"განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს, მწუხარება სიხარულით შეიცვლება"
ბოდბის მონასტერში საკვირაო მსახურება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ და ბოდბელმა ეპისკოპოსმა აღავლინეს. წირვის დასრულების შემდეგ, ილია მეორემ მრევლს ლოცვისკენ მოუწოდა, გაამხნევა და უთხრა, რომ მწუხარებას სიხარული შეცვლის.
"განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს, მწუხარება სიხარულით შეიცვლება", - ბრძანა უწმინდესმა.
ილია მეორემ ასევე, წმინდა ნინოს სახელობის ახლად აშენებული ტაძარი მოილოცა.
მონასტრის ტერიტორიაზე მორწმუნეები ლოცვას, ტაძრის ეზოში დამონტაჟებული აპარატურის საშუალებით ისმენდნენ და დისტანციის დაცვით იდგნენ.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი