ამ გვერდის ამობედვა

"რა არის სათაკილო იმაში, რომ დაინფიცირების გეშინიათ?!" - თამარ გაგოშიძის რჩევები კორონავირუსის პანიკის დროს სიმშვიდის შესანარჩუნებლად

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის პი­რო­ბებ­ში ფი­ზი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბას­თან ერ­თად, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფსი­ქი­კუ­რი მდგრა­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გახ­და.

 

რო­გორ უნდა და­ვიც­ვათ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სიმ­შვი­დე ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი სა­ყო­ველ­თაო პა­ნი­კის პი­რო­ბებ­ში? - ამ სა­კი­თხზე რჩე­ვე­ბის­თვის AMBEBI.GE-მ ფსი­ქო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, პრო­ფე­სორ თა­მარ გა­გო­ში­ძეს მი­მარ­თა.

 

 

- რო­გორ იმოქ­მე­და კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა სა­ერ­თო ემო­ცი­ურ­მა ფონ­მა ადა­მი­ა­ნე­ბის ფსი­ქი­კა­ზე და რო­გო­რი უნდა იყოს ჩვე­ნი რე­აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში?

 

- და­ვი­წყოთ იმით, რომ ეს სი­ტუ­ა­ცია არის უჩ­ვე­უ­ლო, და­უ­გეგ­მა­ვი გა­მოწ­ვე­ვა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. ზო­გა­დად არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბად სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­დე­საც არ ვი­ცით რა მოხ­დე­ბა და რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ, ადა­მი­ა­ნებს გვე­წყე­ბა შფოთ­ვა და ეს სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბაა. შფოთ­ვა თუ არ აგე­წე­ვა, ის უფრო და­მან­გრე­ვე­ლი იქ­ნე­ბა ფსი­ქი­კის­თვის. რაც ვნა­ხეთ და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლით­ზე. არ აე­წი­ათ შფოთ­ვა - ეს რა ვირუ­სია, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პი­აო, არ­ხე­ი­ნად იყ­ვნენ და ერ­თი­ა­ნად ჩაც­ვივ­დნენ მერე პა­ნი­კა­ში. შფოთ­ვა არის გა­დარ­ჩე­ნის ერთ-ერთი მე­ქა­ნიზ­მი, ეს არის ჯან­სა­ღი რე­აქ­ცია ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც არის საფრ­თხის­შემ­ცვე­ლი. შფოთ­ვა გვი­ბიძ­გებს მო­ბი­ლი­ზე­ბის­კენ, რათა გა­და­ვირ­ჩი­ნოთ თავი.

 

ამი­ტომ, თუ თქვენ ამ კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო შფოთ­ვა აგე­წი­ათ, ამა­ში არა­ფე­რია სა­გან­გა­შო. პი­რი­ქით, ეცა­დეთ არ შე­ი­ნა­ხოთ ეს თქვენ­თვის, არ მიჩ­ქმა­ლოთ ემო­ცი­ე­ბი, გა­მო­ხა­ტეთ ისი­ნი, გა­რეთ გა­მო­ი­ტა­ნეთ. მაგ­რამ, ცხა­დია, არა პა­ნი­კუ­რად, ისე, რომ სხვე­ბი დათ­რგუ­ნოთ. ეცა­დეთ, ადეკ­ვა­ტუ­რად გა­მო­ხა­ტოთ თქვე­ნი ემო­ცი­უ­რი ფონი, მა­გა­ლი­თად, თქვით, რომ გე­ში­ნი­ათ, რომ ეს არის საფრ­თხი­ლო სი­ტუ­ა­ცია, რა არის იმა­ში სა­თა­კი­ლო, რომ გე­ში­ნი­ათ და­ინ­ფი­ცი­რე­ბის?!

 

 

 

 

- რო­დე­საც ყო­ველ­დღი­უ­რად იგებ იმის შე­სა­ხებ, რომ ინ­ფექ­ცია სულ უფრო ფარ­თოდ ვრცელ­დე­ბა და ამას­თან იზ­რდე­ბა გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვიც, ძნე­ლია სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. რა უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ დავ­რჩეთ ადეკ­ვა­ტუ­რე­ბი და არ გა­დაგ­ვძლი­ოს ნე­გა­ტი­ურ­მა ემო­ცი­ებ­მა?

 

- გე­თან­ხმე­ბით, სათ­ქმე­ლად იო­ლია, თუმ­ცა შე­სას­რუ­ლებ­ლად არის ძნე­ლი. მაგ­რამ, რო­დის არ ვარ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი პა­ნი­კა­ში? - რო­დე­საც ის არის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და რაც მთა­ვა­რია, სწო­რად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი. რა­საც აკე­თებს დღეს ჩვე­ნი და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი.

 

 

და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი, გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა და სა­ერ­თოდ ჭარ­ბი ინ­ფორ­მა­ცია, რა­ო­დენ ობი­ექ­ტუ­რიც არ უნდა იყოს, არის ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი. ჩვენ არ უნდა გვქონ­დეს გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ინ­ფორ­მა­ცია. სჯობს მცი­რე, მაგ­რამ ადეკ­ვა­ტურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვფლობ­დეთ. ამი­ტომ ის­ტე­რი­უ­ლად არ შე­ვა­მოწ­მოთ სა­ინ­ფორ­მა­ციო წყა­რო­ე­ბი. დღე­ში ერთხელ ან ორ­ჯერ გა­ვი­გოთ რა ხდე­ბა და უბ­რა­ლოდ გა­ვაგ­რძე­ლოთ ცხოვ­რე­ბა.

 

 

მე მა­გა­ლი­თად, მხო­ლოდ ერთხელ, სა­ღა­მოს ვეც­ნო­ბი სი­ახ­ლე­ებს, ვი­გებ რა სი­ტუ­ა­ცი­აა და მთე­ლი დღე არ ვარ ჩაფ­ლუ­ლი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ში. ამას­თან, რო­დე­საც გაგ­ვი­ტა­ცებს და მოგ­ვე­ძა­ლე­ბა ნე­გა­ტი­უ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი და მო­სა­ლოდ­ნელ სა­ში­ნე­ლე­ბებ­ზე ფიქ­რე­ბი წაგ­ვი­ღებს, უბ­რა­ლოდ ეცა­დეთ და შე­ჩერ­დით. გა­და­ი­ტა­ნეთ სხვა რა­მე­ზე ყუ­რა­დღე­ბა. ადე­ქით, რა­მით და­კავ­დით, თუნ­დაც ჰი­გი­ე­ნუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბით, ან ესა­უბ­რეთ მე­გობ­რებს, ოჯა­ხის წევ­რებს და არ შეყ­ვეთ ფიქ­რებს ზედ­მე­ტად.

 

 

უნდა გა­ვიხ­სე­ნოთ, ის რომ ასე­თი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე მსოფ­ლიო არა­ერ­თხელ მდგა­რა და ამა­საც გა­დავ­ლა­ხავთ. რა­საც ჩვენ ვერ ვა­კონ­ტრო­ლებთ, მა­გა­ლი­თად ერთ ბეწო კო­რო­ნას, იმა­ზე დარდს რა აზრი აქვს, მი­თხა­რით? მაგ­რამ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კონ­ტრო­ლოთ ჩვე­ნი სახე, ხელი, დის­ტან­ცია სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან და ა.შ. ამი­ტომ მთე­ლი ძა­ლის­ხმე­ვა მივ­მარ­თოთ აქეთ­კენ და არ და­ვი­ტო­ვოთ დრო ნე­გა­ტი­უ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის­თვის.

 

 

- პირ­ველ რიგ­ში, რაც ადა­მი­ა­ნებ­მა გა­ა­კე­თეს პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ში­შის სა­პა­სუ­ხოდ იყო ის, რომ მო­ი­მა­რა­გეს საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი. ამ რე­აქ­ცი­ას რო­გორ ახ­სნით? რამ­დე­ნად რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ქმე­დე­ბაა?

 

- საკ­მა­ოდ არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო იყო ამის ყუ­რე­ბა. ეს არის პირ­ვე­ლა­დი რე­აქ­ცია, რო­დე­საც შენ ფიქ­რობ თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა­ზე. შვე­ი­ცა­რი­ი­დან გა­მო­მიგ­ზავ­ნა სუ­რა­თე­ბი ახ­ლო­ბელ­მა, უნდა ნა­ხოთ რა ხდე­ბა. შვე­ი­ცა­რი­ა­ზეა სა­უ­ბა­რი, ყვე­ლა­ზე კმა­ყო­ფილ და და­ლა­გე­ბულ ქვე­ყა­ნა­ზე! ეს პირ­ვე­ლა­დი რე­აქ­ცია ყვე­ლას ჰქონ­და. ეს იყო ყო­ველ­თვის, რო­დე­საც არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი იწყე­ბო­და. ამი­ტომ ეს ბუ­ნებ­რი­ვია, მაგ­რამ სრუ­ლი­ად ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რი, მე­ქა­ნი­კუ­რი რე­აქ­ცი­ად შეგ­ვიძ­ლია ჩავ­თვა­ლოთ. რო­დე­საც მთელ მსოფ­ლი­ო­ში პრო­დუქ­ტე­ბის ჭარ­ბი წარ­მო­ე­ბაა, ფაქ­ტობ­რი­ვად გა­სა­ღე­ბა­ზეა მსოფ­ლიო, ღი­მი­ლის­მომ­გვრე­ლია ეს ქმე­დე­ბა.

 

 

დღე­ვან­დელ ჭარ­ბწარ­მო­ე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, სად წა­ი­ღონ პრო­დუქ­ტი არ იცი­ან, მი­თუ­მე­ტეს ახლა, რო­დე­საც რეს­ტორ­ნე­ბი იკე­ტე­ბა, სად უნდა გა­საღ­დეს ეს პრო­დუქ­ცია, ხომ უნდა გა­მო­ი­ტა­ნონ და გა­ყი­დონ?! ამ მხრივ დე­ფი­ცი­ტი არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად ამას ინერ­ცი­ით აკე­თე­ბენ.

 

 

 

 

 

- რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მყოფ პი­რებს, მათ კი­დევ უფრო გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი აქვთ ემო­ცი­უ­რი ფონი. რო­გორ უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ მათ სწო­რად და სა­სარ­გებ­ლოდ ეს მდგო­მა­რე­ო­ბა?

 

- თუ და­ვუკ­ვირ­დე­ბით, ისე­დაც თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­დის ჩვე­ნი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, ასე არ არის?! მთე­ლი დღე ვართ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, არ გვცა­ლია არაფ­რის­თვის, ერ­თმა­ნე­თის­თვი­საც კი. სულ ვნატ­რობ­დით თა­ვი­სუ­ფალ დროს და სახ­ლში ყოფ­ნას. მაგ­რამ რო­დე­საც გვა­ი­ძუ­ლე­ბენ, რომ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში ვი­ყოთ, უკვე აღარ მოგ­ვწონს. არა­და თვი­თი­ზო­ლა­ცია შე­იძ­ლე­ბა იყოს ძა­ლი­ან კარ­გი და სა­სარ­გებ­ლო ჩვენ­თვის - შე­გიძ­ლია ცოტა ხანს გა­ჩერ­დე, და­ფიქ­რდე, რის­თვი­საც არ გე­ცა­ლა, იმის­თვის მო­ი­ცა­ლო. ამას აქვს თა­ვი­სი პო­ზი­ტი­უ­რი მხა­რე. გა­აჩ­ნია რა კუ­თხით შევ­ხე­დავთ.

 

 

მაგ­რამ იცით რა­ტომ არ მოგ­ვწონს სახ­ლში ყოფ­ნა? იმი­ტომ, რომ ჩვენ ჩვე­ნი მე­ქა­ნი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის სტი­ლით ვართ გა­უ­ცხო­ე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გა­ნაც კი. არ გვქონ­და ჩვენ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის დრო, ამი­ტომ ახლა შეგ­ვიძ­ლია მთე­ლი ძა­ლის­ხმე­ვა მივ­მარ­თოთ იქეთ­კენ, რომ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რებ­თან კარ­გი კო­მუ­ნი­კა­ცია და­ვამ­ყა­როთ.

 

 

რე­ა­ლუ­რად, ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვაა, თუ ორი­ვე მშო­ბე­ლი დის­ტან­ცი­ურ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს, კიდე უკე­თე­სი, და­ვუთ­მოთ დრო ჩვენს შვი­ლებს და ამო­ვავ­სოთ ის დე­ფი­ცი­ტი, რაც გვქონ­და. შე­გიძ­ლი­ათ ითა­მა­შოთ ოჯა­ხუ­რი თა­მა­შე­ბი, რაც სა­უ­კე­თე­სო თე­რა­პი­ად ით­ვლე­ბა.

 

 

 

 

- რაც შე­ე­ხე­ბა ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გექ­ნე­ბათ მშობ­ლე­ბის, უფ­რო­სე­ბის მი­სა­მარ­თით?

 

- სა­ერ­თოდ, ბავ­შვე­ბი მა­გა­ლითს პირ­და­პირ ჩვენ­გან იღე­ბენ. მშობ­ლე­ბის­გან, უფ­რო­სე­ბის­გან. ამი­ტომ თუ მათ და­პა­ნი­კე­ბუ­ლი ვე­ნახ­ვე­ბით, ამით დიდ ზი­ანს მი­ვა­ყე­ნებთ მათ ფსი­ქი­კას. ბავ­შვებს უნდა ვუჩ­ვე­ნოთ ჩვე­ნი მა­გა­ლი­თი. ვე­ცა­დოთ, რომ მათ­თან ვი­ყოთ მშვი­დე­ბი და მკვეთ­რი რე­აქ­ცი­ე­ბი არ გა­მოვ­ხა­ტოთ. ვა­ი­მე, რა გვეშ­ვე­ლე­ბა, ყვე­ლა და­ვინ­ფი­ცირ­დე­ბით და ა.შ. ასე­ვე ნუ და­ვე­მუქ­რე­ბით ბავ­შვებს: თუ ხელს არ და­ი­ბან კო­რო­ნა და­გე­მარ­თე­ბა, ან რამე ასე­თი მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი მო­წო­დე­ბე­ბის­გან თავი შე­ვი­კა­ვოთ.

 

 

ჩვენ ზო­გა­დად და ხა­ტოვ­ნად უნდა ავუხ­სნათ მათ არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ. თუ რა­ტომ არის მათი სახ­ლში დარ­ჩე­ნა დრო­ე­ბით აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რა­ტომ უნდა და­ი­ბა­ნონ ხე­ლე­ბი ხში­რად. ვე­ცა­დოთ, სი­ტყვე­ბი სწო­რად შე­ვარ­ჩი­ოთ ბავ­შვებ­თან. ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ, მაგ­რამ ავუხ­სნათ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას არა­ფე­რი არ მოს­დის. რომ თუ კარ­გად მო­იქ­ცე­ვი­ან და ჰი­გი­ე­ნას და­ი­ცა­ვენ, არა­ფე­რიც არ ემუქ­რე­ბათ.

 

 

თუმ­ცა, სა­ჭი­როა რომ სა­დღაც გა­მოვ­ხა­ტოთ ეს ჩვე­ნი ში­შე­ბი და ემო­ცი­ე­ბი არა? უნდა გა­მოვ­ხა­ტოთ ჩვენ­ზე ემო­ცი­უ­რად ძლი­ე­რებ­თან და არა ჩვენ­ზე სუს­ტებ­თან და ბავ­შებ­თან. გა­ვუ­ზი­ა­როთ ჩვე­ნი ზო­მი­ე­რი ში­შე­ბი მე­უღ­ლეს, მშობ­ლებს, ვი­სა­უბ­როთ ამა­ზე მე­გობ­რებ­თან და რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლამ გა­ვამ­ხნე­ვოთ ერ­თმა­ნე­თი. გამ­ხნე­ვე­ბა ეხ­მა­რე­ბა უფრო იმას, ვინც ამ­ხნე­ვებს, ვიდ­რე იმას ვი­საც ამ­ხნე­ვე­ბენ. ამ დროს კარ­გად მუ­შა­ო­ბენ ენ­დორ­ფი­ნე­ბი.

 

 

ეს სი­ტუ­ა­ცია ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ძა­ლი­ან კარ­გად შე­მო­ვაბ­რუ­ნოთ ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ - რომ ჩვენ, რო­გორც იქნა მო­ვი­ცა­ლეთ და და­ვი­წყეთ ერ­თმა­ნე­თის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუნ­ვა, ერ­თმა­ნე­თის მო­კი­თხვა და თუ კო­რო­ნამ გვა­ი­ძუ­ლა ამის გა­კე­თე­ბა, ყო­ჩაღ კო­რო­ნას! თუ ჩვენ ამას შევ­ხე­დავთ ასე, რომ ეს არის საფრ­თხი­ლო სი­ტუ­ა­ცია, მაგ­რამ აქე­და­ნაც შეგ­ვიძ­ლია რამე ვის­წავ­ლოთ და სარ­გე­ბე­ლი ვნა­ხოთ, ასეც იქ­ნე­ბა. გვახ­სოვ­დეს, რომ ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუნ­ვა გა­დაგ­ვარ­ჩენს!

 

 

- ბევ­რი სტრუქ­ტუ­რა, მათ შო­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და თქვენც, ფსი­ქო­ლო­გე­ბი, გა­და­დი­ხართ დის­ტან­ცი­ურ მუ­შა­ო­ბა­ზე. რო­გორ ფიქ­რობთ, რო­გორ იმუ­შა­ვებს და რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა ეს სტრა­ტე­გია?

 

- ახლა ჩვენ ყვე­ლა ვართ პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტის სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რაც არის ძა­ლი­ან კარ­გი და სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვა. ვფიქ­რობთ დის­ტან­ცი­ურ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე რო­გორ გა­და­ვერ­თოთ, რომ ეს იყოს რაც შე­იძ­ლე­ბა ეფექ­ტუ­რი. მა­გა­ლი­თად ჩვენ, თსუ, 23 მარ­ტი­დან იწყებს დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბას, სტუ­დენ­ტებს უნდა მო­ვემ­სა­ხუ­როთ, რომ მათ მი­ი­ღონ დის­ტან­ცი­უ­რად გა­ნათ­ლე­ბა.

 

 

ასე­ვე ვფიქ­რობთ, რო­გორ გა­ვუ­წი­ოთ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბა პა­ცი­ენ­ტებს დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში. სხვა­თა­შო­რის მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი შფოთვის გამო უკვე იმა­ტა ზა­რებ­მა და მო­თხოვ­ნამ დის­ტან­ცი­ურ ფსი­ქო­ლო­გი­ურ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე. ამის გა­და­წყვე­ტის პრო­ცეს­ში ვართ. ეს არის სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლი, უამ­რა­ვი სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მაა. ვტეს­ტავთ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეფექ­ტუ­რიც იქ­ნე­ბა.

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 627 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 18 2020