" 5 მაისს, აზერბაიჯანელები დაკეტავენ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილს... მზად არის საზოგადოება დადგეს ჩვენი მიწა-წყლის დასაცავად?"
დავით ქაცარავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"როგორც ირკვევა, 5 მაისს, აზერბაიჯანელები დაკეტავენ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის იმ ნაწილს, რომლის გამოც რამდენიმე დღის წინ საზოგადოებამ დააფიქსირა თავისი მტკიცე პოზიცია.
(იმედია ეს ასე არ მოხდება)
არ დავიწყებ საუბარს იმ უსუსტეს რეაქციაზე, რომელიც დავინახეთ პოლიტიკოსების მხრიდან.ეს ისედაც ნათელია.
თუ აზერბაიჯანელები გაბედავენ და განახორციელებენ თავის გეგმას, მზად არის საზოგადოება დადგეს ჩვენი მიწა-წყლის დასაცავად?
მოსაფიქრებლად გვაქვს სულ რამდენიმე დღე.
გულწრფელად გეტყვით - არ მაქვს არანაირი იმედი იმისა, რომ მთავრობა ღირსეულ პასუხს გასცემს აზერბაიჯანულ მხარეს. იმედია ვცდები.
ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" დადგება დავიდ გარეჯშიც.
მოვუწოდებ მთავრობას ღირსეული პასუხი გასცეს ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანულ სახელმწიფოს.
მოვუწოდებ საზოგადოებას მოემზადოს ჩვენი ტერიტორიების დასაცავად, ვინაიდან ჩვენი მთავრობის იმედი არავის აქვს.
ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ღირსეული წინაპრების ღირსეული შთამომავლები ვართ!
ძალა ერთობაშია!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
ქრისტე აღდგა!"– წერს დავით ქაცარავა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 თებერვლისთვის
- "ბაჩიაშვილის „ქეისი“ არის კლასიკური ნიმუში, როგორ მოქმედებს მაფიოზური სახელმწიფო" - მიხეილ სააკაშვილი
- "მაბრალებენ იმას, რაც მე დავიწყე ქვეყანაში: ქოლ-ცენტრების მხილება"- ელისო კილაძე სასამართლოში
- "ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ 5-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდეს უმუშევრობა ქვეყანაში" - ირაკლი კობახიძე
- "6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვა ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს" - დიმიტრი ხუნდაძე