,,წინა არჩევნებზე ყველას გვახსოვს პროპაგანდა „გარეჯი საქართველოა“, „კაცი კაცია და ქალი ქალი“, ახლა ყოველდღე „ომი გინდა?“ გვესმის"- მამუკა ხაზარაძე
„მატყუარა ივანიშვილი დიდი საშიშროება გახდა ჩვენი ქვეყნისთვის და მომავლისთვის. მის ავანტიურებსა და ტრიუკებს, რომლებსაც შუშის კოლბიდან შეშინებული აკეთებს, არაფერი საერთო არ აქვს ქვეყნის განვითარებასთან, რეალურ მშვიდობასთან და რაიმე ხელშესახებ პროგრესთან.
ეს რუსული ნარატივები ემსახურება მხოლოდ ერთს - გადაირჩინოს თავი, აჩვენოს თავის პატრონს, რომ დავალებას ასრულებს და ქვეყანას უცვლის ევროპულ არჩევანს.
წინა არჩევნებზე ყველას გვახსოვს პროპაგანდა “გარეჯი საქართველოა”, “კაცი კაცია და ქალი ქალი”, ახლა ყოველდღე “ომი გინდა? “ გვესმის. ეს არის ეფ-ეს-ბეს კაბინეტებში დაწერილი, იაფფასიანი პროპაგანდისტული გზავნილები, რომლებსაც მშიშარა, “უხეირო დიქტატორი” ასე ურცხვად ახვევს თავს ქართველ ხალხს. გარეჯის საკითხის გადასაწყვეტად ერთი ნაბიჯი თუ მაინც გადადგა
რუსულმა ოცნებამ?! - რა თქმა უნდა, არცერთი!
ეს სიბნელე უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში! დროა ყველა ასეთ ბინძურ რუსულ პროპაგანდას წერტილი დაესვას!
მტკიცე სიმართლე, ევროპული ანუ ეროვნული არჩევანი, "ილიას გზა" და ერის გაერთიანება არის ერთადერთი სწორი გზა, რომელიც ჩვენს
ხალხს გამარჯვებამდე და ევროპულ სახლამდე მიიყვანს!
26 ოქტომბერს ბიძინა წავა თავისი რუსული ოცნებებით მოსკოვში - იქ, საიდანაც დავალებებს იღებს და სადაც პატრონები ელოდებიან!
ქართველი ხალხი ამ ბოროტებაზეც გაიმარჯვებს!“ - წერს მამუკა ხაზარაძე.
სიახლეები
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
- ,,რომელ პარტიასაც წარმოვადგენ, მათ ვეტყვი: არასდროს ვიყოთ ვინმეს ხელშემშლელები, სადაც ერთიანობა იქნება, იქ ვიყოთ - გთხოვთ, ვინც ამბობს, რომ ერთიანობა არ უნდა, თავი დავანებოთ, მათგან ზოგი ჩვენს საქმეს აკეთებს''- ლევან ხაბეიშვილი
- ,,ძალიან მოიმატა რესპირატორულ სინციტიურმა ვირუსმა, რომელიც 3 წლამდე ბავშვებში ბრონქიოლიტის განვითარებას განაპირობებს და 60 წელს გადაცილებულ პირებში ფილტვების ანთებას'' ამბობს ივანე ჩხაიძე
- ,,მკაცრი იქნება მიდგომები, მკაცრი იქნება ყურადღებაც და შევეცდებით, არც ერთი სამართალდარღვევა, თუკი ეს გამოვლენილი იქნება, არ დარჩეს სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშე"- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ სოციალურად დაუცველთა ბაზის შემოწმებაზე
- იმერეთის პოლიციამ არასრულწლოვანის მიმართ ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავა