სიღარიბის ზღვარს ქვევით საქართველოს მოსახლეობის 19.5% იმყოფება
სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი განაახლა.
უწყების ცნობით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით საქართველოს მოსახლეობის 19.5% იმყოფება, რაც 2004 წლიდან ხელმისაწვდომი აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის მინიმალური მნიშვნელობაა.
სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის მონაცემებით, სოფლად მოსახლეობის 23.7% ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვევით, ქალაქში კი - 16.4%.
ცნობისთვის, 2018 წელს საქართველოს მოსახლეობის 20.1% ცხოვრობდა სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით, რაც იმას ნიშნავს, რომ სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი 2019 წელს 2018 წელთან შედარებით 0,6%-ით არის შემცირებული.
2018 წელს საქართველოს მოსახლეობის 20.1% ცხოვრობდა სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით, 2017 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 21.9% იყო, ხოლო 2016 წელს - 22%.
აბსოლუტური სიღარიბის დონე აჩვენებს, რამდენ ადამიანს არ მიუწვდება ხელი აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით