ამ გვერდის ამობედვა

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი COVID-19 პან­დე­მი­ად, ანუ გლო­ბა­ლურ ეპი­დე­მი­ად გა­მო­ა­ცხა­და.

 

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი ჯერ მხო­ლოდ 3 თვეა ცირ­კუ­ლი­რებს, მსოფ­ლიო წეს­რიგ­სა და დე­და­მი­წის მო­სახ­ლე­ო­ბის ცხოვ­რე­ბის წესს უკვე საგ­რძნობ­ლად ცვლის. უცხო­უ­რი მე­დია ამ ინ­ფექ­ცი­ას ორი ყვე­ლა­ზე დიდი კრი­ზი­სის - 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბრი­სა და 2008 წლის ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის გვერ­დით იხ­სე­ნი­ებს.

 

 

კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლი მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით

 

 

რო­გორ და რამ­დე­ნად ხან­გრძლივ ცვლი­ლე­ბებს მო­ი­ტანს COVID-19, ეს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მას­შტა­ბებ­სა და მის შემ­დგომ სიმწვა­ვე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა, იტა­ლია, რო­მე­ლიც ჩი­ნე­თის, ანუ კო­რო­ნა­ვირუ­სის "სა­თა­ვის" შემ­დეგ, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბით მე­ო­რე ად­გილ­ზეა, გარ­კვე­ულ­წი­ლად იმის ნი­მუ­შად წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა, თუ რას შე­იძ­ლე­ბა ვე­ლო­დოთ სხვა ქვეყ­ნებ­შიც, ყვე­ლა­ზე უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში.

 

 

სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, იტა­ლი­ის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­და. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მთავ­რო­ბამ მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ტემ­პი და არე­ა­ლი ქვე­ყა­ნა­ში ფაქ­ტობ­რი­ვად, უკონ­ტრო­ლო გახ­და.

 

 

 

 

"Bel paese", რო­გორც იტა­ლი­ე­ლე­ბი თა­ვი­ანთ სამ­შობ­ლოს უწო­დე­ბენ, ანუ "ლა­მა­ზი ქვე­ყა­ნა", კვლავ ლა­მა­ზი, თუმ­ცა, ცა­რი­ე­ლი დარ­ჩა - მა­ნამ­დე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­თა და ტუ­რის­ტე­ბით გა­დავ­სე­ბუ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი ფო­ტოგ­რა­ფე­ბის ობი­ექ­ტივ­ში შთამ­ბეჭ­და­ვად, თუმ­ცა, უკვე უკაც­რი­ელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღი­ბეჭ­და...

 

 

 

 

 

ქვე­ყა­ნა­ში და­წეს­და შე­ზღუდ­ვე­ბი მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, 3 აპ­რი­ლამ­დე იტა­ლი­ა­ში არ იქ­ნე­ბა არა­ნა­ი­რი ხალ­ხმრა­ვა­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა - ქორ­წი­ლი, დაკ­რძალ­ვა, კონ­ცერ­ტი, სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა თუ წირ­ვა; მთე­ლი აპე­ნი­ნის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის მას­შტა­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კი­ნო­თე­ატ­რე­ბის, თე­ატ­რე­ბის, სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზე­ბის, ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი­სა და მუ­ზე­უ­მე­ბის და­ხურ­ვის ბრძა­ნე­ბა გას­ცა;

 

 

იტა­ლი­ა­ში მყო­ფი თი­თო­ე­უ­ლი პირი, ვი­საც 37.5 გრა­დუს­ზე მეტი სი­ცხე უფიქ­სირ­დე­ბა, კა­რან­ტინ­ში თავ­სდე­ბა; სკო­ლებ­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლა ყვე­ლა­ზე ცოტა, მარ­ტის შუა რი­ცხვე­ბამ­დე გა­და­ი­დო და სა­ვა­რა­უ­დოდ, კი­დევ გა­და­ი­დე­ბა; 3 აპ­რი­ლამ­დე რომ­ში ყვე­ლა ეკ­ლე­სია და­ი­ხუ­რა.

