ამ გვერდის ამობედვა

რეალურად, მოუტანა თუ არა სარგებელი გარემოს კორონავირუსმა - "დღევანდელი სიტუაცია, კიდევ უფრო მძიმე შედეგს გამოიღებს"

კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბამ მსოფ­ლი­ო­ში ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა - პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა, სას­წავ­ლო და სა­მუ­შაო წეს­რი­გი, სო­ცი­ა­ლუ­რი ქცე­ვა... ცვლი­ლე­ბე­ბი აი­სა­ხე­ბა ეკო­ლო­გი­ა­ზეც: იქ, სა­დაც ინ­ფექ­ცია გავ­რცელ­და, სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტი­ნია, ქარ­ხნე­ბის მუ­შა­ო­ბა შე­ჩერ­და, სა­ჰა­ე­რო და სატ­რან­სპორ­ტო გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ი­ზღუ­და, რა­მაც შე­ამ­ცი­რა მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­მო­ყო­ფა და გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბა.

 

თუმ­ცა, არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ მას შემ­დეგ, რაც პან­დე­მია დას­რულ­დე­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი ზა­რა­ლის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად, გა­რე­მო­ზე უფრო დიდი მას­შტა­ბის მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი...

 

 

გა­რე­მოს დაც­ვი­თი ეკო­ნო­მის­ტი, კავ­კა­სი­ის გა­რე­მოს­დაც­ვი­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ქსე­ლის (CENN) პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი ვახ­ტანგ ქო­ჩო­რა­ძე AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ გა­რე­მოს­თვის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი და­დე­ბი­თი ფაქ­ტო­რე­ბი, სა­მო­მავ­ლოდ შე­იძ­ლე­ბა, მთლად კარ­გიც არ იყოს.

 

 

 
 
- რო­გორ გავ­ლე­ნას ახ­დენს კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­რე­მოს დაც­ვა­ზე და რა არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ამ მხრივ?
 

- გა­აჩ­ნია, გა­რე­მოს რო­გორ შევ­ხე­დავთ, ზო­გა­დად, ფი­ლო­სო­ფი­ურ ჭრილ­ში. პირ­ველ რიგ­ში, მთა­ვა­რია, ვი­ცო­დეთ, რომ გა­რე­მო, ასე ვთქვათ, ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფოს ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვია. კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო ძა­ლი­ან ბევ­რი პრო­ცე­სი, უამ­რა­ვი სა­მუ­შაო დრო­ე­ბით შე­ჩე­რე­ბუ­ლია, რაც თა­ვის­თა­ვად იწ­ვევს ყვე­ლა­ნა­ი­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის კლე­ბას - ეს კი რა თქმა უნდა, აი­სა­ხე­ბა გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა­შიც.

 

 

ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი მა­გა­ლი­თი, რაც შე­იძ­ლე­ბა ავი­ღოთ, CO2-ის კლე­ბაა. ისე­თი აქ­ტი­უ­რო­ბით აღარ მუ­შა­ობს ქარ­ხნე­ბი, შემ­ცი­რე­ბუ­ლია ტრან­სპორ­ტი და შე­სა­ბა­მი­სად, CO2-ის დონე და­წე­უ­ლია, ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა ნაკ­ლე­ბია.

 

 

ყო­ველ ცუდს თა­ვი­სი კარ­გი მხა­რე აქვს, მაგ­რამ, ამ ყვე­ლა­ფერს გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში რომ შევ­ხე­დოთ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში აქ მხო­ლოდ გა­რე­მო­ზე აღა­რაა სა­უ­ბა­რი. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეკო­ნო­მი­კუ­რი კო­ლაფ­სი ხდე­ბა, რაც, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არა­ვის­თვის იქ­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი.

 

 

სუს­ტი ეკო­ნო­მი­კა, რო­გორც წესი, შემ­დეგ უკვე გა­რე­მო­ზე ძა­ლი­ან დიდი ზე­მოქ­მე­დე­ბით აი­სა­ხე­ბა, რად­გან პირ­ვე­ლი, რა­საც ადა­მი­ა­ნი ეხე­ბა, ეს ბუ­ნე­ბაა და ის ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბი, რაც გვაქვს. ამი­ტომ, ვთვლი, რომ გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცია პი­რი­ქით, კი­დევ უფრო მძი­მე შე­დეგს გა­მო­ი­ღებს.

 

 

NASA-ს და ევ­რო­პის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბი აჩ­ვე­ნებს, რო­გორ იკლო ჩი­ნე­თის თავ­ზე აზო­ტის დი­ოქ­სიდ­მა ზუს­ტად ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში

 

 

- რას გუ­ლის­ხმობთ გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში? შეგ­ვიძ­ლია თუ არა იმის გან­სა­ზღვრა, რა პე­რი­ო­დის შემ­დეგ გახ­დე­ბა არ­სე­ბუ­ლი, ერთი შე­ხედ­ვით, გა­რე­მოს­თვის და­დე­ბი­თი ვი­თა­რე­ბა მის­თვი­საც წამ­გე­ბი­ა­ნი?

 

- ეს ძა­ლი­ან კომ­პლექ­სუ­რი თე­მაა და გა­აჩ­ნია, რა ჭრილ­ში ვუ­ყუ­რებთ. შეგ­ვიძ­ლია, ვთქვათ, სი­ტყვა­ზე, რომ კარ­გია, რომ ჰა­ე­რი არ ბინ­ძურ­დე­ბა, მაგ­რამ რის ფა­სად? მა­გა­ლი­თად ავი­ღოთ ისე­თი ქვე­ყა­ნა, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა - აქ და­ბა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა ლა­რის კურ­სზეც აი­სა­ხა და შე­იძ­ლე­ბა, ეს ყვე­ლას ჯი­ბე­ზე და­ე­ტყოს, თუ უკვე ასე არ არის. სას­ტუმ­რო­ე­ბი და კუ­რორ­ტე­ბი იკე­ტე­ბა, თით­ქმის მთე­ლი ინ­ვეს­ტი­ცია ტუ­რიზ­მში გვქონ­და ჩა­დე­ბუ­ლი, რაც ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩა­ვარ­და.

 

 

ეს არის ფასი, რა­საც ვიხ­დით და სა­კი­თხა­ვია, ღირს თუ არა? მას­შტა­ბუ­რად თუ შევ­ხე­დავთ ამ ყვე­ლა­ფერს, თუ წარ­სუ­ლის სხვა­დას­ხვა მა­გა­ლითს და შემ­თხვე­ვას გა­დავ­ხე­დავთ, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი წინსვლა სხვა­დას­ხვა რე­სურ­სის მოხ­მა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბას იწ­ვევს. ამი­ტომ, გან­ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლას­თვის და მათ შო­რის, ბუ­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნის­თვის.

 

 

ვე­ნე­ცი­ის არ­ხებ­ში წყა­ლი გა­სუფ­თავ­და ტუ­რის­ტე­ბის მკვეთ­რი კლე­ბის შემ­დეგ

 

 

- ირი­ბად ახ­სე­ნეთ, თუმ­ცა უფრო რომ და­ვა­კონ­კრე­ტოთ, არ­სე­ბობს საფრ­თხე, რომ პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­რე­მო­ზე მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბა მსოფ­ლი­ო­ში უფრო გა­ი­ზარ­დოს, ეკო­ნო­მი­კუ­რი ზა­რა­ლის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად?

 

- გა­აჩ­ნია, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ზე ვსა­უბ­რობთ, რა რე­სურ­სი აქვს მას და თა­ვი­სი ეკო­ნო­მი­კის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად რა სერ­ვი­სის მი­წო­დე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ასე ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად თქმა, რომ შე­იძ­ლე­ბა, ამან გა­რე­მო­ზე ძა­ლი­ან დიდი ზე­წო­ლა გა­მო­იწ­ვი­ოს, არას­წო­რი იქ­ნე­ბა.

 

 

ალ­ბათ, ამ სა­კი­თხში თი­თო­ე­ულ შემ­თხვე­ვას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნდა მი­ვუდ­გეთ და არა - ზო­გად ჭრილ­ში. მაგ­რამ, მა­გა­ლი­თის­თვის რომ ავი­ღოთ, გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში უფრო წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ რა­ღაც პა­ტა­რა ეკო­ნო­მი­კუ­რი ბუ­მის, "ამო­ქაჩ­ვის" მი­საღ­წე­ვად, შე­საძ­ლოა, უცებ სხვა­დას­ხვა რე­სურ­სზე ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რი ზე­წო­ლა მოხ­დეს. თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ესეც რე­გუ­ლირ­დე­ბა და არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, რო­მელ­ზეც ყვე­ლა­ფე­რი უნდა მორ­გე­ბუ­ლი იყოს.

 

 

მთა­ვა­რი ფოტო: პე­კი­ნი, EPA

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 884 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 20 2020