა­წი­ლი, მა­ინ­და მა­ინც ამას მო­ი­თხო­ვენ, ეს აიხ­სნე­ბა არა მათი რა­დი­კა­ლო­ბით, არა­მედ მათი სულ­მოკ­ლე­ო­ბით. და ამ მხრივ ჩვენ, ქა­ლე­ბი ყო­ველ­თვის კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი დავ­რჩე­ბით".

 

 

ბოლ­შე­ვი­კურ­მა ეპო­ქამ, კატო მი­ქე­ლა­ძე ბურ­ჟუ­ა­ზი­უ­ლი გარ­ყვნი­ლე­ბის მა­გა­ლი­თად მო­ნათ­ლა, და­ი­ხუ­რა მისი გა­ზე­თი. 1942 წელს, უკა­ნას­კნელ გზა­ზე ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის ემან­სი­პა­ცი­ის სა­კი­თხზე მებ­რძოლს, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი მი­ა­ცი­ლებ­და: ირი­ნე და ნი­კო­ლო იუს­კო­ვე­ბი, პო­ე­ტი ან­დრო თევ­ზა­ძე და მწე­რა­ლი მა­რი­ამ გა­რი­ყუ­ლი.

 

 

უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ყო­ვე­ლი წლის 29 ნო­ემ­ბერს მსოფ­ლი­ო­ში ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცველ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს, "ქალ­თა ფონ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში" ინი­ცი­ა­ტი­ვით, ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლებს "კატო მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის პრე­მია" გა­და­ე­ცე­მათ...

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 1175 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 08 2020