ამ გვერდის ამობედვა

"ქუთაისი-2010" საკანდელიძე - ქორქიას მემორიალის საპატიო პრიზს მეხუთედ დაეუფლა

ქუთაისის საკალათბურთო კლუბი "ქუთაისი-2010" ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის გამარჯვებულია.

რიგით მე-17 მემორიალური ტურნირის ფინალში, "ქუთაისი 2010"-მა ანგარიშით: 93:78 სძლია თბილისურ "მეგას" და ისტორიაში მეხუთედ დაეუფლა საპატიო პრიზს.

 

"მეხუთედ მოიპოვეს ეს ტიტული ქუთაისელმა კალათბურთელებმა. ვულოცავ კლუბს და ყველა გულშემატკივარს! კიდევ უფრო მეტ წარმატებას და სპორტულ მიღწევებს ვუსურვებ "ქუთაისი 2010"-ის გუნდის ყველა წევრს!"- განაცხადა ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა.

 

"ქუთაისი 2010"-ს ლეგენდარული კალათბურთელების მემორიალური ტურნირი აქამდე 4-ჯერ აქვს მოგებული: 2016, 2017, 2018 და 2021 წლებში.

წაკითხვა 401 ჯერ

სიახლეები