დიდი ბრიტანეთი მომავალ თაობებს თამბაქოს ყიდვას უკრძალავს – პარლამენტმა კანონი დაამტკიცა
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული პირებისთვის თამბაქოს მიყიდვას კრძალავს.
ინიციატივა ე.წ. „თაობობრივი აკრძალვის“ პრინციპზეა დაფუძნებული და ითვალისწინებს, რომ აღნიშნული თარიღის შემდეგ დაბადებული მოქალაქეები თამბაქოს პროდუქტების შეძენას ლეგალურად ვერასდროს შეძლებენ.
კანონის ამოქმედებას საბოლოოდ ფორმალური პროცედურა – სამეფო დამტკიცება (Royal Assent) ესაჭიროება, რის შემდეგაც იგი ძალაში შევა.
დოკუმენტი ასევე მოიცავს რეგულაციებს ელექტრონული სიგარეტების პროდუქტების მიმართ, მათ შორის არასრულწლოვანებზე მათი ხელმისაწვდომობის შეზღუდვას.
ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით, ცვლილებების მიზანი თამბაქოს მოხმარების ეტაპობრივი შემცირება და მომავალი თაობების დაცვაა.
მედიის თანახმად, კანონის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მსგავსი შეზღუდვებით, შესაძლოა შავი ბაზრის ზრდას შეეწყოს ხელი, ხოლო მხარდამჭერები მას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებენ.
სიახლეები
- ,,სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია „ნაცმოძრაობამ“ არაფერი იცის, არც გაუკეთებია და არც შეუძლია"- ნიკა გვარამია
- ,,მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია"- თამარ ჩერგოლეიშვილი
- ,,საქართველოში ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ლტოლვილსა და მათ შთამომავალს აქვს უფლება დაუბრუნდეს საკუთარ სახლს"-ანალენა ბერბოკი
- ,,მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას"- მაკა ბოჭორიშვილი
- გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო
