ამ გვერდის ამობედვა

რას ნიშნავს 5G ინტერნეტი და როდის დაინერგება საქართველოში - კომუნიკაციების კომისია განმარტავს, რატომ არ არის საშიში ტექნოლოგი

5G ტექ­ნო­ლო­გი­ას მალე დავ­ნერ­გავთ, რად­გან ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გზა ახა­ლი თა­ო­ბის ინ­ტერ­ნეტ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე გა­დის, - ამის შე­სა­ხებ კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ა­ში აცხა­დე­ბენ და დას­ძე­ნენ, რომ აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ, რათა 2020 წელს ქვე­ყა­ნამ 5G ინ­ტერ­ნე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა და­ი­წყოს.

“21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, რო­დე­საც ვი­თარ­დე­ბა და ინერ­გე­ბა ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ამ გა­მოწ­ვე­ვებს ეფექ­ტუ­რად ვუ­პა­სუ­ხოთ, ვი­ნა­ი­დან 5G ინ­ტერ­ნე­ტი აუ­ცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბაა ქვე­ყა­ნა­ში ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სფე­რო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, რო­გო­რი­ცაა ეკო­ნო­მი­კა, ჯან­დაც­ვა, გა­ნათ­ლე­ბა, ბიზ­ნე­სი და სხვა.

 

მე­ხუ­თე თა­ო­ბის ინ­ტერ­ნე­ტის და­სა­ნერ­გად კო­მი­სი­ამ მას­შტა­ბუ­რი სა­მუ­შაო უკვე ჩა­ა­ტა­რა, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კი 5G ქსე­ლი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის­თვის სა­ჭი­რო სიხ­ში­რუ­ლი სპექტრის გა­სა­ცე­მად აუქ­ცი­ო­ნი ჩა­ტარ­დე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, კო­მი­სია კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის გარ­კვე­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ნუს­ხას გან­სა­ზღვრავს, სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო კომ­პა­ნი­ე­ბი კი 5G ტექ­ნო­ლო­გი­ის­თვის სა­ჭი­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას გა­მარ­თა­ვენ.

 

ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ის და­ნერგვის პა­რა­ლე­ლუ­რად, ბოლო დღე­ებ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბა დე­ზინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ 5G ინ­ტერ­ნე­ტი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას უქ­მნის საფრ­თხეს. გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ FAKE NEWS-მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა, თე­მა­ზე გან­მარ­ტე­ბა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა გა­ა­კე­თა და ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ COVID-19 5G მო­ბი­ლუ­რი ქსე­ლით არ ვრცელ­დე­ბა.

 

გარ­და ამი­სა, გან­მარ­ტე­ბა ამ თე­მა­ზე არა­ერ­თხელ აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ რა­დი­ო­სიხ­ში­რუ­ლი ვე­ლე­ბი და კონ­კრე­ტუ­ლად 5G ტექ­ნო­ლო­გია ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე მავ­ნე ზე­გავ­ლე­ნას არ ახ­დენს. მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რა­დი­ოს­პექტრის შე­სა­ხებ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბით, 5G ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხეს არ უქ­მნის.

 

კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გან­მარ­ტე­ბე­ბის გარ­და, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სია აუ­ცი­ლებ­ლად მი­იჩ­ნევს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ა­წო­დოს ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია რამ­დე­ნად სა­ჭი­რო და რა სი­კე­თის მომ­ტა­ნია 5G ტექ­ნო­ლო­გია. მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის უმ­თავ­რე­სი გზა მე-5 თა­ო­ბის ინ­ტერ­ნეტ­ზე გა­დის. შე­სა­ბა­მი­სად, 5G ტექ­ნო­ლო­გი­ას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი უჭი­რავს ქვეყ­ნი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

 

5G წარ­მო­ად­გენს უსა­დე­ნო ინ­ტერ­ნეტ ტექ­ნო­ლო­გი­ის ახალ თა­ო­ბას, რო­მე­ლიც უკვე არ­სე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მომ­ხმა­რე­ბელს უფრო სწრა­ფი ნა­ვი­გა­ცი­ის და ისე­თი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბით სარ­გებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, რო­მე­ლიც წინა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში არ იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. 5G-ის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი კავ­ში­რის სიჩ­ქა­რე და ხა­რის­ხი მო­ი­ცავს ახა­ლი, ინო­ვა­ცი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის ძა­ლი­ან ფარ­თო და მნიშ­ვნე­ლო­ვან პო­ტენ­ცი­ალს, რო­გორც ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი სფე­რო­ე­ბი­სა და ინ­დუსტრი­ის­თვის, და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია - სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

 

5G უკვე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და მას­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ტეს­ტი­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, მათ შო­რის, ჯან­დაც­ვის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის და სატ­რან­სპორ­ტო სფე­რო­ებ­ში. მა­გა­ლი­თად, სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ში უკვე მუ­შა­ობს „ჭკვი­ა­ნი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა“, რო­მე­ლიც იკ­ვლევს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­ა­ვად­მყო­ფოს პერ­სო­ნალ­თან, პა­რა­მე­დი­კო­სე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

 

5G ტექ­ნო­ლო­გია აგ­რეთ­ვე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში. ამის ერთ-ერთი მა­გა­ლი­თია ავ­ტო­ნო­მი­უ­რი მი­წათ­მოქ­მე­დე­ბის და­ნად­გა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­წას ამოწ­მე­ბენ ვი­დეო სენ­სო­რის გა­მო­ყე­ნე­ბით და სა­სუქ­სა და პეს­ტი­ციდს იყე­ნე­ბენ ზუს­ტად იქ, სა­დაც - სა­ჭი­როა. 5G-ის გა­მო­ყე­ნე­ბა ხელს უწყობს, რო­გორც რე­სურ­სე­ბის და­ზოგ­ვას, ისე - ეფექ­ტი­ა­ნო­ბის ამაღ­ლე­ბას, მათ შო­რის, სატ­რან­სპორ­ტო სფე­რო­ში.

 

სატ­რან­სპორ­ტო ქსე­ლებს, ად­გი­ლობ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და სხვა სა­ჯა­რო ორ­გა­ნო­ებს, 5G-ის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლი­ათ ისე­თი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, რო­გო­რი­ცაა პარ­კი­რე­ბა, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბის მარ­თვა და გარე გა­ნა­თე­ბა.

 

ამას გარ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მსოფ­ლიო გა­მოწ­ვე­ვას, რო­მელ­საც COVID-19 ჰქვია, ის ქვეყ­ნე­ბი სა­დაც 5G ტექ­ნო­ლო­გია უკვე მუ­შა­ობს ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რად გა­უმკლავ­დნენ, სწო­რედ ახა­ლი თა­ო­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით. სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში, 5G ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნეს, რათა ზუს­ტად და­ედ­გი­ნათ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლე­ბი და ე.წ. კლას­ტე­რე­ბი. მსგავს მიდ­გო­მას იყე­ნებს ის­რა­ე­ლიც, სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა სა­კა­რან­ტი­ნე ზო­ნე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბა, რომ არ მოხ­დეს მათი თვით­ნე­ბუ­რი და­ტო­ვე­ბა.

 

ტა­ი­ვა­ნიც ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც 5G ტექ­ნო­ლო­გია COVID 19-თან ბრძო­ლა­ში ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნა. ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ნათ­ლად ჩანს, რომ სწო­რედ ეს ქვეყ­ნე­ბი საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით გა­უმკლავ­დნენ ინ­ფექ­ცი­ის ზრდის ტემ­პის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბას და ინ­ფექ­ცი­ის კე­რე­ბის ლო­კა­ლი­ზე­ბას. ყვე­ლა იმ სი­კე­თის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მე­ლიც 5G ტექ­ნო­ლო­გი­ას შე­უძ­ლია მო­უ­ტა­ნოს ქვე­ყა­ნას კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სია აქ­ტი­უ­რად აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას ახა­ლი თა­ო­ბის ინ­ტერ­ნე­ტის და­ნერგვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეფექ­ტუ­რად ვუ­პა­სუ­ხოთ თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვებს და წამ­ყვან ქვეყ­ნებ­თან ერ­თად, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვა­ში მო­წი­ნა­ვე ად­გი­ლი გვე­კა­ვოს”, - ნათ­ქვა­მია კო­მი­სი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 685 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 18 2020

სიახლეები