ამ გვერდის ამობედვა

აფხაზურმა "მილიციამ" 29 წლის ბიჭი სავარაუდოდ, წამებით მოკლა - "ეს ბჟანია-ანქვაბის გუნდისთვის პირველი გამოცდაა..."

რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, ე.წ. შსს თა­ნამ­შრომ­ლებს კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი "შე­მო­აკ­ვდათ".

თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვი “ძა­ლოვ­ნე­ბი” ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა თავი მო­იკ­ლა.

 

ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 29 წლის ალი­ას თარ­ბას სიკ­ვდი­ლის ფაქტს აფხა­ზე­ბი მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კე­ბენ და ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ძა­ლო­ვან უწყე­ბებ­ში რე­ფორ­მე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სა და ქმე­დი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

 

Апсадгьыл-инфо-ს ცნო­ბით, გუ­და­უ­თე­ლი თარ­ბა, 21 აპ­რილს, ნარ­კო­ტი­კულ ნივ­თი­ე­რე­ბა­ზე შე­მოწ­მე­ბის­თვის და­ა­კა­ვეს. და­ი­ნიშ­ნა “სა­სა­მარ­თლო” და ის ერ­თთვი­ან წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში გა­უშ­ვეს.

 

"26 აპ­რი­ლის ღა­მეს, თარ­ბას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­და, მო­რი­გე ნა­წილ­მა, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და გა­მო­ი­ძა­ხა, რო­მელ­მაც მას ინექ­ცია გა­უ­კე­თა, თუმ­ცა, ღა­მის 3 სა­ათ­ზე ახალ­გაზ­რდა აგუ­ძე­რას სა­ა­ვად­მყო­ფო­დან, სო­ხუმ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს," - წერს გა­მო­ცე­მა.

 

abkhaz-auto.ru-ს ცნო­ბით, თარ­ბას სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნა­ში წე­რია, რომ "კუჭ-ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, თუმ­ცა, ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა არ სჭირ­დე­ბო­და..." 27 აპ­რილს, მა­მა­კა­ცი ისევ კა­მე­რა­ში შე­აბ­რუ­ნეს, სა­დაც კა­რის სა­ხე­ლურ­ზე, სა­კუ­თა­რი სპორ­ტუ­ლი შარ­ვლით ჩა­მომ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს. აფხა­ზი ინ­ტერ­ტმომ­ხმა­რებ­ლე­ბი დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, რომ ის წა­მე­ბის დროს შე­მო­აკ­ვდათ.

 

“ყვე­ლამ იცის, რო­გორ მუ­შა­ობს ჩვე­ნი მი­ლი­ცია... ეტყო­ბა, ჩვენს ნარ­კო­ბა­ზარ­ზე ახა­ლი გუნ­დი გა­მოჩ­ნდა და შე­საძ­ლოა, მათ­ზე სჭირ­დე­ბო­დათ ინ­ფორ­მა­ცია, თო­რემ ამ კა­ცი­ჭა­მი­ებ­მა ძვე­ლებ­ზე ყვე­ლა­ფე­რი იცი­ან... ვნა­ხოთ, რო­გორ იმუ­შა­ვებს ბჟა­ნია-ან­ქვა­ბის გუნ­დი, ეს მათ­თვის პირ­ვე­ლი გა­მოც­დაა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ა­ბა­რონ, თუ არ უნ­დათ, მათ წი­ნა­აღ­მდეგ გა­მოს­ვლე­ბი არ­ჩე­ვი­დან უპ­რე­ცენ­დენ­ტოდ ადრე არ და­ი­წყოს!" - წერს ვლად ჭი­თა­ნა­ვა.

 

 

"შსს-ს გან­მარ­ტე­ბა­ში წე­რია, კა­მე­რა­ში არა­ვინ იყო, რომ პა­ტიმ­რის ქმე­დე­ბა და­ე­ნა­ხა და მო­რი­გის­თვის ეც­ნო­ბე­ბი­ნაო, რაც ტყუ­ი­ლია... ახლა კი­დევ ერთ ვერ­სი­ას ავ­რცე­ლე­ბენ, ე.წ. ლომ­კას ვერ გა­უძ­ლოო, არა­და, მა­რი­ხუ­ა­ნას მო­წე­ვის­თვის ჰყავ­დათ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი და ვინც იმ ბიჭს იც­ნობს, ყვე­ლა იტყვის, რომ მსუ­ბუ­ქი ნარ­კო­ტი­კის მომ­ხმა­რე­ბე­ლი იყო... ამას წი­ნათ, იმა­ვე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, ქა­ლის წა­მე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, ოღონდ შემ­დეგ ჩა­ფარ­ცხეს, ეტყო­ბა, ფული გა­და­უ­ხა­დეს ოჯახს, ან სხვა­ნა­ი­რად გა­ა­ჩუ­მეს..." - წერს ლი­ა­ნა ჯო­ჯუა.

 

“ამ ბიჭ­ზეც ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა პო­ლი­ტი­კო­სი დუმს. თით­ქმის 30 წე­ლია სის­ტე­მა­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, ახა­ლი კად­რე­ბიც არ გვყავს რომ შევ­ცვა­ლოთ, ახა­ლი ვინ უნდა მო­ვიყ­ვა­ნოთ, რა გახ­და ერთი "ქარ­თუ­ლი რე­ფორ­მა", რომ ამ ქვე­ყა­ნას ეშ­ვე­ლოს?!" - ამ­ბობს ირმა კვი­ცი­ნია.

 

"თუ ამ საქ­მეს დე­ტა­ლუ­რად არ გა­მო­ი­ძი­ე­ბენ, დამ­ნა­შა­ვეს არ დას­ჯი­ან და ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბის გა­სა­მარ­თლე­ბას გულ­რიფ­შის მი­ლი­ცი­ი­დან არ და­ი­წყე­ბენ, სა­დაც თვე­ში ორი-სამი ადა­მი­ა­ნი მა­ინც კარ­გავს ჯან­მრთე­ლო­ბას, ამ ქვე­ყა­ნას არას­დროს არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა და ის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნი, თით­ქოს ბჟა­ნი­ას გუნ­დი რა­ღა­ცებს უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვლიდ­ნენ, ძა­ლი­ან მალე გაგ­ვიც­რუვ­დე­ბა..." - წერს ირი­ნა დბა­რი.

 

რაც შე­ე­ხე­ბა, აფხა­ზეთ­ში ახალ პო­ლი­ტი­კურ გუნდს, - რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტად, ალექ­სან­დრე ან­ქვა­ბი და­ი­ნიშ­ნა. 27 აპ­რილს ცნო­ბი­ლი გახ­და "ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის" ვი­ნა­ო­ბაც - 46 წლის ვლა­დი­მირ დელ­ბა, ასე­ვე ან­ქვა­ბის კლა­ნი­და­ნაა და 2015 წლამ­დე “ვიცე-პრე­მი­ე­რის” პოსტზე იყო.

 

ე.წ. პირ­ვე­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რი, 58 წლის ბეს­ლან ჯო­პუა გახ­და, რო­მე­ლიც 2007 წლი­დან “დე­პუ­ტა­ტია” და 2011-2014 წლებ­ში, ანუ ვიდ­რე ან­ქვა­ბი “პრე­ზი­დენ­ტის” პოსტს და­კარ­გავ­და, “სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი” იყო... რომ არა­ფე­რი ვთქვათ ან­ქვა­ბის კლან­ზე, აფხა­ზეთ­ში ჯო­პუ­ე­ბი საკ­მა­ოდ გავ­ლე­ნი­ა­ნი გვა­რია, რად­გან მათ შო­რის არი­ან, ე.წ. ელი­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც და კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტებ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლე­ბიც.

 

შე­სა­ბა­მი­სად, პა­ტა­რა რე­გი­ონ­ში, სა­დაც ნაც­ნო­ბო­ბა ბევ­რს ნიშ­ნავს, ამ გვა­რით ბევ­რი ხე­ი­რობს, მათ შო­რის, პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც...

 

"აფხა­ზე­თის ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მრავ­ლად არი­ან ძვე­ლი და გავ­ლე­ნი­ა­ნი მა­ფი­ო­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც ხა­ჯიმ­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში ყოფ­ნი­სას გარ­კვე­უ­ლი შეზ­დუდ­ვე­ბის გამო, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამ­დნენ და მის მო­სა­შო­რებ­ლად პირ­და­პირ თუ ირი­ბად, ძალ-ღო­ნეს არ ზო­გავ­დნენ... ყვე­ლა ახ­ლან­დე­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, მათ შო­რის, ბჟა­ნი­აც ან­ქვა­ბის კად­რია, შე­სა­ბა­მი­სად, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი არ გვყავს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მცი­რე­დი ცვლი­ლე­ბე­ბით, ისევ ალექ­სან­დრე ან­ქვა­ბი დაბ­რუნ­და," - მი­აჩ­ნი­ათ ად­გი­ლობ­რი­ვებს.

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 671 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 29 2020