“შეზღუდვები უნდა გაგრძელდეს, მაგრამ არ უნდა გადავიდეთ მეორე უკიდურესობაში”
“როდესაც ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე, კარგი იქნება გავაანალიზოთ, რა შედეგები მოიტანა ამ შეზღუდვებმა.
ყველა ვთანხმდებით, შედეგი გვაქვს ის, რომ პანდემია საქართველოში გაცილებით ნელა გავრცელდა, ვიდრე სხვა ქვეყნებში მოხდა. ჩვენმა მედიკოსებმა უფრო კარგად მიხედეს თითოეულ ადამიანს. შესაბამისად, გვაქვს გაცილებით ნაკლები ფატალური შემთხვევა, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროპულ ქვეყნებში”, - ამის შესახებ პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ განაცხადა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “შეზღუდვები უნდა გაგრძელდეს, მაგრამ არ უნდა გადავიდეთ მეორე უკიდურესობაში”.
“მისივე თქმით, აუცილებელია გატარებული შეზღუდვების ვადის გაგრძელება იმისათვის, რომ ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა შევინარჩუნოთ, თუმცა, ეს აკძალვები უნდა იყოს პროპორციული. “შედეგად გვაქვს ის, რომ საქართველოს ეფექტიან ნაბიჯებს მთელი საერთაშორისო საზოგადოება, გაერო, აშშ, ევროკავშირი, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები აფასებენ, როგორც ძალიან ეფექტიანს და სწორ ნაბიჯებს. საერთო ჯამში, ამან მოიტანა სიკეთე ჩვენი ხალხისთვის. მნიშვნელოვანია ამ კუთხით გავაგრძელოთ მუშაობა, რომ წყალში არ ჩაგვეყაროს ყველა ის მიღწევა, რომელიც გვაქვს ქვეყანაში. ამას გაგებით მოეკიდა ჩვენი საზოგადოება, მეტიც, საზოგადოების მოთხოვნა არის, რომ ეს იყოს ეფექტიანი. უბრალოდ არ უნდა გადავიდეთ მეორე უკიდურესობაში”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ყველა ეს შეზღუდვა უნდა იყოს პროპორციული მხოლოდ იმ მოცულობით, რა მოცულობითაც აუცილებელი არის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და მათი ჯანმრთელობის გადარჩენისთვის. წარმოდგენილი შეზღუდვები არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის მდომარეობა, რაც გვაქვს ქვეყანაში და შემდეგ უკვე ნელ-ნელა მოვხსნათ ეს შეზღუდვები. ძალიან ბევრი ადამიანი არის, რომლებმაც დაკარგეს ის მწირი შემოსავალი, რაც ჰქონდათ, არ აქვთ დანაზოგები”, - განაცხადა სოფიო კილაძემ. მისი თქმით, “ბევრი ოჯახი არის გაჭირვებულ მდგომარეობაში. ამიტომ, აუცილებელია სოციალური პაკეტი, რომელიც იქნება წარმოდგენილი პარასკევს სახელმწიფოს მთავრობის მხრიდან. იყოს მაქსიმალურად ორიენტირებული გაჭირვებულ და ყველაზე მოწყვლად ადამიანებზე, მათ შორის იმ ბიზნესზეც, რომელსაც ძალიან გაუჭირდა საგანგებო სიტუაციის დროს”, - დასძენს გამოცემა.
სიახლეები
- ხაჭოს პასკა
- საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
- თბილისში დაკარგული მოზარდები იპოვეს
- "პარტია არ შეიძლება იმართებოდეს ჩემი წერილებით ან ვიწრო ჯგუფის გადაწყვეტილებებით"- სააკაშვილი
- "კლასიკური პარტიიდან უნდა გარდავიქმნათ წინააღმდეგობის მოძრაობად; პარტია არ შეიძლება, იმართებოდეს ჩემი წერილებით" - სტატუსი სააკაშვილი “ნაცმოძრაობაზე”