"კატეგორიულად არ შეიძლება არდადეგებზე და დასვენების დღეებში ბავშვის მეცადინეობა"
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
"ერთი ოქროს ფეისბუქელის სტატუსის პასუხია და ბარემ აქაც დავწერ, მაინც, რომ იცოდეთ მშობლებმა, რომელთაც სამართლიანად მიგაჩნიათ, რომ განათლება და ცოდნაა მთავარი აუცილებლობა და მუდმივად ცდილობთ საამისო პირობები შეუქმნათ ბავშვებს, - კატეგორიულად არ შეიძლება არდადეგებზე და დასვენების დღეებში ბავშვის მეცადინეობა.
დასვენებაც დისციპლინაა და ამის ჩვევა, თავის დაჯილდოება, საქმისგან გათიშვის უნარი ბავშვობიდან უნდა გამომუშავდეს. ბავშვებში კი, მათი ნეირონების განვითარების თვალსაზრისით, თავისუფალ დროს მეცადინეობის თანაბარი, თუ მეტი არა, მნიშვნელობა ენიჭება. ადამიანს უნდა ჰქონდეს დრო, როცა რაც სიამოვნებს, მხოლოდ იმას აკეთებს. გარდა თამაშით განვითარებისა, საკუთარი ფიქრის ჩამოყალიბების დროისა, ასე სწავლობს ის უმთავრესს - სიცოცხლისგან სიამოვნების მიღებას", - წერს ფანჯიკიძე.
სიახლეები
- რისთვის გამოჰყავს ხალხი "ალიანსს" 26 მაისს
- "ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ მზაკვრული გეგმა ჩავშალეთ, რაც დღემდე ვერ უპატიებია პუტინს" - მიხეილ სააკაშვილი
- "ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი გეოგრაფიაში ვერ ერკვევა, ჰგონია, რომ საქართველოს შეიძლება თავზე გადაახტე და ევროპა აზიას დააკავშირო"
- "გილოცავთ გიორგობას, წმინდა გიორგის ლოცვით უფალმა გააძლიეროს, გაამთლიანოს საქართველო, დაიფაროს ჩვენი ეკლესია და ყოველი თქვენგანი"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 მაისიდან