გიორგი შაქარაშვილმა ტრაგედიის ღამეს დედას დაურეკა
გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ ბოლოს, გარდაცვლილი მობილურ ტელეფონზე, ღამის პირველ საათზე დედას ესაუბრა.
მისივე თქმით, აღნიშნული ბოლო ზარიდან დილის 6:30-მდე სხვა ზარი არ ფიქსირდება.
მისი თქმით, ოჯახს მომხდართან დაკავშირებით აქვს ბევრი კითხვა, და ეს კითხვები იარსებებს მანამ, ვიდრე ბავშვის ბედ-იღბლის შესახებ არ იქნება გარკვეული ყველაფერი, რისთვისაც არსებობს გამოძიება.
„ოჯახთან მოხდა გამთენიისას დაკავშირება, სადღაც 7 საათის ფარგლებში. ბოლოს გიორგის ესაუბრა დედამისი, ღამის 1 საათზე და ეს შუალედი 1-დან, თუ არ ვცდები დილის 6:30-მდე არის, ასე ვთქვათ, ბუფერული ზონასავით. მაგ დროს, არაფერი შეტყობინება არ ხდება. ჩვენც გვაქვს ბევრი კითხვა და ამ კითხვებს სჭირდება გადამოწმება. ამისთვის არსებობს ძიება და ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები," - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით