ამ გვერდის ამობედვა

4 რამ, რაც ქართველებს აშინებს, თუმცა რეალურად, საშიში არ არის - შეთქმულების თეორიები და ექსპერტების არგუმენტები

სი­ახ­ლე­ებს, გან­სა­კუთ­რე­ბით, ტექ­ნო­ლო­გი­ურ სფე­რო­ში, ხში­რად მოჰ­ყვე­ბა დის­კუ­სი­ე­ბი და შიში.

ბოლო დროს, ასე­თად 5G ტექ­ნო­ლო­გი­ის და­ნერგვა იქცა, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში, სხვა­დას­ხვა მოვ­ლე­ნის ირ­გვლივ ხში­რად ვრცელ­დე­ბო­და შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბი, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, გა­უ­აზ­რე­ბელ შიშს ნერ­გავ­და.

 

ჩვენ გამოვყავით სხვა­დას­ხვა დრო­ის 4 მოვ­ლე­ნა, რა­საც ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ეჭ­ვი­თა და ში­შით უყუ­რებ­და/უყუ­რებს, თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად, მათ­ზე მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი არც ისე სა­ხი­ფა­თოდ და პი­რი­ქით, სა­ჭი­რო­დაც მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ: 5G ტექ­ნო­ლო­გია, ვაქ­ცი­ნე­ბი, ID ბა­რა­თე­ბი და ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რია.

 

  • 5G ტექ­ნო­ლო­გია

უსა­დე­ნო ინ­ტერ­ნეტ­ტექ­ნო­ლო­გი­ის ახალ, მე­ხუ­თე თა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­წი­ლი მის COVID-19-თან კავ­შირს უს­ვამს ხაზს, რაც რე­ა­ლუ­რად, შე­უძ­ლე­ბე­ლია. კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი თე­ო­რი­ე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ ხმებს, რომ 5G-ს ასა­მუ­შა­ვებ­ლად სა­ჭი­რო ან­ტე­ნე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია, ცო­ტაც და ადა­მი­ა­ნებს "და­ჩი­პა­ვენ", რომ ამ ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა პო­პუ­ლა­ცი­ის შე­სამ­ცი­რებ­ლად გან­ზრახ იწყე­ბა და ა.შ.

 

5G ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე, მის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ ში­შებ­ზე AMBEBI.GE ჩი­კა­გოს ერთ-ერთი სა­მე­დი­ცი­ნო აკა­დე­მი­უ­რი ცენ­ტრის სა­მე­დი­ცი­ნო ფი­ზი­კოსს, გოჩა ხე­ლაშ­ვილს ესა­უბ­რა:

 

გოჩა ხე­ლაშ­ვი­ლი კო­ლე­გას­თან ერ­თად

 

- 5G მე-5 თა­ო­ბის მო­ბი­ლუ­რი ქსე­ლის ტექ­ნო­ლო­გი­ას ნიშ­ნავს. ყო­ველ­მა წი­ნა­მორ­ბედ­მა თა­ო­ბამ, მო­ბი­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში სი­ახ­ლე­ე­ბი შე­მო­ი­ტა­ნა. მა­გა­ლი­თად, 2G მი­მარ­თუ­ლი იყო ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, 3G ტექ­ნო­ლო­გი­ას სხვა­დას­ხვა აპ­ლი­კა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა მოჰ­ყვა, 4G LTE-მ (Long-Term-Evolution) საგ­რძნობ­ლად გა­ზარ­და მო­ბი­ლუ­რი ქსე­ლის სიჩ­ქა­რე, რა­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და UBER-ის და მისი მსგავ­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა.

 

ძი­რი­თა­დი გან­სხვა­ვე­ბა 5G-ს და მის წი­ნა­მორ­ბედ 4G-4G LTE-ს შო­რის ქსე­ლის გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რეა, არის სიხ­ში­რე­ე­ბის გა­ცი­ლე­ბით ფარ­თო დი­ა­პა­ზო­ნი ანუ გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და ქსე­ლის ლა­ტენ­ტო­ბის ფაქ­ტი­უ­რად არარ­სე­ბო­ბა (რაც ნუ­ლო­ვან დაგ­ვი­ა­ნე­ბას ნიშ­ნავს). 5G-ს შე­ეძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მეტი „ტრა­ფი­კის“ გა­ტა­რე­ბა, ნუ­ლო­ვა­ნი დაგ­ვი­ა­ნე­ბით და გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით.

 

არ­სე­ბულ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან შე­და­რე­ბით, 5G ტექ­ნო­ლო­გია, გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებ დრო­ში გა­ცი­ლე­ბით დიდი რა­ო­დე­ნო­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რა­საც უამ­რა­ვი პო­ტენ­ცი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­აჩ­ნდეს. მა­გა­ლი­თად, ხში­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბა დის­ტან­ცი­უ­რი რო­ბო­ტუ­ლი ქი­რურ­გია ან უმ­ძღო­ლო მან­ქა­ნე­ბი.

