სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე დაესწრება

,,დადასტურდა ცნობა, რომ საქართველოში სტუმრად ჩამოვა მისი ყოვლად უწმინდესობა, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ბართლომეოსი, რომელიც ილია მეორეს წაუკითხავს მიცვალებულის მსახურებისთვის დაკავშირებულ ლოცვას და აღავლენენ ამ მართლმადიდებლურ მსახურებას”, – ამის შესახებ დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი აცხადებს.

როგორც დეკანოზი განმარტავს, ამავდროულად, ჩამოვლენ სხვა დელეგაციები სხვადასხვა ქვეყნიდან.

,,ეს არის ჭეშმარიტად გულიდან წამოსული გლოვა და უდიდესი სევდა, რომელმაც მოიცვა თითქმის ყოველი ქრისტიანი. კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის, როგორც ერთ-ერთი მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის მწყემსის გარდაცვალება გახდა ძალიან დიდი წუხილი სხვადასხვა ავტოკეფალიური ეკლესიისთვისაც. ჩვენ მივიღეთ სამძიმრის წერილები თითქმის ყველა ავტოკეფალიური ეკლესიიდან და ვიცით, რომ მისი უწმინდესობის დაკრძალვის დღეს საქართველოში სტუმრად ჩამოვა სხვადასხვა დელეგაცია. თითქმის დადასტურდა ცნობა, რომ საქართველოში სტუმრად ჩამოვა მისი ყოვლად უწმინდესობა, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ბართლომეოსი, რომელიც მას, რა თქმა უნდა, წაუკითხავს მიცვალებულის მსახურებისთვის დაკავშირებულ ლოცვას და აღავლენენ ამ მართლმადიდებლურ მსახურებას. ამავდროულად, ჩამოვლენ სხვა დელეგაციები სხვადასხვა ქვეყნებიდან. კონკრეტული სია ალბათ გამოქვეყნდება და ყველასთვის გახდება ცნობილი სულ მალე.

ჩვენ ვიცით, რომ ეს მოხდება კვირას, როდესაც აღევლინება საგანგებო ლიტურგია. კვირა დღე არის დიდი მარხვის მეოთხე კვირიაკე, როდესაც ეკლესია აღნიშნავს წმინდა იოანე სინელის ხსენებას და სწორედ ეს იქნება ის დღე, როდესაც მოხდება მისი უწმინდესობის დაკრძალვა ლიტურგიის შემდგომ.

ახლა გარკვეული ტიპის რეგულაციები დაწესდა ტაძარში. როდესაც ახალი მოსვენებული იყო მისი უწმინდესობა, თქვენ ალბათ დაინახეთ, რომ ხალხის ნაკადი ძალიან ძლიერი იყო და ახლა გარკვეული ტიპის ჯებირები დაყენდა ტაძარში, დაწესდა წესები, შესასვლელი კარიბჭე – ასევე, ის თუ რომელი კარიბჭიდან უნდა გავიდეს გამავალი ხალხი. ყველაფერი არის უკვე ძალიან წესრიგში მოყვანილი”, – აღნიშნავს თეიმურაზ თათარაშვილი.

წაკითხვა 77 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.