“ყველაფერი, რაც ხდება, არის სპეცოპერაცია ოპოზიციის მხრიდან” - ირაკლი კობახიძე
ყველაფერი, რაც ხდება, არის სპეცოპერაცია ოპოზიციის მხრიდან, ეს ყველაფერი არის უცხოური სპეცოპერაცია და ამ უცხოურ სპეცოპერაციაში თანაბრად იყვნენ ჩართულები როგორც „ნაცმოძრაობა”, „ახალი”, ისე „ლელო” და გახარია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი ყველა ერთად იყვნენ ჩართულები უცხოურ სპეცოპერაციაში, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.
„ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რაც ხდება, არის სპეცოპერაცია ოპოზიციის მხრიდან. ყველაფერი არის ერთი დიდი სპეცოპერაცია, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. 2020 და 2024 წლის საბოტაჟი, რევოლუციის ხუთი მცდელობა, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ ამ ოთხი წლის განმავლობაში, ეს ყველაფერი არის უცხოური სპეცოპერაცია და ამ უცხოურ სპეცოპერაციაში თანაბრად იყვნენ ჩართულები როგორც „ნაცმოძრაობა”, „ახალი”, ისე „ლელო” და გახარია. აქედან გამომდინარე, ერთმანეთისკენ თითის გაშვერა მათი მხრიდან არ არის სწორი. ისინი ყველა ერთად იყვნენ ჩართულები უცხოურ სპეცოპერაციაში, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ".
სიახლეები
- კაცი, რომელმაც მეზობელი მოკლა, გარდაცვლილი იპოვეს
- ,,კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში უცხო ძალების ინტერესების გამტარებლად გვევლინებიან” – შალვა პაპუაშვილი
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 55 წლამდე მამაკაცი მოკლეს
- ოდესის სანაპიროზე ათობით მკვდარი დელფინი იპოვეს
- ,,ჯო უილსონს აკვიატება აქვს და ეს აკვიატება ვინმეს თუ გადაედება, ცუდი იქნება – მისი ერთადერთი მიზანია საინფორმაციო ხმაურის შექმნა”- შალვა პაპუაშვილი
