სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ ახლა ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც შესაძლოა, ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ ყველა მზად უნდა იყოს ამისათვის
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან მდებარე გამშვებ პუნქტთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო, რომელზეც ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები არიან განლაგებულნი.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის უწყების, შსს-სა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც თავდაუზოგავად, დღე და ღამე ერთობლივად და ორგანიზებულად მუშაობენ და უდიდესი წვლილი შეაქვთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.
"ქვეყანის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული. აქ ძალიან ბევრი სინჯი ჩატარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ზომაა გამოყენებული იმისათვის, რომ ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები.
ჩვენ ეხლა ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც შესაძლოა, ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ ყველა მზად უნდა იყოს ამისათვის. ყველას ერთმანეთის მიმართ ბევრად უფრო მეტი სიფრთხილე დაგვჭირდება, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ, რადგან შესაძლოა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ საკმარისია ერთმა ადამიანმა დაარღვიოს სიფრთხილის ნორმები და ამას ძალიან მძიმე შედეგი ჰქონდეს.
მე დღეს აქ მოსვლით, უპირველესად, მინდოდა მადლობის გადახდა იმ ადამიანებისათვის, ვინც ჩვენთვის იბრძვიან და ასევე, გამეფრთხილებინა ყველა - ჩვენ ეხლა ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ, როცა ყველანი შემართებით და სიფრთხილით უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ვართ პასუხისმგებელი ერთმანეთის ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის კომენტარსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სიახლეები
- შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ი.თ. დააკავეს
- ცვლილებებზე და გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა ომის მოგვარებასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა
- “ყველაფერი, რაც ხდება, არის სპეცოპერაცია ოპოზიციის მხრიდან” - ირაკლი კობახიძე
- “იმედი გვაქვს, ის მუდმივი უკუსვლა, რომელსაც განიცდის დღეს ევროპული სივრცე, როგორც დემოკრატიის, ისე ადამიანის უფლებების და ეკონომიკის კუთხით, შემობრუნდება” - ირაკლი კობახიძე