"ქვეყნის გადარჩენისთვის ერთადერთი გამოსავალი არის ხალხმრავალი, შეუჩერებელი, მყარი და მშვიდობიანი დემონსტრაციები"
ქვეყნის, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს გადარჩენისთვის ერთადერთი გამოსავალი არის ხალხმრავალი, შეუჩერებელი, მყარი, მშვიდობიანი დემონსტრაციები,- ამის შესახებ პარტია “ახალის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მსვლელობისას განაცხადა, რომელიც 300 არაგველიდან ევროპის მოედნამდე მიემართება.
მელიას თქმით, მიმდინარე პროცესები ხალხის გამარჯვებით დასრულდება.
“ქვეყნის, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს გადარჩენისთვის ერთადერთი გამოსავალი არის ხალხმრავალი, შეუჩერებელი, მყარი, მშვიდობიანი დემონსტრაციები იმ ძალადობის წინააღმდეგ, რომელსაც ახორციელებს ივანიშვილი სახელმწიფოს გაუქმების პროცესში და რუსულ ორბიტაზე სახელმწიფოს დაბინავების პროცესში.
არ არსებობს დანაშაული, რომელიც შეიძლება სახელმწიფომ ჩაიდინოს და ჯერ არ ჩაადენინა ივანიშვილმა სახელმწიფოს წარმომადგენლებს - ძალადობა მოქალაქეებზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იცავენ თავისუფლებას და დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ეს პროცესი ხალხის გამარჯვებით დასრულდება იმიტომ, რომ ეს ხალხი მართალია ისტორიის წინაშე; წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე”,- განაცხადა მელიამ.
სიახლეები
- ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 მარტისთვის
- ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს
- "მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1.5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისაგან" - მიხეილ სააკაშვილი
- "შეიცვლება თუ არა თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობა და რას გეგმავს ბრიუსელი?!" - გია ხუხაშვილი
