პრემიერი საჯარო უწყებებსა და კერძო კომპანიებს მოუწოდებს, მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ
მაქსიმალურად დისტანციურ სამუშაოზე უნდა გადავიდეთ ყველა, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეს რეკომენდაციაა, თუმცა, ყველა ორგანიზაციამ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ორგანიზაციების კერძო და საჯარო ორგანიზაციების პასუხისმგებლობა - მაქსიმალურად დისტანციურ სამუშაოზე უნდა გადავიდეთ ყველა, სადაც ამის შესაძებლობა არსებობს, მაგრამ ეს არის რეკომენდაცია და ყველა კომერციულმა ორგანიზაციამ, საწარმოებმა, რომლებსაც ჩვენ ხელს ვუწყობდით, რომ მათი საქმიანობა არ გაჩერებულიყო, ეს პასუხისმგებლობა უნდა გაითვალისწინონ. ის რაც მოხდა ბოლო პერიოდში ფოთში, როცა ერთ დაწესებულებაში დაახლოებით 100-მდე ინფიცირებული გამოვლინდა, რა თქმა უნდა, ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მოვეპყრათ ჩვენს თანამშრომლებს და ავღჭურვოთ ყველა იმ აუცილებელი საშუალებით, დაწყებული პირბადით და დამთავრებული შესაბამისი საშუალებებით, რათა ამ ხალხმა დაიცვან თავის თავი,“-განაცხადა გახარიამ.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 აპრილიდან
- "მე მჯერა არჩევნების, მინდა, რომ არჩევნებით მოხდეს „ქართული ოცნების“ წასვლა" - სალომე ზურაბიშვილი
- პარლამენტმა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესებას მხარი დაუჭირა
- " ივანიშვილს და „ოცნებას "გარდაეცვალათ" მამა, ვიქტორ ორბანის სახით" - მიხეი სააკაშვილი
- "უნგრელი ხალხის არჩევანს პატივს ვცემთ" - დიმიტრი პესკოვი