"მიუხედავად 3 წლის ცილისწამებისა, სიმართლემ მაინც გაიმარჯვა" - გიორგი გახარია დენდროლოგიურ პარკზე
გუშინ იყო უაღრესად მნიშვნელოვანი დღე. რა თქმა უნდა, ეს არ იყო მნიშვნელოვანი დღე მხოლოდ გურიისთვის, ეს იყო მნიშვნელოვანი დღე საქართველოსთვის, როდესაც გაიხსნა, ჩვენი რიგითი მოქალაქეებისთვის, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, უნიკალური პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შედეგად განხორციელდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად 3 წლის ცილისწამებისა, საბოლოოდ მაინც სიმართლემ გაიმარჯვა.
„ჩვენი მოქალაქეები, თავისი თვალით ხედავენ, თუ რამხელა შრომის შედეგია დღეს ეს პარკი. სიმბოლური გახლავთ ის, რომ წლების განმავლობაში ცილისწამების მიუხედავად, ეს დიდი საქმე, ბუნების დიდი სიყვარული და ჩვენი მოქალაქეებისთვის და ქვეყნისთვის უნიკალური პარკი გაიხსნა. ეს არ გახლავთ მხოლოდ საქართველოსთვის უნიკალური, ეს გახლავთ მსოფლიოში უნიკალური პარკი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა ჩვენი მოქალაქისთვის, ბავშვებისთვის და ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის. რა თქმა უნდა, ყველამ უნდა დავინახოთ, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფრის მიუხედავად, სიმართლე მაინც იმარჯვებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- რამდენად შორს წავა წულუკიანი - კომისიაზე, შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი და კიდევ 9 “ოცნების” ოპონენტი დაიბარონ
- “ოცნება” “ნაცმოძრაობის” დროინდელ შეზღუდვებს აბრუნებს - “მალე ქუჩაში გამოსვლასაც აკრძალავენ”
- 6 მედიკამენტი, რომელთა გამოყენება უზმოზე არ შეიძლება - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
- "ორიოდე სიტყვით:- რა სურს ბიძინას?" - რას წერს თინა ხიდაშელი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 ივნისისთვის