Facebook-მა სპეციალურად წყვილებისთვის განკუთვნილი აპლიკაცია გამოუშვა
Facebook-ის ახალი აპლიკაცია Tuned სპეციალურად წყვილებისთვისაა შექმნილი, რომელსაც ისინი ერთმანეთთან მიმოწერის, მუსიკის გაზიარებისა და ციფრული ფოტოალბომის შესაქმნელად გამოიყენებენ.
აპლიკაცია Facebook-ის მიერ შექმნილი სპეციალური გუნდის, NPE-ის (the New Product Experimental Team) პროდუქტია.
აპლიკაციის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ Tuned წყვილებისთვის შექმნილი კონფიდენციალური სივრცეა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მას მონაცემთა დამუშავების ისეთივე პოლიტიკა აქვს, როგორიც თვითონ Facebook-ს, რაც მომხმარებლების ინტერესებისა და აქტივობის რეკლამის სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრისთვის გამოყენებას გულისხმობს. ამის გამო მომხმარებელმა შესაძლოა აპლიკაციისთვის პირადი ინფორმაციის გაიზარებისგან თავი შეიკავოს.
Tuned ჯერ-ჯერობით აშშ-სა და კანადაშია ხელმისაწვდომი, ისიც მხოლოდ iOS-ის მომხმარებლებისთვის. აპლიკაციის გამოსაყენებლად Facebook-ის ანგარიში საჭირო არაა. მის გასააქტიურებლად მომხმარებელმა აპლიკაციაში სასურველი პიროვნების ტელეფონის ნომერი უნდა შეიყვანოს.
შეგახსენებთ, რომ Facebook-მა ახალი სოციალური ქსელებისა და პლატფორმების შესაქმნელად სპეციალური გუნდი – the New Product Experimental Team- 2019 წელს ჩამოაყალიბა.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია