სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგია დღეს 23:00 საათზე დაიწყება
სააღდგომო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 23:00 საათზე დაიწყება.
სამების საკათედრო ტაძარში 22:00 საათზე წაკითხული იქნება შუაღამის ჟამი, ხოლო 23:00 საათზე მიბრძანდება უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ამის შემდეგ დაიწყება ლიტანიობა და სააღდგომო საღვთო ლიტურგია.
სადღესასწაულო წირვაზე მრევლის მიერ 2 მეტრიანი დისტანციის დაცვას ტაძარში სტიქაროსნები გააკონტროლებენ. მათივე ინფორმაციით, სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება შეზღუდული იქნება მედიის წარმომადგენლებისთვის.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ უწმინდესი ტრადიციულად ერს სააღდგომო ეპისტოლეთი მიმართავს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიულოცავს.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წინ დიდმარხვა უძღოდა. მომდევნო კვირას, ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში კი მსგეფსია და ხსნილია ყოვლითურთ. მრევლს შეეძლება არასამარხვო საკვები ოთხშაბათსა და პარასკევსაც მიიღოს.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია