“4 ოქტომბრის „შემოქმედებმა“ საზოგადოების დემორალიზაციის კამპანია მაინც შეწყვიტონ, დროა - მოიგებს საქართველო ამ ომს” - სალომე სამადაშვილი
4 ოქტომბრის „შემოქმედებმა“ საზოგადოების დემორალიზაციის კამპანია მაინც შეწყვიტონ, დროა - ჩაივლის ყველაფერი, მოიგებს საქართველო ამ ომს. სასაცილოდ გამოჩნდება ყველა, ვინც ახლა განწირული ჰეროიზმის ნარატივით თრგუნავს საზოგადოებას, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ისტორიამ თავად უნდა შეაფასოს, თუ რა იყო 4 ოქტომბერი.
„4 ოქტომბრის „შემოქმედებმა“ საზოგადოების დემორალიზაციის კამპანია მაინც შეწყვიტონ, დროა. 4 ოქტომბრის 24 წლის აჯანყებასთან შედარებას რომ მოვრჩეთ, ამაზე შევთანხმდეთ, არაა დრო?
არც გასული საუკუნის 20-იანი წლებია, არც ბიძინაა სტალინი, და ჩვენც 30 წელია უკვე დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. განწირული ბრძოლების ანალოგიები ემსახურება მტრის ინტერესებს.
არაა ეს ქვეყანა განწირული. აცალეთ ისტორიას, თავად შეაფასოს, რა იყო 4 ოქტომბერი.
ჩვენ რაც ვიცით დამაიმედებელია - არ იმუშავა სუს-ის პროვოკაციამ, ხალხის დიდ ნაწილს სჯერა, რომ პოლიტიკური უპასუხისმგებლობის შედეგია, რაც მოხდა. ხალხი უთანაგრძნობს მსხვერპლს, ახალ პატიმრებს. ეს ჯანსაღია.
არანაირი ზეგავლენა არ მოახდინა ამ პროვოკაციამ რწმენაზე, რომ ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს, სწრაფად. ვერავინ მოატყუა რეჟიმმა, ვერც ქვეყნის შიგნით, ვერც გარეთ.
ჩაივლის ყველაფერი, მოიგებს საქართველო ამ ომს. სასაცილოდ გამოჩნდება ყველა, ვინც ახლა განწირული ჰეროიზმის ნარატივით თრგუნავს საზოგადოებას“.
სიახლეები
- ,,ჟურნალისტის მხრიდან წესების დარღვევის პირველ ჯერზე აკრედიტაცია ერთი თვით, მეორე ჯერზე კი ერთ წლამდე ვადით შეჩერდება" – შალვა პაპუაშვილი
- საპროცესო შეთანხმება 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებულ კიდევ 6 პირს გაუფორმდება
- ,,ვიზალიბერალიზაციას აქვს თავისი პროცედურები, წინაპირობები"- შალვა პაპუაშვილი
- ,,ყოჩაღ გვარამიას, ამდენი იწვალა და ბოლოს მაინც გადაცმულ ,,ჩერგოდ” მომგვევლინა"- ანა წითლიძე
- ფილიპინებში ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა – გამოცხადდა ცუნამის გაფრთხილება