"ჩვენ ვდგავართ კრიტიკულ გზაგასაყარზე" - თენგიზ ცერცვაძე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქვეყანა კრიტიკულ გზაგასაყარზე დგას, რადგან 11 მაისიდან გარკვეული შეზღუდვები იხსნება.
როგორც ცერცვაძე ამბობს, კორონავირუსთან ბრძოლა წარმატებულად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ ქვეყნის გახსნის შემდეგ არსებული მდგომარეობა შენარჩუნდება.
" ჩვენ ვდგავართ კრიტიკულ გზაგასაყარზე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ იხსნება შეზღუდვები, იხსნება ქვეყანა, 11-დან გაიხსნება დიდი ქალაქები, მანქანების მოძრაობა და გარკვეული აქტივობები აღდგენილია, მოხდება ეტაპური აღდგენა, გაიხსნება მაღაზიები, გარდა ტანსაცმლის მაღაზიებისა და რაც ყველაზე მთავარია, გუშინ და გუშინწინ ანონსდებოდა ტურისტული სეზონის გახსნა, სასტუმროების ამოქმედება, მომავალში კაფე-ბარების. ფაქტობრივად, ქვეყანა უბრუნდება ჩვეულებრივ, ნორმალურ ცხოვრებას და ამას აკეთებს ერთ-ერთი პირველი ევროპაში და რაც მთავარია, აკეთებს კარგ ფონზე. ევროპის ზოგიერთ ქვეყანას ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს და მაინც აკეთებენ ამას, იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვს, მაგრამ დაიმახსოვრეთ მთავარი - წარმატებად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ გავიხსნებით და ეს მოხდება რამდენიმე დღესა და კვირაში და შევინარჩუნებთ ამ მდგომარეობას, აი, ეს იქნება წარმატება" — განაცხადა ცერცვაძემ.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია