ამ გვერდის ამობედვა

კორონავირუსი საქართველოში - 50 დღე, რომელმაც ქვეყანა შეცვალა

მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, 50 დღე გა­ვი­და.

დღეს მე­დი­ა­შიც და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც ყო­ველ­დღი­უ­რი სა­უბ­რის თემა COVID-19-თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბია.

 

რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ამ 50 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ახალ ვირუს­თან ბრძო­ლა, რა ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა პრე­ვენ­ცი­ის­თვის და რო­გორ შე­იც­ვა­ლა ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა? 

 

 

  • პირ­ვე­ლი დღე, 26 თე­ბერ­ვა­ლი - კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა

2020 წლის 25 თე­ბერ­ვალს მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 80 000-ს გა­და­ა­ჭარ­ბა, ჩი­ნე­თის შიგ­ნით და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი ქვეყ­ნის გა­რეთ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლებს კი პირ­ვე­ლად ჩა­მორ­ჩა.

 

მე­ო­რე დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და - სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გავ­ლით ირა­ნი­დან შე­მო­ვი­და.

 

26 თე­ბერ­ვალსვე, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ირანს შო­რის ყვე­ლა სა­ხის მი­მოს­ვლა შე­წყდა.

 

  • მე­ხუ­თე დღე, 1 მარ­ტი - სას­წავ­ლო პრო­ცე­სე­ბის და ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბის შე­ჩე­რე­ბა

კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით მოქ­მედ­მა უწყე­ბა­თა­შო­რის­მა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ხალ­ხმრა­ვა­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­უქ­მე­ბის რე­კო­მენ­და­ცია გას­ცა. სას­წავ­ლო პრო­ცე­სი შე­წყდა სკო­ლებ­ში, სა­ბავ­შვო ბა­ღებ­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში.

 

  • მე­ა­თე დღე, 6 მარ­ტი - პირ­ვე­ლი კლას­ტე­რი და 14-დღი­ა­ნი სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტი­ნი

6 მარ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 9 შემ­თხვე­ვა იყო და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. გა­მო­იკ­ვე­თა პირ­ვე­ლი - ე.წ. "იტა­ლი­ის კლას­ტე­რი", რამ­დე­ნა­დაც 7 შემ­თხვე­ვა იტა­ლი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და.

 

სა­ქარ­თვე­ლო­სა და იტა­ლი­ას შო­რის პირ­და­პი­რი ავი­ა­რე­ი­სე­ბი შე­ჩერ­და, მა­ღა­ლი რის­კის ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი პი­რე­ბის­თვის კი 14-დღი­ა­ნი სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტი­ნი ან თვი­თი­ზო­ლა­ცია და­წეს­და.

 

  • მე-15 დღე, 11 მარ­ტი - COVID-19 პან­დე­მი­ად გა­მო­ცხად­და

11 მარტს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მის გავ­რცე­ლე­ბა პან­დე­მი­ად, ანუ გლო­ბა­ლურ ეპი­დე­მი­ად გა­მო­ა­ცხა­და:

 

"COVID-19 შე­იძ­ლე­ბა და­ხა­სი­ათ­დეს, რო­გორც პან­დე­მი­უ­რი", - თქვა ბრი­ფინგზე ჯან­მოს დი­რექ­ტორ­მა, ტედ­როს ად­ჰა­ნომ გებ­რე­ი­ე­სუს­მა.

 

ამ დღის მო­ნა­ცე­მე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სი მსოფ­ლი­ოს 114 ქვე­ყა­ნა­ში იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა - 118 381-ს, ხოლო გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი - 4 292-ს აღ­წევ­და.

 

  • მე-19 დღე, 15 მარ­ტი - პირ­ვე­ლი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­საც ინ­ფექ­ცია 26 თე­ბერ­ვალს და­უ­დას­ტურ­და, თით­ქმის სამ კვი­რა­ში, 14 მარტს გა­მო­ჯან­მრთელ­და. წე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მას 24 სა­ათ­ში ტეს­ტი გან­მე­ო­რე­ბით ჩა­უ­ტარ­და, რის შემ­დე­გაც სა­ბო­ლო­ოდ გან­კურ­ნე­ბა და­დას­ტურ­და.

 

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა პა­ცი­ენ­ტმა მომ­დევ­ნო დღეს, 16 მარტს და­ტო­ვა და ორ­კვი­რი­ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­და­ვი­და.

 

 

  • მე-20 დღე, 16 მარ­ტი - ახა­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი

სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ რამ­დე­ნი­მე ახა­ლი შე­ზღუდ­ვა და რე­კო­მენ­და­ცია მი­ი­ღო: და­ი­ხუ­რა სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტე­ბი; კა­ფე­ე­ბის, ბა­რე­ბი­სა და რეს­ტორ­ნე­ბის­თვის გა­ი­ცა მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­ზღუდ­ვის და მხო­ლოდ ე.წ. მი­ტა­ნის სერ­ვი­სის და­ტო­ვე­ბის რე­კო­მენ­და­ცია; 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის გა­ი­ცა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში დარ­ჩე­ნის რე­კო­მენ­და­ცია; შე­ჩერ­და მი­მოს­ვლა სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის.

 

  • 22-ე დღე, 18 მარ­ტი - სა­ზღვრე­ბის ჩა­კეტ­ვა უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის

სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 18 მარ­ტის, 00:00 სა­ა­თი­დან უცხო­ე­ლე­ბის­თვის მთლი­ა­ნად და­ი­კე­ტა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრე­ბი. უცხო ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე შე­მოს­ვლა დრო­ე­ბით - ორი კვი­რით აეკ­რძა­ლათ.

 

ამა­ვე დღეს აიკ­რძა­ლა სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის მოძ­რა­ო­ბა, თუმ­ცა, გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­ე­ზღუ­და მუ­ნი­ცი­პა­ლურ ტრან­სპორ­ტს - ავ­ტო­ბუ­სებ­სა და მეტ­როს. აღ­ნიშ­ნულ ტრან­სპორტზე გა­ი­ცა დე­ზინ­ფექ­ცი­ის ყო­ველ­დღი­უ­რად ჩა­ტა­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცია.

 

  • 23-ე დღე, 19 მარ­ტი - სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის და­ხურ­ვა

სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მო­რი­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტის და­ხურ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით იქნა მი­ღე­ბუ­ლი. თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე გა­მო­ნაკ­ლი­სი იქნა დაშ­ვე­ბუ­ლი.

 

  • 24-ე დღე, 20 მარ­ტი - სი­ნო­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სი­ნო­დის სხდო­მა­ზე გა­და­წყდა, რომ ეკ­ლე­სია ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას არ შე­ა­ჩე­რებს და სა­ერ­თო კოვ­ზი­დან ზი­ა­რე­ბის წესს არ შეც­ვლის, მი­უ­ხე­და­ვად კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხი­სა. თემა სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მებ­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რად დარ­ჩა, თუმ­ცა სა­პატ­რი­არ­ქოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცი­ით, ზი­ა­რე­ბის წეს­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ბო­ლო­ოა.

 

  • 25-ე დღე, 21 მარ­ტი - სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა

21 მარტს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის უკვე 49 შემ­თხვე­ვა იყო და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, ერთი თვით ქვეყ­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ცხად­და.

 

შე­ი­ზღუ­და ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის შეკ­რე­ბა, მა­ნი­ფეს­ტა­ცია და ადა­მი­ა­ნე­ბის თავ­შეყ­რა (პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ხაზი გა­უს­ვა, რომ აიკ­რძა­ლა 10-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბა); სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ჟი­მი ით­ვა­ლის­წი­ნებს შემ­დეგ აკ­რძალ­ვებს:

 

 

  • 27-ე დღე, 23 მარ­ტი - მარ­ნე­უ­ლი­სა და ბოლ­ნი­სის და­კეტ­ვა

22 მარტს მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შიდა გა­და­ცე­მის ფაქ­ტი და­დას­ტურ­და. მარ­ნე­ულ­ში მცხოვ­რე­ბი ქა­ლის ინ­ფი­ცი­რე­ბის ზუს­ტი წყა­როს დად­გე­ნა გარ­თულ­და, რა­საც რე­გი­ონ­ში ზო­მე­ბის გამ­კაც­რე­ბა მოჰ­ყვა - მარ­ნე­უ­ლის და ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი მკაცრ სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნად გა­მო­ცხად­და, აიკ­რძა­ლა:

მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში შეს­ვლა და გა­მოს­ვლა; სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა; ტე­რი­ტო­რი­ის შიგ­ნით მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა (სურ­სა­თის და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­სა­ძე­ნად ან სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად გას­ვლის გარ­და); აფ­თი­ა­ქე­ბის და სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ე­ბის გარ­და, ყვე­ლა ობი­ექ­ტი და­ი­ხუ­რა.

 

 

  • 28-ე დღე, 24 მარ­ტი - რე­ი­სე­ბი უცხო­ე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად

24 მარტს გან­ხორ­ცი­ელ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ი­სი, რომ­ლი­თაც, "ეგე­ო­სის ავი­ა­ხა­ზე­ბის“ თვითმფრი­ნა­ვით, ათე­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლოს 150 მო­ქა­ლა­ქე ჩა­მო­ვი­და. ყვე­ლა მგზავ­რი კა­რან­ტინ­ში გა­და­ვი­და.

 

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გად­მოყ­ვა­ნის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ 15 აპ­რი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, უკვე 15-მდე რე­ი­სი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა:

 

უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე ფრე­ნაა და­გეგ­მი­ლი, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მოჰ­ყვე­ბი­ან. გან­რი­გი ასე­თია:

  • 16 აპ­რი­ლი: პა­რი­ზი - თბი­ლი­სი;
  • 18 აპ­რი­ლი: თე­ლა­ვი­ვი - თბი­ლი­სი;
  • 21 აპ­რი­ლი: რომი - თბი­ლი­სი;
  • 22 აპ­რი­ლი: ბარ­სე­ლო­ნა - თბი­ლი­სი;
  • 27 აპ­რი­ლი: ვარ­შა­ვა - თბი­ლი­სი;
  • 30 აპ­რი­ლი: მად­რი­დი - თბი­ლი­სი;
  • 2 მა­ი­სი: პრა­ღა - თბი­ლი­სი

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ვებ-სა­იტ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 2020 წლის 14 აპ­რი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ელ­ჩო­ებ­მა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს 5238 მო­ქა­ლა­ქეს აღ­მო­უ­ჩი­ნეს დახ­მა­რე­ბა, სამ­შობ­ლო­ში კი 5 866 მო­ქა­ლა­ქე დაბ­რუნ­და.

 

  • 32-ე დღე, 28 მარ­ტი - შიდა გავ­რცე­ლე­ბის ეტა­პი

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ­ცნო, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სამი პა­ცი­ენ­ტის პირ­ველ­წყა­როს დად­გე­ნა არ ხერ­ხდე­ბო­და, რაც ქვე­ყა­ნა­ში ვირუ­სის შიდა გავ­რცე­ლე­ბის ეტაპ­ზე გა­დას­ვლას ნიშ­ნავ­და.

 

გამ­ყრე­ლი­ძემ მომ­დევ­ნო ოთხი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქვე­ყა­ნა­ში ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ეპი­დე­მი­ის გან­ვი­თა­რე­ბის საფრ­თხე­ზე მი­უ­თი­თა. "ქვე­ყა­ნა­ში უკვე და­დის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არაა, და რო­მე­ლიც სხვებს ას­ნე­ბოვ­ნებს" - გან­მარ­ტა ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა.

 

  • 34-ე დღე, 31 მარ­ტი - სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტი­ნის და კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის გა­მო­ცხა­დე­ბა

30 მარტს ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, სა­ქარ­თვე­ლო­ში "ფაქ­ტობ­რი­ვად" სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტი­ნი გა­მო­ა­ცხა­და, რომ­ლის მოქ­მე­დე­ბაც მომ­დევ­ნო დღის 08:00 სა­ა­თი­დან და­ი­წყო.

 

ამას­თან, გა­მო­ცხად­და ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი 21:00 სა­ა­თი­დან დი­ლის 06:00 სა­ა­თამ­დე, რო­დე­საც ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­და­ად­გი­ლე­ბა აიკ­რძა­ლა.

 

 

ასე­ვე, სრუ­ლად აიკ­რძა­ლა ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა და და­საშ­ვე­ბი დარ­ჩა მხო­ლოდ მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით (მათ შო­რის, ტაქ­სით) მგზავ­რო­ბა, სა­დაც 3 ადა­მი­ან­ზე მე­ტის ყოფ­ნა და­უშ­ვე­ბე­ლია.

 

სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ე­ბის და აფ­თი­ა­ქის გარ­და, სა­დაც 2-მეტ­რი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, აიკ­რძა­ლა 3-ზე მეტი პი­რის თავ­შეყ­რა; სახ­ლი­დან გას­ვლა აეკ­რძა­ლათ 70 წელს ზე­მოთ მო­ქა­ლა­ქე­ებს, იმ შემ­თხვე­ვე­ბის გარ­და, როცა სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ებ­ში, აფ­თი­აქ­სა და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­დი­ან.

 

 

სა­კონ­ტრო­ლო პუნ­ქტე­ბი მო­ე­წყო თბი­ლის­ში, ბა­თუმ­ში, ქუ­თა­ის­ში, რუს­თავ­ში, ფოთ­ში, ზუგ­დიდ­სა და გორ­ში. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის ტა­რე­ბა.

 

  • 36-ე დღე, 1 აპ­რი­ლი - ტეს­ტი­რე­ბის ახა­ლი ალ­გო­რით­მი და 2 მი­ლი­არ­დი ეკო­ნო­მი­კის­თვის

მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ბი­უ­ჯე­ტი­დან ეკო­ნო­მი­კის და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პირ­და­პი­რი დახ­მა­რე­ბის­თვის 2 მი­ლი­არ­დი ლარი გა­მო­ი­ყო. მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც 200 კვტ-ზე ნაკ­ლებ ელექტრო­ე­ნერ­გი­ას და 200 კუ­ბურ მეტრზე ნაკ­ლებ ბუ­ნებ­რივ აირს მო­იხ­მა­რენ, 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დი სრუ­ლად უფი­ნანსდე­ბათ.

 

ასე­ვე, დამ­ტკიც­და COVID-19-ის ტეს­ტი­რე­ბის ახა­ლი ალ­გო­რით­მი, რომ­ლის თა­ნახ­მად ტეს­ტი­რე­ბას, სიმპტო­მუ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის გარ­და, და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბი ცხე­ლე­ბის სიმპტო­მე­ბით და მა­ღა­ლი რის­კის ჯგუ­ფე­ბი (და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი პი­რე­ბი; სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი; ორ­გა­ნი­ზე­ბულ ინ­სტი­ტუ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­მუ­შა­ვე პი­რე­ბი).

 

ახა­ლი ალ­გო­რით­მი, PCR-მე­თო­დით ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის გარ­და, ან­ტის­ხე­უ­ლებ­ზე და ან­ტი­გე­ნებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი სწრა­ფი ტეს­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის და­წყე­ბა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს.

 

  • 39-ე დღე, 4 აპ­რი­ლი - გარ­დაც­ვა­ლე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა

4 აპ­რილს, სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ით პირ­ვე­ლი პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლი­ლი 79 წლის ქალი პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზით 31 მარ­ტი­დან იმ­ყო­ფე­ბო­და. პა­ცი­ენტს, ე.წ. "მარ­ნე­უ­ლის კლას­ტე­რი­დან", თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ჰქონ­და, მათ შო­რის წო­ნის მკვეთ­რი დე­ფი­ცი­ტი, ორ­მხრი­ვი მწვა­ვე პნევ­მო­ნია, პნევ­მო­თო­რაქ­სი, მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი დის­ტრე­სი და სეფ­სი­სი ჰე­მო­დი­ნა­მი­კის რღვე­ვით.

 

  • 43-ე დღე, 8 აპ­რი­ლი - ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის პირ­ბა­დე­ე­ბი აფ­თი­ა­ქებ­ში

სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დე­ე­ბი სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლებ­ში შე­ვი­და. დოლ­ბან­დის 12-შრი­ან­მა, მრა­ვალ­ჯე­რად­მა პირ­ბა­დე­ებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში სკეპ­ტი­ციზ­მი და­იმ­სა­ხუ­რა, მისი ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რის გამო, თუმ­ცა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მტკი­ცე­ბით, მსგავ­სი პირ­ბა­დე­ე­ბით ექი­მე­ბი შავი ჭი­რის დროს მუ­შა­ობ­დნენ და ის წვე­თო­ვა­ნი ინ­ფექ­ცი­ის­გან დაც­ვის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა.

 

 

ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა პირ­ბა­დის ფას­ზე სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ხელ­მწი­ფოს თითო ცა­ლის დამ­ზა­დე­ბა ერთ ლარ­ზე მეტი უჯ­დე­ბა, თუმ­ცა აფ­თი­ა­ქებ­ში ერთი პირ­ბა­დე 50 თეთ­რად გა­ი­ყი­დე­ბა, რაც სუბ­სი­დი­რე­ბუ­ლი ფა­სია.

 

 

  • 44-ე დღე, 9 აპ­რი­ლი - ევ­რო­კავ­ში­რის მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი 183 მი­ლი­ო­ნი ევრო

9 აპ­რილს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა, ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბამ, საფ­რან­გე­თი­სა და გერ­მა­ნი­ის ელ­ჩებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას ღია წე­რი­ლი გა­მო­უგ­ზავ­ნეს, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს სწრა­ფი მხარ­და­ჭე­რის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად მუ­შა­ო­ბენ და ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის პა­კეტს გა­ნი­ხი­ლა­ვენ. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ევ­რო­კავ­ში­რი ეპი­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში გლო­ბა­ლუ­რი რე­ა­გი­რე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს 183 მლნ ევ­რო­ზე მეტ თან­ხას გა­მო­უ­ყოფს.

 

9 აპ­რილს ცნო­ბი­ლი გახ­და ისიც, რომ მა­ღა­ლი რის­კის ჯგუ­ფე­ბი, რო­მელ­თაც COVID-19-ზე ტეს­ტი­რე­ბა ჩა­უ­ტარ­დე­ბა, შემ­დე­გია: პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ხან­დაზ­მულ­თა სა­დღე­ღა­მი­სო სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, სტა­ცი­ო­ნა­რულ ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მყო­ფი პი­რე­ბი, თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი და სა­ეკ­ლე­სიო პი­რე­ბი, მათ შო­რის, მო­ნას­ტრებ­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი.

 

9 აპ­რილსვე და­ი­წყო აგ­რა­რუ­ლი ბაზ­რე­ბის და­ხურ­ვა.

 

  • 45-ე დღე, 10 აპ­რი­ლი - სრუ­ლი კა­რან­ტი­ნის ამოქ­მე­დე­ბა ლენ­ტე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 10 აპ­რილს ლენ­ტე­ხი ჩა­ი­კე­ტა. რა­ი­ონ­ში მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვებს, მხო­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის­თვის აქვთ გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. რა­ი­ო­ნის შე­სას­ვლელ პუნ­ქტებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი აკონ­ტრო­ლებს, ლენ­ტეხ­ში აკ­რძა­ლუ­ლია შეს­ვლა და გა­მოს­ვლა, სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ტო­კო­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თა და სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ჟი­მის დაც­ვით, მო­სახ­ლე­ო­ბას სა­გა­ზა­ფხუ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა.

 

 

ლენ­ტე­ხის ჩა­კეტვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯან­დაც­ვის დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით იქნა მი­ღე­ბუ­ლი, მას შემ­დეგ, რაც ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სის 5 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და.

 

  • 47-ე დღე, 12 აპ­რი­ლი - ქო­ბუ­ლე­თის სოფ­ლე­ბის ჩა­კეტ­ვა

კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის ქო­ბუ­ლე­თის ოთხი სო­ფე­ლი: გვა­რა, მუ­ხა­ეს­ტა­ტე, წყავ­როვ­კა და ლეღ­ვა ჩა­ი­კე­ტა. სოფ­ლე­ბის შე­სას­ვლე­ლებ­ში, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთ­თან საკ­მა­ოდ ახ­ლო­საა და სა­დაც მკაც­რი სა­კა­რან­ტი­ნო ზონა გა­მო­ცხად­და, სამ­ხედ­რო­ებ­მა ბლოკპოს­ტე­ბი და­ა­ყე­ნეს და კარ­ვე­ბი გა­შა­ლეს. და­ი­წყო მო­სახ­ლე­ო­ბის აქ­ტი­უ­რი თერ­მოსკრი­ნინ­გი.

 

სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ ქო­ბუ­ლე­თის სოფ­ლე­ბის ჩა­კეტვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმის გამო მი­ი­ღო, რომ ქო­ბუ­ლეთ­ში დიდი კლას­ტე­რი და შიდა გა­და­ცე­მის შემ­თხვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და.

 

 

  • 50-ე დღე, 15 აპ­რი­ლი - სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა ხან­გრძლივ­დე­ბა

მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ოთხ დიდ ქა­ლაქ­ში - თბი­ლის­ში, რუს­თავ­ში, ბა­თუმ­სა და ქუ­თა­ის­ში 15 აპ­რი­ლის 21:00 სა­ა­თი­დან 10 დღით ყვე­ლა სა­ხის ტრან­სპორ­ტით შეს­ვლა და გა­მოს­ვლა იკ­რძა­ლე­ბა.

 

ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა 10 მა­ი­სამ­დე გა­ხან­გრძლივ­დე­ბა.

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 724 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 15 2020