 

 

თუ კო­რო­ნა­ვირუ­სი სხვა ქვეყ­ნებ­საც იტა­ლი­ის მსგავ­სი სიმ­ძლავ­რით შე­უ­ტევს, შე­საძ­ლოა, ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ვი­ხი­ლოთ ასე­თი­ვე სი­ტუ­ა­ცია. რას შეც­ვლის კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა მსოფ­ლი­ო­ში? - კონ­ტუ­რე­ბი უკვე იკ­ვე­თე­ბა და ამ სტა­ტი­ა­ში ჩვენ რამ­დე­ნი­მე მათ­განს შე­ვე­ხე­ბით:

 

 

  • დის­ტან­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის და­ნერგვა

 

დღე არ გავა, მე­დი­ა­ში არ გავ­რცელ­დეს ინ­ფორ­მა­ცია დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის და­წყე­ბის შე­სა­ხებ, კომ­პა­ნი­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი დის­ტან­ცი­უ­რი მუ­შა­ო­ბის რე­ჟიმ­ზე გა­და­დის, მას­შტა­ბუ­რი კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი კი უკვე ვი­დე­ო­ხი­დე­ბით იმარ­თე­ბა.

 

 

COVID-19-ის აფეთ­ქე­ბას­თან ერ­თად, ისე­თი მძლავ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­გო­რიც "ტვი­ტე­რი" და "ფე­ის­ბუ­ქია", თა­ნამ­შრომ­ლებს არა­თუ ნე­ბას რთა­ვენ სახ­ლი­დან იმუ­შა­ონ, არა­მედ ამას მო­ი­თხო­ვენ კი­დეც. ეს ორი მიზ­ნით კეთ­დე­ბა: ერთი - ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლაა, მე­ო­რე კი - მომ­ზა­დე­ბა უა­რე­სის­თვის, ანუ იმ შემ­თხვე­ვის­თვის, თუ კა­რან­ტინ­ში ოფი­სე­ბიც მო­ექ­ცე­ვა.

 

 

ექ­სპერ­ტე­ბის მო­საზ­რე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის პი­რო­ბებ­ში ბევ­რი ბიზ­ნეს­ლი­დე­რი მივა იმ დას­კვნამ­დე, რომ ცენ­ტრა­ლურ ოფი­სებ­ში, პი­რა­დი შეხ­ვედ­რე­ბი არც ისე აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რო­გორც აქამ­დე ჩან­და.

 

 

  • ბიზ­ნე­სი ჩი­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებს გა­და­ა­ფა­სებს

 

ტუ­რის­ტუ­ლი ინ­დუსტრი­ის შემ­დეგ, კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ახალ­მა კო­რო­ნა­ვირუს­მა ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ა­ზა­რა­ლა, დიდ­წი­ლად ჩი­ნეთ­ზე არი­ან და­მო­კი­დე­ბულ­ნი. ისი­ნი ბიზ­ნეს პარტნი­ო­რო­ბის ქსე­ლებ­სა და ე.წ. მი­წო­დე­ბის ჯაჭვში სწო­რედ ჩი­ნურ კომ­პა­ნი­ებ­თან ერ­თად არი­ან ჩარ­თულ­ნი.

 

 

"ნიუ იორკ თა­იმ­სის" სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ კო­რო­ნა­ვირუს­მა ბიძ­გი მის­ცა ჩი­ნეთ­ზე, რო­გორც წარ­მო­ე­ბის ათ­ვლის წერ­ტილ­ზე, მსოფ­ლი­ოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­და­ფა­სე­ბას. თუ სუ­რა­თი უფრო დამ­ძიმ­დე­ბა, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ კომ­პა­ნი­ე­ბი ეც­დე­ბი­ან, მეტი სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნონ და ჩი­ნე­თის­გან "ბიზ­ნეს დის­ტან­ცი­რე­ბა" მო­ახ­დი­ნონ, შე­სა­ბა­მი­სად, უფრო და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბიც გახ­დნენ.

 

 

  • პო­ლი­ტი­კუ­რი ამინ­დის ცვლი­ლე­ბა

 

უცხო­ურ მე­დი­ა­ში აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ მსოფ­ლიო გა­მოწ­ვე­ვა­ზე გლო­ბა­ლუ­რად გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი პა­სუ­ხია სა­ჭი­რო, თუმ­ცა შე­საძ­ლოა, სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფომ მსოფ­ლიო მას­შტა­ბით კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ ქმე­დე­ბებ­ში ჩაბ­მა არ ისურ­ვოს.

 

 

კო­რო­ნა­ვირუ­სის ფონ­ზე უკი­დუ­რე­სად მე­მარ­ჯვე­ნე ლი­დე­რებ­მა, მა­გა­ლი­თად, საფ­რან­გეთ­ში, იტა­ლი­ა­სა და ეს­პა­ნეთ­ში, უკვე და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი სა­ზღვრებ­ზე კონ­ტრო­ლის გამ­კაც­რე­ბის თა­ო­ბა­ზე. მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბის, სკო­ლე­ბის და­კეტვის, ბიზ­ნეს პარტნი­ო­რო­ბის მოშ­ლის შე­დე­გად, სა­ვა­რა­უ­დოა, კრი­ზის­მა გლო­ბა­ლი­ზა­ცია შე­ა­ფერ­ხოს და ე.წ. დეგლო­ბა­ლი­ზა­ცია გა­მო­იწ­ვი­ოს.

 

 

  • პა­ნი­კა და დე­ფი­ცი­ტი

 

ინ­ფორ­მა­ცია თუ დე­ზინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში სრუ­ლი­ად თა­ვი­სუფ­ლად და ვირუ­სუ­ლად ვრცელ­დე­ბა. არ­ცთუ ისე იშ­ვი­ა­თად ვხე­დავთ იმა­საც, თუ რო­გო­რი ძალა აქვს უბ­რა­ლო "ფეიკ ნი­უსს", ყალბ ამ­ბავს. ეს თა­ვის მხრივ, პა­ნი­კას უწყობს ხელს, პა­ნი­კა კი ადა­მი­ა­ნებს მა­რა­გე­ბის შევ­სე­ბის­კენ უბიძ­გებს.

 

 

 

 

 

 

პირ­ბა­დე­ე­ბი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ვენ­ტა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი დო­ზე­ბით შე­ძე­ნამ არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ, ბევრ ქვე­ყა­ნა­ში უკვე გა­მო­იწ­ვია სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის დე­ფი­ცი­ტი. მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი ქა­ლა­ქე­ბის სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ებ­სა სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში დახ­ლე­ბი და­ცა­რი­ელ­და. ეს დე­ფი­ცი­ტი, მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ შე­ზღუდ­ვებ­თან ერ­თად, სა­ვა­რა­უ­დოდ, ყვე­ლა­ზე მო­წყვლად ად­გი­ლე­ბამ­დე სა­სი­ცო­ცხლო მა­რა­გე­ბი­სა და დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­წო­დე­ბას შე­უშ­ლის ხელს.

 

 

  • მეც­ნი­ე­რე­ბის სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბა

 

მთავ­რო­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბას ახალ კო­რო­ნა­ვირუს­ზე სწრა­ფი სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცი­ის გა­მოვ­ლე­ნა გა­უ­ჭირ­დათ, მა­შინ რო­დე­საც მეც­ნი­ე­რე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ, ვირუ­სის აღ­მო­ჩე­ნი­სა და შე­საძ­ლო და­მარ­ცხე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­ნა­ვი­თა­რონ.

 

 

ჩი­ნეთ­ში, ქა­ლა­ქი უხა­ნი უკვე ჩვე­ულ ცხოვ­რე­ბას­თან დაბ­რუ­ნე­ბას ცდი­ლობს - იქ, სა­ი­და­ნაც ინ­ფექ­ცია გავ­რცელ­და, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სამ­სა­ხუ­რებს უბ­რუნ­დე­ბი­ან. ამა­სო­ბა­ში ჩი­ნე­თის­გან და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ო­სად­მი დახ­მა­რე­ბას უნდა ვე­ლო­დოთ, მათ შო­რის, უკვე ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო ჩი­ნე­თის­გან სა­ჩუქ­რად კო­რო­ნა­ვირუ­სის და­სად­გენ, 1000 სწრაფ ტესტს მი­ი­ღებს. ამას­თან, ჩი­ნეთ­მა იტა­ლი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად მე­დი­ცი­ნის ექ­სპერ­ტე­ბის ჯგუ­ფი გაგ­ზავ­ნა.

 

 

 

 

მსოფ­ლი­ოს მეც­ნი­ე­რე­ბი უფრო და უფრო სწრა­ფად მოქ­მედ დი­აგ­ნოს­ტი­კურ ტეს­ტებს ნერ­გა­ვენ. რაც შე­ე­ხე­ბა ვაქ­ცი­ნას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამა­ზე და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ჯერ არ არ­სე­ბობს, უახ­ლე­სი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, ვაქ­ცი­ნა­ზე მო­მუ­შა­ვე ჯგუ­ფე­ბი შე­საძ­ლო ვაქ­ცი­ნის ტეს­ტი­რე­ბის­თვის უკვე პირ­ველ მო­ხა­ლი­სე­ებს არ­ჩე­ვენ.

 

 

მა­გა­ლი­თად, აშშ-ში, ამე­რი­კუ­ლი ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია Gilead Sciences-ის მეც­ნი­ე­რებ­მა შექ­მნეს ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი პრე­პა­რა­ტი და ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის კუ­თხით, იმე­დის­მომ­ცე­მი სუ­რა­თი აქვთ.

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 687 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 18 2020