"გული აქვს ნაფლეთებად ქცეული ახლა" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე მამა კირიონზე

ფსიქლოგი ნათია ფანჯიკიძე დავითგარეჯთან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, მამა კირიონის ღვაწლსაც შეეხო:

"დიდი ხანია ჯგუფურ, ან რომელიმე გუნდის თუ საზოგადოების ნდობას არაფრად არ ვცნობ, ცალკეულ ინდივიდებს ვენდობი გამორჩევით. მამა კირიონს ვიცნობ და ვიცი, უკვე რამდენი წელია ამაგრებს მისთვის უწმინდეს ადგილს, რომ როცა მთავრობას სძინავს, მაშინ არ მოგვპაროს ვინმემ, ან როცა მთავრობა ფხიზელი უფრო საშიში ხდება არაკომპეტენტურობის გამო, ვიდრე მძინარე, მაშინ არ წაგვართვას ვინმემ. აგერ ახლაც, ერთი არასწორი, უხეში შეხება თემასთან და დაიძრა სახიფათო მეწყერი. ჩემი გულისტკივილი და სოლიდარობა მამა კირიონს, რადგან ვიცი, ერთერთია იმ მცირეთაგან, ვისაც საზეპიროდ არა აქვს ქვეყნის სიყვარული და ვიცი, გული აქვს ნაფლეთებად ქცეული ახლა. ოღონდ მტკიცედ მწამს, მისი ეს ნამდვილი სიყვარული და ერთგულება შესმენილი იქნება და იგივე ბედი არ ეწევა გარეჯს, რასაც ჩვენივე ხელით ვმართებთ ხშირად საკუთარ კულტურას. გარეჯს ეს ერთი კაცი მაინც ჰყავს, ნამდვილად შეყვარებული. აზერბაიჯანი არასდროს ყოფილა ქრისტიანული ქვეყანა, ვერაფრით იქნებოდა ქრისტიანული კულტურის ძეგლი მათი, მაგრამ ასე რომ მოსწონთ, აშკარაა, ჩვენი შექმნილის ფასი ჩვენზე მეტად სცოდნიათ, აღიარებაა ერთგვარი. იმედი მაქვს, ქვეყნებს შორის მეგობრობის გამოცდილება შეგვაძლებინებს მოლაპარაკებას", - წერს ნათია ფანჟიკიძე სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 1067 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.