"ევროპაში, ამერიკაში აღვირახსნილი კამპანიაა, საბავშვო ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან, თუ შენი სქესი არ მოგწონს, შეგიძლია გადაიკეთოო - ეს არის ანტიადამიანური, დემონური ინიციატივები და ამას სჭირდება ჩაკეტვა"
ევროპაში, ამერიკაში აღვირახსნილი კამპანიაა, საბავშვო ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან, თუ შენი სქესი არ მოგწონს, შეგიძლია გადაიკეთოო - ეს არის ანტიადამიანური, დემონური ინიციატივები და ამას სჭირდება ჩაკეტვა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა დროულია და ბოლომდე უნდა მივიდეს.
„2014 წელს, როდესაც მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, მე გავაჟღერე ინიციატივა, რომელიც 2-3 წელში ჩვენმა გუნდმა შეიტანა კონსტიტუციაში - განისაზღვრა ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა. მაშინ ბევრისთვის გაუგებარი იყო ეს, ეგონათ, რომ პოპულიზმი იყო. მაგრამ ნახეთ, ძალიან მალე რა მოხდა - დღეს ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 25-ში უკვე დაკანონებულია ერთსქესიანი ქორწინება. ე.ი. მაშინ საჭირო ყოფილა ინიციატივა, რომელიც კონსტიტუციაში შევიტანეთ. ანალოგიურად, დღეს ჩვენ ვუყურებთ ტენდენციებს, რომელიც ევროპაში, ამერიკაში ხდება, რომ ეს ყველაფერი არ არის კარგის მომტანი. ეს არის აღვირახსნილი კამპანია. საბავშვო ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან გოგოს ან ბიჭს, თუ შენი სქესი არ მოგწონს, შეგიძლია გადაიკეთოო. მშობლების თანხმობის გარეშე. ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ ჩვენ, ეს არის ანტიადამიანური, დემონური ინიციატივები და ამას სჭირდება გაფრთხილება, ჩაკეტვა. ამიტომაა აუცილებელი და დროული ეს ინიციატივა და სჭირდება ბოლომდე მიყვანა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 მარტისთვის
- ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს
- "მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1.5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისაგან" - მიხეილ სააკაშვილი
- "შეიცვლება თუ არა თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობა და რას გეგმავს ბრიუსელი?!" - გია ხუხაშვილი
