"ევროკავშირში უკრიანის წევრობის დასაწყისი დღეიდან აითვლება" - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირში უკრიანის წევრობის დასაწყისი დღეიდან აითვლება, – ამის შესახებ მან ევროკავშირში უკრაინის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალური დაწყების კომენტირებისას სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
ლუქსემბურგში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე დღეს პირველი მთავრობათაშორისი კონფერენცია იმართება, რომელზეც მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყება. მანამდე ევროპულმა საბჭომ დაამტკიცა უკრიანისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოები.
„დღეს არის ისტორიული დღე, როდესაც ჩვენ გადავდივართ უკრაინის წევრობის შესახებ ევროკავშირთან ფაქტობრივ, რეალურ მოლაპარაკებებზე. 2022 წლის 28 თებერვალს, ფართომასშტაბური ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ხელი მოვაწერეთ წევრობის განაცხადს. თითქმის ორი წლის წინ, 2022 წლის ივნისში მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, გასული წლის დეკემბერში კი – მოლაპარაკებების დაწყების პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუმცა სწორედ დღეიდან აითვლება ევროკავშირში ჩვენი წევრობის დასაწყისი: უკვე დღეს გაიმართება უკრაინისა და ევროკავშირის პირველი მთავრობათაშორისი კონფერენცია. მადლობა თითოეულს, ვინც იცავს უკრაინას, ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ხალხს. მადლობა გუნდს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ ევროკავშირის ნაწილი გავხდეთ. ჩვენ ვერასდროს გადაგვახვევინებენ გაერთიანებული ევროპისკენ გზიდან, ჩვენი საერთო სახლისკენ – ყველა ევროპელი ერის სახლისკენ. სახლისკენ, რომელიც უნდა იყოს მშვიდობიანი!“ – დაწერა ზელენსკიმ.
სიახლეები
- "შიდა საქმეები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, არა ბიუროკრატებმა ბრიუსელიდან" - ილჰამ ალიევი
- "უცხოურმა აგენტურამ სცადა, რომ 9 აპრილიც გამოეყენებინა საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად" - ირაკლი კობახიძე
- რუსეთმა საქართველოს მოქალაქეს, გიორგი გოგლიძეს უკრაინაში “დაქირავებულ მებრძოლად ყოფნის” ბრალდებით 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
- "9 აპრილი იყო სამშობლოსთვის თავდადების, თავგანწირვის დიდი გამოვლინება, რომელმაც ჩვენში გააღვივა და გააძლიერა ეროვნული სული და დამოუკიდებლობის რწმენა"
- "ოცნების“ გამოცხადებული მთავრობა და მისი საპატიო თავმჯდომარე ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას" - პარტია „გახარია საქართველოსთვის“