April 22, 2026

,,ყველამ კარგად იცის, ბრიუსელი რას აკეთებს, როგორი შემოტევები იყო „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით"- კახა კალაძე

„ყველამ კარგად იცის, ბრიუსელი რას აკეთებს, ერევა თუ არა – როგორი შემოტევები იყო „ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, ერევა თუ არა ბრიუსელი სხვა ქვეყნების პოლიტიკაში, იმ მაგალითიდან გამომდინარე, რომ ევროპულმა მართლმსაჯულებამ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის შეთანხმების მეორე მუხლი, რომელიც ეხება საერთო ფასეულობებს, კონკრეტულად კი ლგბტ კანონს, რომელიც ბუდაპეშტმა 2021 წელს მიიღო, ბრიუსელმა ამასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა.

„ყველამ ძალიან კარგად იცის, ბრიუსელი რას აკეთებს, ერევა თუ არა. გვახსოვს, როდესაც ჩვენ „ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ“ კანონი მივიღეთ, როგორი შემოტევები იყო აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს დღესაც გრძელდება. პირდაპირ რეზოლუციებსაც იღებენ, მოწოდებებია, რომ აღნიშნული კანონი იყოს გაუქმებული. საბოლოო ჯამში, საბოლოოდ ყველას სთხოვენ იგივეს, ეს დამოკიდებულება აქვთ როგორც ევროკავშირის ქვეყნებთან, ისე იმ ქვეყნებთან, რომელთაც გაცხადებული აქვთ ევროკავშირის გზა. ჩვენ ვნახეთ ბოლო წლების განმავლობაში თუ რა შემოტევები, შანტაჟი, მუქარები იყო ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადება, რომ არავის პირად ცხოვრებაში არ ვერევით, ვისაც როგორ უნდა, ისე იცხოვროს, მაგრამ ამის პროპაგანდა დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წაკითხვა 128 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.