ამ გვერდის ამობედვა

"ფეხით რომ ივლიან, ერთმანეთს უფრო ხშირად შეხვდებიან, გამოელაპარაკებიან, შერიგდებიან - პოლარიზაცია შემცირდება"

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისთვის ულიმიტო მგზავრობის სისტემა და შესაბამისი ტიპის ბარათები/აბონემენტები შეიქმნება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას "ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელშ ეხმაურება:

"მუნიციპალური ტრანსპორტის გაძვირება ძალიან კარგი და დროული ინიციატივაა, რადგან:


- ბილეთებიდან შესულ ფულს ბატონი ბიძინა ისევ ჩვენზე დახარჯავს.
- საზოგადოებრივი ტრანსპორტი განიტვირთება.
- ხალხი ფეხით ივლის, რაც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
- ფეხით რომ ივლიან, ერთმანეთს უფრო ხშირად შეხვდებიან. მიესალმებიან, გამოელაპარაკებიან, შერიგდებიან. პოლარიზაცია შემცირდება.
- სალომე ზურაბიშვილს დრო გამოუთავისუფლდება სხვა საქმეების საკეთებლად. ეს შეიძლება არც ისე კარგია, მაგრამ ჯანდაბას, აღარ წავშლი.
- ფეხით მოსიარულეებს ფეხსაცმელი უფრო სწრაფად გაუცვდებათ და ახლის ყიდვა ხშირ-ხშირად მოუწევთ. დღგ-ის ბრუნვა გაიზრდება. ეკონომიკა ამოიქოქება.
მოკლედ, პოზიტივს რა დალევს... დამნახავი უნდა ყველაფერს! - ასე არა პომპეზურად, პატარა-პატარა ნაბიჯებითა და მუყაითი შრომით შენდება ქვეყანა .


მადლობა ბატონ ბიძინას! და ბოდიში... ბოდიში მას, რომ ამ ვიღაც პუშკინის სკვერს გადავაყოლეთ - რომელიც თურმე მეტროთი ერთი გასეირნების ფასი ყოფილა,"- წერს ზაზა ბიბილაშვილი.

წაკითხვა 641 ჯერ