მეუფე ნიკოლოზი - "არავინ ამბობს, რომ სასულიერო პირს იარაღი უნდა ჰქონდეს"
კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, სინოდი ყინწვისის მამათა მონასტერში მომხდარ დაპირისპირების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ იმსჯელებს.
როგორც მეუფე ნიკოლოზი ამბობს, სასულიერო პირის მხრიდან მსგავსი ქმედება კარგი არ არის, თუმცა „ტყუილია, რომ ამ ეპარქიის სასულიერო პირები ცუდი ქცევით გამოირჩევიან“.
„საპატრიარქო არ არის საგამოძიებო უწყება. ჩვენი ნებისმიერი ტიპის სამართლებრივი გადაწყვეტილება დამყარებულია აღსარებაზე. ადამიანი ამბობს აღსარებას და ჩვენ ამის მიხედვით ვიღებთ გადაწვეტილებას. ჩვენ არ გვაქვს არანაირი საშუალება გამოძიების ჩატარების. აბსოლუტური ტყუილია, რომ ამ ეპარქიის სასულიერო პირები ცუდი ქცევით გამოირჩევიან. არაჩვეულებრივი ეპარქიაა. ცუდი საქციელი მოხდა, ყველას შეიძლება ეს დაემართოს. არავინ ამბობს, რომ ეს კარგი საქციელია, არავინ ამბობს, რომ სასულიერო პირს იარაღი უნდა ჰქონდეს. არ უნდა ჰქონდეს, არ უნდა გაისროლოს, არ უნდა ჩაიდინოს, თუ ჩაიდენს, უნდა აგოს პასუხი. სინოდი განიხილავს, თუ სასამართლო გამოიტანს განაჩენს. ჩვენ განვიხილავთ იმის მიხედვით, რას დაადგენს სახელმწიფო საგამომძიებლო უწყება. დაველოდებით სასამართლო გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
რაც შეეხება სინოდის სხდომას, მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეიკრიბება წმინდა სინოდი.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი