"კორონავირუსთან ცხოვრება შემდეგი წელიწადი-წელიწადნახევარი მოგვიწევს"
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გლობალური პანდემია გამოწვევაა, რომელთან ერთად ცხოვრებაც მოგვიწევს როგორც ჩანს, შემდგომი წელიწადი, წელიწადნახევარი, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სხდომის დაწყებისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, მთავრობის ძირითადი ამოცანა ახლა რისკების მართვაა.
„მოგეხსენებათ, გუშინ გვქონდა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა - 38 შემთხვევა. დღეს გვაქვს 20 ახალი შემთხვევა, რაც, რა თქმა უნდა, უაღრესად საყურადღებოა. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ გუშინ ქვეყანაში გაკეთდა 7186 ტესტი, რომელზეც დღეს, დღის მეორე ნახევარში გვექნება პასუხი, რაც ეპიდემიოლოგიურ სურათს უკეთესად დაგვანახებს. თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გლობალური პანდემია გამოწვევაა, რომელთან ერთად ცხოვრებაც მოგვიწევს, როგორც ჩანს, შემდგომი წელიწადი, წალიწადნახევარი. ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა, სწორად ვმართოთ რისკები. ვერავინ, მათ შორის საქართველოც, ცალკე აღებული ქვეყანა გლობალურ პანდემიას ვერ დაამარცხებს, რამეთუ ეს არის გლობალური გამოწვევა და რისკი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, დავიცვათ ჯანმრთელობა ჩვენი მოქალაქეების და რა თქმა უნდა, დავიცვათ ჩვენი ეკონომიკა.
ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს გარკვეული წარმატებები და საქართველო დღეს აღიარებულია ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად ეპიდემიის რისკების მართვის, ისევე როგორც ეკონომიკური რისკების შემსუბუქების კუთხით“, - აღნიშნა პრემიერმა.
სიახლეები
- რატომ უნდა ვჭამოთ წიწიბურა ყოველდღე? - რას წერს არუნ ხათრი
- 16-22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი: თევზები კრიზისს ასრულებენ, კუროები კი წესრიგს ამყარებენ
- "რუსული იერიშების გამო კიევი კატასტროფის ზღვარზეა, კვლავ ღიად რჩება ჩვენი მომავლის საკითხი, გადავრჩებით თუ არა დამოუკიდებელ ქვეყნად" - ვიტალი კლიჩკო
- "როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ძალას იკრებს, სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა, საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი"
- "გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ" - მეუფე შიო