"ღარიბაშვილმა ამ დღეებში ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებული სტრატეგია შეცვალა"
ღარიბაშვილმა ამ დღეებში შეცვალა ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებული სტრატეგია. ანუ, უკვე ოფიციალური პოზიციაა, რომ ჯერ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს და შემდეგ გავწევრიანდეთ ნატოში, - ამი შესახებ სოციალურ ქსელში სერგი კაპანაძე წერს.
მისი თქმით, ეს იყო წლების განმავლობაში რუსეთის ინტერესი და ირიბად ამ რიტორიკის დამკვიდრებას უწყობდა ხელს ყველგან.
"როდესაც ამას სკეპტიკოსი ევროპელი დიპლომატები გვეუბნებოდნენ, ვარწმუნებდით, რომ ეს არასწორი იყო. ვარწმუნებდით, რომ კონფლიქტის მოგვარება ჩვენს ხელში არ იყო, და ამაზე ნატოში წევრობის დამოკიდებულება რუსეთს აძლევდა ნატოს გაფართოებაზე ვეტოს. ასევე, ვუხსნიდით, რომ, მაგალითად, გაწევრიანება შეიძლებოდა ისე, რომ მე-5 მუხლი არ გავრცელებულიყო აფხაზეთზე და ცხინვალზე. ეს ესმოდათ. ახლა ეს კონტრარგუმენტები არარელევანტური გახდა, რადგან თურმე პრემიერსაც მიაჩნია, რომ კონფლიქტის მოგვარებამდე ნატოში ვერ შევალთ. ანუ, პრემიერი და მთავრობა აღიარებს, რომ სანამ რუსეთი არ დაგვრთავს ნებას, ნატოში ვერ გავწევრიანდებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia იცით, ხომ, ამ შეცვლილი სტრატეგიის შესახებ? მოგწონთ? ეთანხმებით? რას ფიქრობთ? თუ კვლავ სიჩუმეს შეინარჩუნებთ, რადგან უფროსი შეიძლება გაბრაზდეს?"- წერს სერგი კაპანაძე.
სიახლეები
- "ახლა რელევანტურია ტრანზიციის გუნდი, რომელიც ახალი, კოალიციური მთავრობის დამტკიცებამდე უხელმძღვანელებს პოლიტიკურ პროცესს ზურაბიშვილის ლიდერობით"
- "ეუთო/ოდირ-თან გვაქვს კითხვა, გზის გადაკეტვის აუცილებლობა როცა არაა და დედაქალაქის პარალიზებას იწვევს 50 კაცი, ეს არ არის უმრავლესობის ინტერესების შელახვა?"
- „ფეიკ ნიუსი“ გავრცელდა, თითქოს მშენებარე ეკლესია დავანგრიეთ" - კახა კალაძე
- სამართლებრივი დევნა ოპოზიციის რიგით მე-9 ლიდერზე - რა ემუქრება გახარიას და რა საქმეებზე ედავება პროკურატურა
- „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავების ან გარდაცვალების შემთხვევაში სოციალური გარანტიები იზრდება