 

ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის საგ­რძნო­ბი ცვლი­ლე­ბის შემ­ჩნე­ვას დრო დას­ჭირ­დე­ბა. რა­შიც დღეს ვი­ყე­ნებთ მო­ბი­ლურ ტექ­ნო­ლო­გი­ას, ეს თე­ო­რი­უ­ლად უფრო სწრა­ფად უნდა მოხ­დეს, მა­გა­ლი­თად, 2-სა­ა­თი­ა­ნი ფილ­მის გად­მოტვირ­თვას 5-6 წუ­თის ნაც­ვლად 10 წამი დას­ჭირ­დე­ბა

 

5G რა­დი­ა­ცია მა­ი­ო­ნი­ზე­ბა­დი რა­დი­ა­ცია არ არის, ანუ, ასეთ ელექტრო­მაგ­ნი­ტურ ტალ­ღებს არ გა­აჩ­ნია საკ­მა­რი­სი ენერ­გია, რომ დაძ­ლი­ონ მი­ზი­დუ­ლო­ბის ძალა ელექტრო­ნებ­სა და ატო­მის ბირ­თვს შო­რის და ატო­მი­დან ელექტრო­ნი გა­მო­ა­ძე­ვონ. სწო­რედ ატო­მებ­ში ელექტრო­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ცვლი­ლე­ბა იწ­ვევს ატო­მის ქი­მი­უ­რი თვი­სე­ბე­ბის ცვლი­ლე­ბას, რაც გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ გა­მო­იწ­ვევს ბი­ო­ლო­გი­ურ ცვლი­ლე­ბებს - მა­გა­ლი­თად, სიმ­სივ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას.

 

 

5G რა­დი­ა­ცია ასეთ ცვლი­ლე­ბებს ორ­გა­ნიზ­მში ვერ გა­მო­იწ­ვევს, თა­ნაც, მისი შეღ­წე­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა ადა­მი­ა­ნის კან­ში მაქ­სი­მუმ 0.5 მმ-ია, ანუ კანი შიდა ორ­გა­ნო­ებს ასეთ რა­დი­ა­ცი­ის­გან იცავს. ასე­ვე, მიკ­რო და მი­ლი­მეტ­რუ­ლი ტალ­ღე­ბი გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი სიხ­ში­რი­საა, ვიდ­რე - ხი­ლუ­ლი სი­ნათ­ლის ტალ­ღე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­ნა­ირ ზი­ანს არ გვა­ყე­ნებს.

 

5G რა­დი­ა­ცია ახა­ლი ხი­ლია და ბევ­რი კვლე­ვა მას­ზე არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ მსგავ­სი სიხ­ში­რის ტალ­ღე­ბი დიდი ხა­ნია ინ­დუსტრი­ა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და მისი უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ უამ­რა­ვი კვლე­ვაც არ­სე­ბობს" - ამ­ბობს სა­მე­დი­ცი­ნო ფი­ზი­კო­სი.

 

მი­სი­ვე თქმით, არ არის გა­საკ­ვი­რი, რომ ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის შე­მო­ტა­ნას მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი­სა­გან გარ­კვე­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ხვდე­ბა.

 

"ის­ტო­რი­უ­ლად ეს ყო­ველ­თვის ასე იყო. თა­ვის დრო­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ელექტრუ­ლი ენერ­გი­ის და­ნერგვა­საც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და, ამი­ტომ, ამ­ჟა­მად სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი შიში 5G ტექ­ნო­ლო­გი­ის მი­მართ მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბას არ წარ­მო­ად­გენს. ჩვენ გარ­შე­მო დიდი რა­ო­დე­ნო­ბის გა­დამ­ცე­მი ან­ტე­ნე­ბი და მათი გა­მოს­ხი­ვე­ბის მა­ღა­ლი სიხ­ში­რე­ე­ბი ამ ტექ­ნო­ლო­გი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ, ბუ­ნებ­რი­ვად აჩენს შე­კი­თხვებს, ასე­ვე, ჩნდე­ბა კი­თხვე­ბი მის გავ­ლე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და გა­რე­მო­ზე. თუმ­ცა, ერთი ამ­ბა­ვია ასე­თი ლე­გი­ტი­მუ­რი შე­კი­თხვე­ბის დას­მა, მე­ო­რეა - უსა­ფუძ­ვლო ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა.

 

მეც გა­მი­გია ასე­თი კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი თე­ო­რი­ე­ბი. ერ­თა­დერ­თი, რაც ამ თე­მა­ზე მეც­ნი­ე­რე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბით შე­მიძ­ლია, ვთქვა, არის ცნო­ბი­ლი ეფექ­ტი, რო­მე­ლიც ის­რა­ე­ლის ფი­ზი­კოს­თა ჯგუ­ფის მი­ე­რაა გა­მოკ­ვლე­უ­ლი და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პრეს­ტი­ჟულ ჟურ­ნა­ლებ­ში. ამ ნაშ­რო­მებ­ში აღ­წე­რი­ლია და დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ რო­დე­საც მი­ლი­მეტ­რუ­ლი ტალ­ღის სიგ­რძის გა­მოს­ხი­ვე­ბა ადა­მი­ა­ნის კანს ეცე­მა, მისი ოფ­ლის სა­დი­ნა­რე­ბი (რო­მელ­თა ზო­მე­ბი აგ­რეთ­ვე მი­ლი­მეტ­რე­ბია) იქ­ცე­ვი­ან, რო­გორც მცი­რე ზო­მის ან­ტე­ნე­ბი და მათ­გან რა­დი­ა­ცი­ის არეკვლის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის გა­ზომ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

 

გა­ზომ­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ეს კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ოფ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, ოფ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა კი, თა­ვის მხრივ, ადა­მი­ა­ნის სტრე­სის დო­ნე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. აქე­დან წა­მო­ვი­და კონ­სპი­რა­ცი­ე­ბი, რომ 5G-ის მეშ­ვე­ო­ბით მოხ­დე­ბა "ოფ­ლის სა­დი­ნა­რე­ბის ან­ტე­ნე­ბის" გა­ტა­ცე­ბა და ადა­მი­ა­ნის კან­ზე მა­ნი­პუ­ლა­ცია.

 

არ ვიცი, ესაა თუ არა "და­ჩიპ­ვე­ბის" და "გა­ურ­კვე­ვე­ლი ან­ტე­ნე­ბის" კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი თე­ო­რი­ე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. მკი­თხველ­მა თვი­თონ გა­მო­ი­ტა­ნოს დას­კვნა იმა­ზე, რომ თით­ქოს მისი კა­ნის კონ­ტრო­ლი მო­ბი­ლუ­რი ქსე­ლის მიერ მოხ­დე­ბა... მე ფი­ზი­კო­სი ვარ და მხო­ლოდ მეც­ნი­ე­რე­ბა­ზე ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რა­დღე­ბას, ადა­მი­ა­ნის ოფ­ლის და­ნარ­ჩენ "გა­მო­ყე­ნე­ბებს" სა­სა­ცი­ლოდ მი­ვიჩ­ნევ" - გან­მარ­ტავს ჩი­კა­გოს ერთ-ერთი სა­მე­დი­ცი­ნო აკა­დე­მი­უ­რი ცენ­ტრის სა­მე­დი­ცი­ნო ფი­ზი­კო­სი გოჩა ხე­ლაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

 

  • ვაქ­ცი­ნა­ცია

 

აც­რე­ბი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე მსოფ­ლი­ო­ში სკეპ­ტი­კუ­რა­დაა გან­წყო­ბი­ლი. საკ­მა­ოდ მძლავ­რია მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბის, ანუ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა მოძ­რა­ო­ბა, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად აყა­ლი­ბებს ახალ-ახალ ჯგუ­ფებს და მო­უ­წო­დე­ბენ ხალ­ხს, არ აიც­რან. ეს თემა გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და დღეს, როცა მსოფ­ლიო COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის მო­ლო­დინ­შია.

 

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი წლე­ბია სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას აქ­ტი­უ­რად მო­უ­წო­დებს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­კენ წი­თე­ლას გრი­პის თუ სხვა ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

 

თე­მა­ზე AMBEBI.GE და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელს, ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილს ესა­უბ­რა:

 

 

- იმუ­ნი­ზა­ცი­ი­სა და ვაქ­ცი­ნე­ბი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შეს­წავ­ლა სის­ტე­მა­ტუ­რად აწარ­მო­ებს. ადა­მი­ან­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნა­დაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბის აქ­ტი­ვო­ბით. თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში, როცა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბამ უკონ­ტრო­ლო სახე მი­ი­ღო, ძნე­ლია, ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ერ­კვნენ ტყუ­ილ­სა და მარ­თალ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლე­ში შე­ფუ­თულ ტყუ­ილს მო­ი­ცავს.

 

ვრცელ­დე­ბა ათას­გვა­რი ამ­ბა­ვი - მტკნა­რი სიც­რუ­ი­დან და­წყე­ბუ­ლი, ნა­წი­ლობ­რი­ვი სი­მარ­თლით დას­რუ­ლე­ბუ­ლი. ყვე­ლას გვსმე­ნია ვაქ­ცი­ნით ადა­მი­ან­თა "და­ჩიპ­ვის" ზღა­პა­რი, გა­მი­გია, რომ თით­ქოს, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დე­ბი­დან აკ­ვირ­დე­ბი­ან აც­რილ ადა­მი­ა­ნებს; ან ის, რომ გრი­პის აც­რის გამო გრი­პი და­ე­მარ­თათ და მთე­ლი ზამ­თა­რი ვერ მო­ირ­ჩი­ნეს.

 

არის ის­ტო­რი­ე­ბი აც­რის შემ­დგო­მი რე­აქ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ, რაც შე­იძ­ლე­ბა, სი­მარ­თლის ელე­მენ­ტებ­საც მო­ი­ცავ­დეს, თუმ­ცა, სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია ვაქ­ცი­ნის სარ­გე­ბე­ლის უდა­ვო მე­ტო­ბის შე­სა­ხებ. ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რამ­დე­ნი აუც­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის აღ­მოჩ­ნდე­ბა აუც­რე­ლო­ბა სიკ­ვდი­ლის თუ სა­მუ­და­მო შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ზე­ზი!

 

ეს რომ კარ­გად ავუხ­სნათ ადა­მი­ა­ნებს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, აცრა-არაც­რის სას­წო­რი ყო­ველ­თვის და ყო­ველ­გან აც­რე­ბი­სა­კენ გა­და­იხ­რე­ბა.

 

მა­გა­ლი­თად, წი­თე­ლა ბოლო წლე­ბის მან­ძილ­ზე ავა­დო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბით მძი­მე ტვირ­თად იქცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. ასი ათა­სო­ბით მოზ­რდილ­მა ჩა­ი­ტა­რა ვაქ­ცი­ნა­ცია, რო­მე­ლიც ადრე არ ჰქონ­დათ მი­ღე­ბუ­ლი, მშობ­ლე­ბი აღარ ივი­წყე­ბენ ერთი და ხუთი წლის პა­ტა­რე­ბის დრო­ულ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას და შე­დე­გად, წი­თე­ლას მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი გვაქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

 

კი­დევ მცი­რე ძა­ლის­ხმე­ვა, მცი­რე მო­წა­დი­ნე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვინც წი­თე­ლას მი­მართ აუც­რე­ლია ქვე­ყა­ნა­ში და შე­იძ­ლე­ბა, ამ სა­შიშ ინ­ფექ­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლომ გა­ი­მარ­ჯვოს!

 

რაც შე­ე­ხე­ბა გრიპს, მისი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში რამ­დე­ნი­მე წლის წინ პო­პუ­ლა­რო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და. შემ­დგომ, სა­ხელ­მწი­ფოს მხარ­და­ჭე­რით ამ ვაქ­ცი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და­ი­წყო და 2019-2020 წლე­ბის სე­ზო­ნის­თვის ქვე­ყა­ნა­ში გრი­პის წი­ნა­აღ­მდეგ 130 000 ადა­მი­ა­ნი აიც­რა.

 

კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ კი, ჯერ მთა­ვა­რია, ეფექ­ტუ­რი ვაქ­ცი­ნა შე­იქ­მნას. კა­ცობ­რი­ო­ბა გა­დარ­ჩე­ნის­თვის იბ­რძვის, ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ბრძე­ნია და ამა­ზე უარს არ იტყვის" - ამ­ბობს ზა­ხაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან.

 

  • ID ბა­რა­თე­ბი

 

რამ­დე­ნი­მე წლის წინ პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ახა­ლი დო­კუ­მენ­ტის შე­მო­ღე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა მტკივ­ნე­უ­ლად მი­ი­ღო. ID ბა­რა­თე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში 2011 წელს და­ი­ნერ­გა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი აქ­ტი­უ­რად აპ­რო­ტეს­ტებ­და რე­გუ­ლა­რუ­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი­დან ID ბა­რა­თებ­ზე გა­დას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იმ მო­ტი­ვით, რომ ის შე­ი­ცავ­და ე.წ. "ეშ­მა­კის კოდს" - 666-ს.

 

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­თან ხან­გრძლი­ვი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის შემ­დეგ, ამოქ­მედ­და არა­ე­ლექტრო­ნუ­ლი, უჩი­პო პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბის გა­ცე­მის დრო­ე­ბი­თი ნორ­მე­ბი, რომ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის ელექტრო­ნუ­ლი მა­ტა­რებ­ლის გა­რე­შე (ე.წ ლა­მი­ნი­რე­ბუ­ლი, ქა­ღალ­დის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა) შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ცეს იმ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც რწმე­ნის გამო უარს აცხა­დე­ბენ პი­რა­დო­ბის ელექტრო­ნუ­ლი (ID) მოწ­მო­ბის მი­ღე­ბა­ზე და რომ­ლე­ბიც აღმსა­რებ­ლო­ბი­სად­მი კუთ­ვნი­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ სა­ბუთს წარ­მო­ად­გე­ნენ.

 

ID ბა­რა­თე­ბი­სა და მათ გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბის შე­სა­ხებ, თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კომ­პი­უ­ტე­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ზვი­ად სუ­ლა­ბე­რი­ძე გვე­სა­უბ­რა:

 

 

- ID ბა­რა­თებ­ზე ცრურ­წმე­ნე­ბი, ძი­რი­თა­დად რა­ღაც ნი­შან­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ჩიპ­ში ინა­ხე­ბო­და და რო­მე­ლიც რე­ლი­გი­უ­რი მო­საზ­რე­ბე­ბით ქრის­ტი­ა­ნე­ბის­თვის, მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი იყო, "ეშ­მა­კის ნი­შა­ნი“ და ა.შ. ამის ფიქ­რის არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს, რად­გან ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ელექტრო­ნუ­ლი ჩი­პია, რო­გორც "ფლეშ­კა".

 

მა­გა­ლი­თად, ტე­ლე­ფონ­ში უფრო მეტი ჩი­პია, ვიდ­რე ID ბა­რათ­ში და ასე­თი ბა­რა­თე­ბი აქვს ყვე­ლა სერ­ვისს, რაც შე­იძ­ლე­ბა, გა­დახ­დებ­თან ან ელექტრო­ნულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, ასე­თია "მეტ­რო­მა­ნი"

 

ID ბა­რა­თე­ბი შე­იქ­მნა, რათა თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში, მო­ნა­ცე­მე­ბი, რაც ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის და სერ­ვი­სე­ბის მი­სა­ღე­ბა­დაა სა­ჭი­რო, სწრა­ფად გა­იც­ვა­ლოს. ას­ლის გა­და­ღე­ბა უფრო ნელი პრო­ცე­სია იმას­თან შე­და­რე­ბით, რომ სა­დღაც ბა­რა­თი ჩადო და ბა­ზა­ში ადა­მი­ა­ნის ვი­ნა­ო­ბის ვე­რი­ფი­კა­ცია მოხ­დეს.

 

მე­ო­რეა, რომ ელექტრო­ნუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დროს, მა­გა­ლი­თად, ხე­ლის­მო­წე­რის­თვის კონ­ტრაქტსა თუ მინ­დო­ბი­ლო­ბა­ზე, ან არ­ჩევ­ნებ­ზე ხმის მი­სა­ცე­მად, ფი­ზი­კუ­რად არ არის სა­ჭი­რო ქა­ღალ­დი და ხელ­მო­წე­რა, რად­გან ეს პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა ვი­ნა­ო­ბის ელექტრო­ნუ­ლად და­დას­ტუ­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით ეს ბა­რა­თი გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი საფრ­თხის შემ­ცვე­ლია, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი სხვა მო­წყო­ბი­ლო­ბა, და­წყე­ბუ­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტე­ლე­ფო­ნით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი თუნ­დაც, ტე­ლე­ვი­ზო­რით.

 

თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ, რაც ტექ­ნო­ლო­გი­ებს ეხე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ამო­უ­წუ­რა­ვი, უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის ნახ­ვა - რა და რო­გორ არის, ტექ­ნი­კუ­რად რო­გორ მუ­შა­ობს. პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის და­ცუ­ლო­ბას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს იმას­თან, თუ რო­გო­რი სა­ხის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა გვექ­ნე­ბა, ელექტრო­ნუ­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი არ­სად არა­ფერს აგ­ზავ­ნის.

 

ამი­ტომ, მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ვრცელ­დე­ბა, ძი­რი­თა­დად ისეთ ადა­მი­ნებ­ზეა გათ­ვლი­ლი, რომ­ლებ­საც ეზა­რე­ბათ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა, ან უბ­რა­ლოდ, არ იცი­ან, ეს რო­გორ გა­ა­კე­თონ და ვი­ღა­ცის ნათ­ქვამს ენ­დო­ბი­ან ძი­რი­თა­დად, ეს ში­შე­ბის გავ­რცე­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რათა შემ­დეგ ხალ­ხი მა­ნი­პუ­ლა­ცი­უ­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნონ, მარ­ტი­ვად მი­მარ­თონ ეს ხალ­ხი თუნ­დაც, პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის­კენ, მო­ა­წყონ აქ­ცია, რო­მე­ლი­მე კომ­პა­ნი­ის დის­კრე­დი­ტა­ცია და ა.შ. ზო­გი­ერ­თი ჯგუ­ფის­თვის ეს შე­იძ­ლე­ბა, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ხე­ი­რის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც იყოს.

 

კი­დევ ერთი პრობ­ლე­მაა, ძი­რი­თა­დად ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა, წა­ი­კი­თხოს ადა­მი­ან­მა და გა­ი­გოს, რა ხდე­ბა, რა დგას ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უკან, ინ­გლი­სურ ენა­ზეა. იმ ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბამ, ვინც არაა ნა­კი­თხი, ან ზოგ­ჯერ ზარ­მა­ცი და ინ­გლი­სუ­რი არ იცის, კი­თხუ­ლო­ბენ რუ­სუ­ლად, არა­სან­დრო რუ­სუ­ლე­ნო­ვან წყა­რო­ებს აზი­ა­რე­ბენ, რომ­ლე­ბიც რა თქმა უნდა, ყო­ველ­თვის იტყუ­ე­ბი­ან" - გვე­უბ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კომ­პი­უ­ტე­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ზვი­ად სუ­ლა­ბე­რი­ძე.

 

  • ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რია

 

COVID-19-ის გავ­რცე­ლე­ბამ სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­ნა­ხა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­მე­ლიც ბოლო წლებ­ში არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა, ძი­რი­თა­დად რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის სა­მიზ­ნე.

ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, სა­ქარ­თვე­ლოს ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ბათუ ქუ­თე­ლია AMBEBI.GE-ს იმა­ზე ესა­უბ­რა, რის გამო გაჩ­ნდა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­შე­ბი.

 

 

- საბ­ჭო­თა კავ­ში­რი რომ და­ი­შა­ლა, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და, თუ რო­გორ უნდა მომ­ხდა­რი­ყო მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რაღ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა. ბირ­თვუ­ლი რა­კე­ტე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გარ­და, და­მა­ტე­ბი­თი საფრ­თხე­ე­ბი დარ­ჩა, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ქი­მი­ურ, ბი­ო­ლო­გი­ურ, ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­ურ და სხვა ია­რა­ღებ­თან.

 

ამი­ტომ, აშშ-მა და­ი­წყო პო­ლი­ტი­კა და შექ­მნა ორ­გა­ნი­ზა­ცია, ამ საფრ­თხე­ე­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბის კუ­თხით. დღის წეს­რიგ­ში დად­გა, მსოფ­ლი­ო­ში ქი­მი­უ­რი და ბი­ო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის ქსე­ლის შექ­მნა, რო­მელ­საც ექ­ნე­ბო­და მაქ­სი­მა­ლუ­რად თა­ნა­მედ­რო­ვე აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, ურ­თი­ერ­თკავ­ში­რი და შიდა პრო­ტო­კო­ლე­ბი ისე იქ­ნე­ბო­და აწყო­ბი­ლი, რომ ექ­ნე­ბო­დათ არა მარ­ტო შიდა უსაფრ­თხო­ე­ბა და­ცუ­ლი, არა­მედ, ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის კუ­თხი­თაც.

 

შე­იქ­მნა ეს ლა­ბო­რა­ტო­რია, ერთ-ერთი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩვენ მა­შინ სურ­ვი­ლი გა­მოვ­თქვით, რად­გან პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დით და რუ­სუ­ლი საფრ­თხე ერთ-ერთი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო.

 

 

მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რა­ტო­მაც წა­მო­ვი­და კონ­სპი­რა­ცი­ბის თე­ო­რი­ე­ბი, არის ის, რომ სწო­რედ ამე­რი­კის და სე­ნა­ტორ ლუ­გა­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით, მისი შექ­მნა და­ემ­თხვა ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დგომ პე­რი­ოდს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლომ დიდი ნა­ბი­ჯე­ბი და­ი­წყო და­სავ­ლეთ­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბის­კენ, ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი და ა.შ. რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­თვის ძა­ლი­ან ად­ვი­ლი იყო, ჰიბ­რი­დუ­ლი ომის ნა­წი­ლი - ში­შე­ბის და­თეს­ვა. მაგ­რამ მხო­ლოდ ში­შის­თვის არ აკე­თებს, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, რუ­სულ პრო­პა­გან­დას მე­ო­რე ხაზი აქვს, რომ­ლი­თაც გე­უბ­ნე­ბა, რომ ეს ასე კია, მაგ­რამ ჩემ­თან თუ იქ­ნე­ბი, შე­მიძ­ლია, ეს ში­შე­ბი გა­გი­ნე­იტ­რა­ლო.

 

ლა­ბო­რა­ტო­რი­ის შექ­მნის დღი­დან­ვე და­ი­წყო ეს ყვე­ლა­ფე­რი, უბ­რა­ლოდ, სო­ცი­ა­ლურ­მა მე­დი­ამ ისი­ნი უფრო კარ­გად გა­მო­ა­ჩი­ნა და ნოყი­ე­რი ნი­ა­და­გი მის­ცა, პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ხაზი მა­რა­ო­სა­ვით გა­ე­შა­ლათ, თო­რემ მა­ნამ­დეც მუდ­მი­ვად ხდე­ბო­და ამის ჩაწ­ვე­თე­ბა, თუნ­დაც სა­ტე­ლე­ვი­ზიო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში რო­დე­საც მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო, 2004-2005 წელ­ში რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლო­ზე ჰქონ­და ზე­წო­ლა, მა­შინ, რო­დე­საც რუ­სუ­ლი ბა­ზე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან გაგ­ვყავ­და, 1999 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, კონ­ტექ­სტი ეს იყო. რუსი სამ­ხედ­რო გე­ნერ­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, და­სავ­ლე­თი შე­მო­ვა, ნა­ტოს ბა­ზე­ბი შე­მო­ვაო და მსგავ­სი კლი­შე ფრა­ზე­ბი. ეს ლა­ბო­რა­ტო­რია გა­მოდ­გე­ბო­და მათი ნათ­ქვა­მის გა­სა­მარ­თლებ­ლად - აი, ხომ ვამ­ბობ­დით, აქ რა­ღაც ამე­რი­კუ­ლი ბაზა შენ­დე­ბა.

 

 

თა­ნაც ეს პრო­ექ­ტი პენ­ტა­გო­ნის კონ­ტროლ­ქვეშ იყო, მათ მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი და და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი. ამი­ტო­მაც, რო­გორც ჩანს, რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­ში გა­და­წყვი­ტეს, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ამა­ზე აე­შე­ნე­ბი­ნათ მთე­ლი ნა­რა­ტი­ვი და ში­შის და­თეს­ვის თე­ო­რია. იქ მერე ჭო­რე­ბის და ტყუ­ი­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, რომ თით­ქოს, ადა­მი­ა­ნებ­ზე აკე­თე­ბენ ექ­სპე­რი­მენ­ტებს, გრი­პის ვირუ­სებს ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან აჟო­ნი­ნე­ბენ, თით­ქოს ხალ­ხს როცა სიმ­სივ­ნე ემარ­თე­ბა, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა - ეს უკვე ძა­ლი­ან პრი­მი­ტი­უ­ლი, მაგ­რამ ტი­პი­უ­რი საბ­ჭო­თა ტი­პის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის, „კა­გე­ბეს“ ჭო­რე­ბია.

 

ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი დე­მო­ნი­ზა­ცია იყო, ვი­ნა­ი­დან ეს ერთ-ერთი კომ­პო­ნენ­ტი იყო სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, ბი­ო­ლო­გი­უ­რი და სხვა საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ასე­ვე, რე­გი­ონ­ში ეს ერ­თა­დერ­თი მე­სა­მე დო­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­აა, რაც უსაფრ­თხო­ე­ბის რუ­კა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს აშშ-ს მნიშ­ვნე­ლო­ვან პარტნი­ო­რად წარ­მო­ა­ჩენ­და, ამა­ზე და­შე­ნე­ბით კი­დევ ბევ­რი სხვა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პრო­ექ­ტის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და და კეთ­დე­ბა კი­დე­ვაც.

 

ზუს­ტი გა­ზომ­ვა ძნე­ლია, ამ­ჟა­მად შემ­ცირ­და თუ არა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ამ კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი თე­ო­რი­ე­ბის ნდო­ბა, რა დი­ნა­მი­კაა, ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ და­ნამ­დვი­ლე­ბით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის დროს ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მიერ გა­კე­თე­ბულ­მა რე­ა­ლურ­მა საქ­მემ, რა­მაც სა­ქარ­თვე­ლოს და­ცუ­ლო­ბის გან­ცდა მის­ცა, ბუ­ნებ­რი­ვია, შე­ამ­ცი­რა ეს სივ­რცე. თუმ­ცა, როცა პან­დე­მია გა­და­ივ­ლის, მერე სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა გავ­ზო­მოთ, რამ­დე­ნად შე­იც­ვა­ლა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის აღ­ქმა" - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ბათუ ქუ­თე­ლია.

 

რა­ტომ ეში­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბას ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი წინსვლის, რა გა­ნა­პი­რო­ბებს კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი თე­ო­რი­ე­ბის გა­ჩე­ნას, რო­გორ ვებ­რძო­ლოთ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას? - ამ კი­თხვე­ბით AMBEBI.GE-მ მე­დი­ა­ექ­სპერტ ზვი­ად ქო­რი­ძეს მი­მარ­თა:

 

- ეს თე­მე­ბი ახლა, COVID-19-ის პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში გახ­და აქ­ტუ­ა­ლუ­რი. მა­გა­ლი­თად, 5G-ის ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე ალ­ბათ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი მწვა­ვე დის­კუ­სია არ იქ­ნე­ბო­და, თემა აქ­ტუ­ა­ლი­ზე­ბუ­ლი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, რად­გან მას­ზე დიდი ხა­ნია, სამ­ყა­რო­ში მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­ქარ­თვე­ლო­შიც, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ამ ამის თა­ო­ბა­ზე გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა ად­რეც და ახ­ლაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო 5G ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე გა­დას­ვლას გეგ­მავს

.

 

ხელ­ში რო­გორც სა­ე­რო, ისე კლე­რი­კა­ლურ წრე­ებს უჭი­რავთ "აი­ფონ 11", სხე­დან ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე მან­ქა­ნებ­ში, რო­მელ­საც აქვს GPRS სის­ტე­მა და გვე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან იქი­დან, რომ თურ­მე, 5G ტექ­ნო­ლო­გია სამ­ყა­როს ღუ­პავს და ა.შ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლად იყოს ეს ახ­სნი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და ამას ყო­ველ­თვის ახერ­ხებ­და და ახერ­ხებს ყველ­გან მე­დია. ამ შემ­თხვე­ვა­ში მე­დი­ამ და­აგ­ვი­ა­ნა, არ მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია ისე, რო­გორც სა­ჭი­როა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნაკ­ლე­ბად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია და შე­სა­ბა­მი­სად, ვი­ღა­ცებ­მა გა­და­წყვი­ტეს, ეს პრო­ცე­სი ად­ვი­ლად მარ­თონ.

