მოხვდა თუ არა კოვიდინფიცირებული მსჯავრდებული ციხეში - მინისტრის განმარტება
„თქვენ იცით, რომ სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რამდენიმე დღის წინ დაკავებულ ძებნილ მსჯავრდებულს აღმოაჩნდა კორონავირუსი ისე, რომ ის არც კი მოხვედრილა ციხეში”, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ახალი წესების მიხედვით, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა ჯერ კიდევ 5 მარტიდან აამუშავა, უცხოეთიდან შემოსული დაკავებული ძებნილები პირდაპირ ხვდებიან ციხის გარეთ სამოქალაქო კლინიკაში. ასე იყო ამ პატიმრის შემთხვევაშიც. როდესაც მას უკვე მე-18 დღეს აღმოაჩნდა PCR ტესტის შედეგად კორონავირუსი, პენიტენციურ სამსახურს იგი გადაჰყავს სამოქალაქო სექტორის ერთ-ერთ ე.წ. კოვიდ კლინიკაში, სადაც იგი იმკურნალებს.
„ვიპოვეთ ასეთი გამოსავალი, რომ მოცემულ პატიმარს გავაკონტროლებთ არა ესკორტის ოფიცრების პალატაში დისლოცირების მეშვეობით, იმიტომ რომ ესკორტი არ გვინდა დავაყენოთ საფრთხის ქვეშ, არამედ, ელექტრონული მეთვალყურეობით ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ პატიმარი არ გაიქცეს. ეს არის მორიგი მაგალითი, თუ როგორ ვერგებით ვირუსს იმისათვის, რომ დავიცვათ საპატიმროები ვირუსისგან. დღეისათვის კვლავ არ არის არც ერთი არც საეჭვო და არც დადასტურებული შემთხვევა დაწესებულებებში, არც თანამშრომლებში, არც პატიმრებში. ახალი ტექნოლოგიები კი, რაც გვაქვს, გამოიყენება არატრადიციული შემთხვევებისთვისაც, რათა გამოსავალი ყოველთვის იყოს მორგებული სახელმწიფო ინტერესს და ადამიანის უფლებებს”, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრის კომენტარს იუსტიციის სამინისსტროს პრესსამსახური ავრცელებს.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია