როგორია გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია გადაუდებელი ინტენსიური თერაპიის ბლოკში იმყოფება.
მკურნალი ექიმის თქმით, გოგი წულაიას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მას ოპერაცია ჩაუტარდება.
"დილით შემოიყვანეს მიოკარდიომის მწვავე ინფარქტით, ეს არის რიგიით მესამე შემთხვევა, ორჯერ გაკეთებული აქვს ოპერაცია. იმყოფება გადაუდებელი ინტენსიური თერაპიის ბლოკში. ამჟამად მისი მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ სტაბილური, უტარდება სათანადო მკურნალობა, ჩაუტარდა კორონაროგრაფია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მას ესაჭიროება შუნტირების ოპერაცია. შედგება კონსილიუმი და გადავწყვეტთ, როდის ჩაუტარდება,"- განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
ტეგები:
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან