"გადამოწმების მიზნით ჩატარებულ ხელმეორე ანალიზში არაფერი გამოვლინდა"
მსახიობ ნანკა კალატოზიშვილის ძმა, მისი დის შვილისთვის დასმული არასწორი დიაგნოზის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც გიორგი კალატოზიშვილი წერს, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტი ერთ კლინიკაში დადებითი აღმოჩნდა, რაც სხვა ლაბორატორიებში არ დადასტურდა.
,,ჩემ დის შვილზე, დანიზე: ერთმა კლინიკამ - კორონავირუსი აქვსო.
სხვა ლაბორატორიაში გადამოწმების მიზნით ჩატარებულ ხელმეორე ანალიზში არაფერი გამოვლინდა.
100%-იანი გარანტიისთვის ლუგარის ცენტრში დღეს ჩაუტარდა დანის გამოკვლევა და გვითხრეს ის, რომ იმის ნიშანი, ან კვალი არსად ჩანს, რომ გადაიტანა.
ახლა ისმის კითხვა - უნდა ვუჩივლოთ თუ არა პირველ ლაბორატორიას მორალური ზიანისთვის, ფსიქოლოგიური ტრამვისთვის და 7 წლის ბავშვის სტრესში ჩაგდებისთვის?!
Ministry Of Labour, Health And Social Affairs Of Georgia რატომ არ აკონტროლებთ სათანადოდ ასეთ ლაბორატორიებს?! სტრესის გარდა ნანკამ ამ სამ კლინიკაში ჯამში 600 ლარი დახარჯა და რომელ კრიზის მენეჯმენტზე და წარმატებულ ჯანდაცვის სისტემაზე მელაპარაკებით, ფულის მკეთებელი კანტორები ვერ გაგიკონტროლებიათ!", - წერს გიორგი კალატოზიშვილი.
სიახლეები
- გორის სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადამ 75 წლამდე ასაკის ქალბატონის სიცოცხლე გადაარჩინა
- ,,სანამ „ალდე“ და ქალბატონი კოსი არ გაემიჯნებიან ტერორისტს, მანამდე მათი ყველა სიტყვა არასერიოზულია"- შალვა პაპუაშვილი
- ,,ფაქტია – სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ არსებობს, ის არის ესკალაციის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისა და საქართველოს სუვერენიტეტის უცხოსთვის ჩაბარების ინსტრუმენტი” – შალვა პაპუაშვილი
- ,,ბევრ ადამიანს მართვის მოწმობა შემოსავლის წყაროსთვის სჭირდებოდა, ეს ინიციატივა კი მათ ამის შესაძლებლობას დაუბრუნებს"- შალვა პაპუაშვილი
- ამინდი მკვეთრად უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება