"ვერც შიმშილმა, ვერც გაყალბებულმა არჩევნებმა ისე ვერ გაგვაბრაზა როგორც მოღალატე ხელისუფლების დღევანდელმა უტიფრობამ"
ირინა სარიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"წინა დღეების კოშმარი, რომელიც ხელისუფლების ხელშეწყობით ვნახეთ და რომელმაც დაგვთრგუნა, მოულოდნელად დღევანდელი დღის გარდატეხით შეიცვალა! ბუმერანგივით მიუბრუნდა ხელისუფლებას რასაც საკუთარ ხალხს უმზადებდა და ეხლა სკამების დაკარგვის შიშით პატრიოტობას თამაშობენ მონები!
არა მგონია სწორი იყოს ამ სიტუაციაში რაღაც ვერსიებზე საუბარი რომ ამას ვიღაც აწყობს იმიტომ რომ ასეა საჭირო და კიდევ ათასგვარი ვარიანტი.
როგორც არ უნდა იყოს, ის რაც დღეს ხდება ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგია!
ბრაზი რომელმაც მოიცვა თითოეული ჩვენგანი თამაში არ არის და ესაა მთავარი!
რუსი ოკუპანტი, რომელიც ვეღარ გრძნობს აქ თავს როგორც თავის სამშობლოში და სამარცხვინოდ აპარებენ, ესაა მთავარი!
ვერც შიმშილმა, ვერც გაყალბებულმა არჩევნებმა ისე ვერ გაგვაბრაზა როგორც მოღალატე ხელისუფლების დღევანდელმა უტიფრობამ და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი!
და თუ შუა გზაზე არ გავჩერდებით და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, ვისი ჩანაფიქრიც არ უნდა იყოს ეს, მაინც ყველაფერი ისე დასრულდება როგორც ამ ქვეყანას ჭირდება.
რას ნიშნავს ბოლომდე მიყვანა?
1.რუსმა დეპუტატებმა უნდა დატოვონ საქართველოს საზღვრები;
2. შსს მინისტრი რომელმაც დაუშვა რუსი დამნაშავეების საქართველოში შემოშვება უნდა გადადგეს;
3. პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც საკუთარი ნებით და წინასწარ გაწერილი გეგმით დაუთმო სავარძელი რუს ოკუპანტს უნდა გადადგეს;
4. ყველა დეპუტატს, რომელიც ამ გეგმაში მონაწილეობას იღებდა უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება;
5. უწყვეტი აქციების ფონზე პარლამენტთან, შუშის სახლთან, უნდა შეიცვალოს საარჩევნო კანონი და აქციების ფონზევე უნდა დაინიშნოს და ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები!
ეს იქნება ივანიშვილის მმართველობის დასასრული საქართველოში!
ამ ყველაფერს კი ოპოზიციის ერთიანობასთან ერთად ხალხის სიმრავლე და გამძლეობა სჭირდება!
ვიქნებით ბევრი და ერთად – ყველაფერი გამოვა!" - წერს ირინა სარიშვილი.
სიახლეები
- “პატრიარქის არჩევნები ეკლესიის შიდა საქმეა და ჩარევა არავინ არ უნდა სცადოს...” - სანდრო თვალჭრელიძე
- "ეს ძალიან სწრაფად დასრულდება, თუ იმას გააკეთებენ, რაც უნდა გააკეთონ - ჩემი ნება რომ იყოს, ნავთობს ავიღებდი, დავიტოვებდი და ბევრ ფულს ვიშოვიდით"
- საქართველოში შესაძლოა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა დაინერგოს
- "შუა დერეფანი გაივლის აზერბაიჯანსა და საქართველოს, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირატესი არტერია"- ილჰამ ალიევი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 აპრილისთვის