ამ გვერდის ამობედვა

"რატომ გინდათ ეკლესია აღდგომის დღესასწაულზე წირვის გარეშე დარჩეს? ღმერთმა არ ქნას, მაშინ ნახეთ განსაცდელი" - პეტრე კოლხი

სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის მღვდელმსა­ხუ­რი მამა პეტ­რე (კვა­რა­ცხე­ლია) სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს, რომ იმის ნაც­ლად, პა­ცი­ენტზე გუ­ლის­ტკი­ვი­ლით სა­უბ­რობ­დნენ, ბევ­რის­გან სარ­კაზ­მი ეს­მის:

"ხმა გავ­რცელ­და, სა­სუ­ლი­ე­რო პირი და­ინ­ფი­ცირ­დაო. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტია ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის და­ა­ვა­დე­ბა, მით უფრო სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის, ვი­საც უამ­რავ მორ­წმუ­ნეს­თან აქვს შე­ხე­ბა, მაგ­რამ სა­ო­ცა­რი ის არის, რომ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას უმე­ტე­სო­ბა არა გუ­ლის­ტკი­ვი­ლით, არა­მედ ნიშ­ნის­მო­გე­ბით, ცი­ნიზ­მით და სარ­კაზ­მით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ფრა­ზე­ბით იმე­ო­რებს...

 

გვახ­სოვ­დეს, ჩვენ ყვე­ლა ერთ მხა­რეს ვდგა­ვართ და ამ მხა­რეს თუ ვინ­მე კარ­გად არის, ყვე­ლა კარ­გად ვიქ­ნე­ბით, ან პი­რი­ქით! აჟი­ტი­რე­ბუ­ლად რა­ტომ გინ­დათ ეკ­ლე­სია აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­ზე წირ­ვის გა­რე­შე დარ­ჩეს... ღმერ­თმა არ ქნას ასე მოხ­დეს. მა­შინ ნა­ხეთ გან­საც­დე­ლი...

 

ვი­საც "ძა­ლი­ან შეგ­ტკი­ვათ გული" სამ­ღვდე­ლო­ე­ბა­ზე, ნუ ინერ­ვი­უ­ლებთ, წირ­ვა მა­ინც არ ჩა­იშ­ლე­ბა, რად­გან მო­ნას­ტრუ­ლი წე­სიც არ­სე­ბობს... მო­ნას­ტრის წევ­რე­ბი ილო­ცე­ბენ სრუ­ლი­ად ერზე, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­ზე, ვი­საც უფ­ლის­მსა­ხუ­რე­ბა ყელ­ში გა­ე­ჩხი­რა... ჯერ იყო და გაჰ­კი­ოდ­ნენ, ხალ­ხი ეკ­ლე­სი­ა­ში აღარ მი­დის, ისე­თე­ბი აკე­თე­სო... და­ლოც­ვი­ლო, თუ აღა­რა­ვინ მო­დის, მა­შინ ვის მი­ვუ­ხუ­როთ ეკ­ლე­სი­ის კა­რე­ბი?!

 

სიფრ­თხი­ლე აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი "ვაი ჭკუ­ი­სა­გან" გა­დამ­ცდა­რი რა­საც კად­რუ­ლობს, მხო­ლოდ ის­ტე­რი­კაა... ეს კი კო­ვიდ 19-ის­გან გან­სხვა­ვე­ბით არ იკურ­ნე­ბა!" - წერს პეტ­რე კოლ­ხი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

 

კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ით ინ­ფი­ცი­რე­ბა და­უ­დას­ტურ­და თბი­ლი­სის იო­ა­ნე ღვთის­მე­ტყვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მო­ძღვარს. ტაძ­რის მრევ­ლის ერთ-ერთი წევ­რის თქმით, ინ­ფი­ცი­რე­ბულ მო­ძღვარს ბზო­ბას ჩა­ტა­რე­ბულ მღვდელმსა­ხუ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია.

წაკითხვა 723 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 14 2020