ამ გვერდის ამობედვა

"ვილნიუსში ნატოს სამიტზე უკრაინამ მაქსიმალური შესაძლო შედეგი მიიღო" - გიორგი გახარია

ვილნიუსში ნატოს სამიტზე უკრაინამ მაქსიმალური შესაძლო შედეგი მიიღო. საქართველო ჩამორჩება ხელისუფლების მავნე უმოქმედობის გამო, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს, რითაც ვილნიუსში გამართულ ნატოს სამიტს გამოეხმაურა.

მისივე განცხადებით, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია საქართველოს გრძელვადიანი მშვიდობის ერთადერთი გარანტიაა.

 

„რადგან ქართველი ხალხი მისკენ ისწრაფვის, მიზანს აუცილებლად მივაღწევთ,“ - წერს გახარია.

წაკითხვა 255 ჯერ

სიახლეები