 

როცა ცოდ­ნის დე­ფი­ცი­ტია, ად­ვი­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ა­ჯე­რო, რომ თურ­მე, ფარ­დის მიღ­მა შეკ­რე­ბი­ლი უჩი­ნა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი სამ­ყა­როს მარ­თა­ვენ. ასე­ვე, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ელო­დე­ბა, რომ COVID-19-ის წი­ნა­აღ­მდეგ ვაქ­ცი­ნა უნდა შე­ი­მუ­შა­ვონ. მაგ­რამ რო­დე­საც მეც­ნი­ე­რუ­ლი მსჯე­ლო­ბით და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხით, სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად, ყო­ველ­გვა­რი კონ­ტრ-კი­თხვე­ბის გა­რე­შე ას­ტრო­ლო­გი გიხ­სნის, რომ ვაქ­ცი­ნა კა­ტას­ტრო­ფაა და თუ მას გა­ი­კე­თებ, ჩიპს ჩა­გიდ­გა­მენ, რი­თიც შენი მარ­თვა მოხ­დე­ბა, ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც შე­სა­ბა­მი­სი მეც­ნი­ე­რუ­ლი ცოდ­ნა არ აქვთ, და აქვთ ნდო­ბა მე­დი­ის მი­მართ, რო­მე­ლიც ამ ფორ­მით აწ­ვდის მათ პრო­დუქტს, უჩ­ნდე­ბათ ში­შე­ბი, გა­ურ­კვევ­ლო­ბე­ბი და შე­იძ­ლე­ბა არ გა­ი­კე­თონ ვაქ­ცი­ნა.

 

ხშირ შემ­თხვე­ვა­ში "მორ­წმუ­ნე" ექი­მე­ბის­გა­ნაც გვსმე­ნია, ვაქ­ცი­ნებს არ ვუ­ჭერთ მხარ­სო. რას ნიშ­ნავს ეს? ვინ იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რომ არ გა­ი­კე­თოს ბავ­შვმა აცრა პო­ლი­ო­მე­ლიტ­ზე, ან ტუ­ბერ­კუ­ლი­ოზ­ზე? ეს ცრურ­წმე­ნე­ბი ძა­ლას არ და­კარ­გავს, რად­გან ასე­თი ტი­პის ში­შებ­ზე ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხი არ არის გა­ცე­მუ­ლი. მა­გა­ლი­თად, ვაქ­ცი­ნებ­ზე სა­მე­დი­ცი­ნო წრე­ე­ბი შე­თან­ხმე­ბუ­ლე­ბი უნდა იყ­ვნენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას უთხრან, რომ ეს ასეა და ორ­ჭო­ფო­ბა არ უნდა იყოს. ასე­ვე, პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის გა­ცე­მი­სას, სა­ხელ­მწი­ფომ უნდა შექ­მნას ერ­თი­ა­ნი ფორ­მა და თქვას, რომ სხვა ფორ­მა არ არ­სე­ბობს, ამ ფორ­მით მო­ვა­ხერ­ხებთ ქვე­ყა­ნა­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სწორ რე­გის­ტრი­რე­ბას.

 

"ჩი­პიც" იდუ­მა­ლი რამ არის, რო­მელ­საც ხან სამი 6-ია­ნის სახე აქვს პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა­ში, ხან ვაქ­ცი­ნას­თან ერ­თად უნდა ჩაგ­ვიდ­გან ხე­ლის მტე­ვან­ში. ასე­თი მე­სი­ა­ნის­ტუ­რი ხედ­ვე­ბი კი სწო­რედ რუ­სეთს ახა­სი­ა­თებს - იქ მუ­შავ­დე­ბა ასე­თი თე­ო­რი­ე­ბი და მათი მი­წო­დე­ბის ფორ­მე­ბი, რომ ად­ვი­ლად აღ­ქმა­დი იყოს. შემ­დგომ იწყე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას.

 

ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ზე მძაფ­რად მუ­შა­ობს სწო­რედ რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის და­ბალ დო­ნეს, მეც­ნი­ე­რე­ბის მი­მართ ნი­ჰი­ლის­ტურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იყე­ნებს და ეთნო-ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტურ გან­წყო­ბებ­თან, რო­მე­ლიც ამ პა­ტა­რა სა­ხელ­მწი­ფო­შია კარ­გად აზა­ვებს ბნელ თე­ო­რი­ებს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ვერ შეძ­ლოს გან­ვი­თა­რე­ბა.

 

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, 5G-ც ჩა­ირ­თვე­ბა, ვაქ­ცი­ნე­ბიც გა­მო­ვა, არც არა­ვინ "და­ი­ჩი­პე­ბა", ცხოვ­რე­ბა ნორ­მა­ლურ კა­ლა­პოტ­ში ჩად­გე­ბა, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, ზომ­ბი­რე­ბის ფორ­მით ჩა­კე­ტონ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გო­ნე­ბა, ახალ თე­ო­რი­ებს შექ­მნი­ან. მათი მთა­ვა­რი მიდ­გო­მა ისაა, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნი იყოს ჩა­კე­ტი­ლი, გო­ნებ­რი­ვა­დაც, ფი­ზი­კუ­რა­დაც და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, არ შე­ვი­დეს სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტში და არ მო­ახ­დი­ნოს ისე­თი თვი­თი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად, აქვს და რის­თვი­საც ეს ადა­მი­ა­ნი გაჩ­ნდა ამ ქვე­ყა­ნა­ზე" - ამ­ბობს ზვი­ად ქო­რი­ძე.

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 827 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 13 2020