ამ გვერდის ამობედვა

"სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება. სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის" - ილია მეორე

"მშვი­დო­ბა თუ არ იქნა ოჯახ­ში, ადა­მი­ა­ნის გულ­ში, ვე­რა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ვა. მშვი­დო­ბა უნდა შე­ი­ძი­ნოთ, მაგ­რამ ეს უნდა იყოს მშვი­დო­ბა ღვთი­სა", - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

 

რო­გორც პატ­რი­არ­ქმა აღ­ნიშ­ნა, სიყ­ვა­რუ­ლი თუ არის ადა­მი­ან­ში, სი­ხა­რუ­ლი იქ­ნე­ბა.

 

 

"დიდ ხარ შენ უფა­ლო და საკ­ვირ­ველ არი­ან საქ­მე­ნი შენი. ყო­ველ დღე ჩვენ ვხე­დავთ სას­წა­უ­ლებს. ყო­ველ დღეს ღმერ­თი გვიჩ­ვე­ნებს თუ რა უნდა გა­ვა­კე­თოთ. მე შენ­დო­ბის დღეს ვთქვი, რომ ძა­ლი­ან იოლი გზაა სა­სუ­ფე­ველ­ში. უფა­ლო მო­მა­ნი­ჭე გან­ცდა ცოდ­ვა­თა ჩემ­თა­თა და არა გან­კი­თხვა ძმი­სა ჩე­მი­სა. ეს არის პირ­და­პი­რი გზა სა­სუ­ფე­ველ­ში. ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი ამით ცხონ­დნენ, ამით შე­ი­ძი­ნეს მად­ლი ღვთი­სა. დღეს არის მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის ზე­ი­მი. დი­დე­ბა ჰქონ­დეს უფალს, დი­დე­ბა მა­მა­სა და ძესა და წმი­და­სა სულ­სა. ჩვენ ვმად­ლობთ უფალს რომ გვაძ­ლევს მადლსა. ჩვენ თაყ­ვან­სა ვცემთ უფალს, რომ გვი­ად­ვი­ლებს სა­სუ­ფე­ვე­ლის გზას, მაგ­რამ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ არც ისე­თი იო­ლია გზა სა­სუ­ფე­ვე­ლი­სა და ჩვენ შევ­თხოვთ უფალს, რომ უფალ­მა ძალი მოგ­ვცეს, უფალ­მა აკურ­თხოს ერი თვი­სი. ძალა ღვთი­სა და მშვი­დო­ბა ღვთი­სა, ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

 

 

თქვენ გახ­სოვთ სა­ხა­რე­ბა­ში, აღ­დგო­მის შემ­დეგ რომ გა­მო­ე­ცხა­დე­ბა მა­ცხო­ვა­რი მო­ცი­ქუ­ლებს. ერთხელ გა­მო­ე­ცხა­და მათ ისე, რომ კა­რე­ბი ჩა­კე­ტი­ლი იყო. პირ­ვე­ლი სი­ტყვე­ბი, რი­თაც მი­მარ­თა მო­ცი­ქუ­ლებს - მშვი­დო­ბა თქვენ­თა. მშვი­დო­ბა თუ არ იქნა ოჯახ­ში, ადა­მი­ა­ნის გულ­ში ვე­რა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ვა. მშვი­დო­ბა უნდა შე­ი­ძი­ნოთ, მაგ­რამ ეს უნდა იყოს მშვი­დო­ბა ღვთი­სა. გწყა­ლობ­დეთ ღმერ­თი. ღმერ­თმა მშვი­დო­ბა მოგ­ცეთ, სიყ­ვა­რუ­ლი თუ არის ადა­მი­ან­ში, სი­ხა­რუ­ლი იქ­ნე­ბა. სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­შე არა­ფე­რი არ გა­მო­დის იმი­ტომ, რომ ღმერ­თი თვი­თონ არის სიყ­ვა­რუ­ლი. დაგ­ლო­ცოთ ღმერ­თმა, გწყა­ლობ­დეთ უფა­ლი. ღმერ­თმა ძალა მოგ­ცეთ და მშვი­დო­ბა მოგ­ცეთ",- ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

 

 

წაკითხვა 626 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 08 2020

სიახლეები