March 20, 2026

საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში, 21 და 22 მარტს, სამგლოვიარო ზარებს დარეკავენ

საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში, 21 და 22 მარტს, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარებს დარეკავენ.

ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, სამგლოვიარო ზარი ეკლესია-მონასტრებში პატრიარქის დაკრძალვის დღის - 22 მარტის ჩათვლით დაირეკება.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.

წაკითხვა 74 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.