"ნაციონალური მოძრაობა“ რაგბიში საქართველო-რუსეთის მატჩთან დაკავშირებით მძიმე პროვოკაციას გეგმავს"
"ნაციონალური მოძრაობა", უკრაინის მხარდაჭერის მოტივით, სხვადასხვა მძიმე პროვოკაციას გეგმავს, რაც საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული ფსევდოპატრიოტული, რუსული სცენარის ნაწილია," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჩიქოვანი 27 თებერვალს თბილისში რაგბში საქართველო-რუსეთის მატჩთან დაკავშირებით მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობს, რომელსაც მისი თქმით, შესაძლოა საქართველოს ნაკრების მიმართ სანქციები მოჰყვეს.
ამასთან, როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, გასული დღეების განმავლობაში ჩატარდა ევრონესტის საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრა, სადაც საქართველოს დელეგაციამ მხარი დაუჭირა ევრონესტის ბიუროს გზავნილებს, რომელიც ეხებოდა უკრაინას და იყო მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი და სოლიდარობის გამომხატველი.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც არიან დელეგაციის შემადგენლობაში, საერთოდ არ მიუღიათ მონაწილეობა სხდომაში.
"ამავდროულად, სხვა ინფორმაციების პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია იმ მძიმე პროვოკაციის შესახებ, რომელიც რაგბის ეროვნული ნაკრების რუსეთის ნაკრებთან შეხვედრას უკავშირდება და რომლის ყველაზე მსუბუქი ნეგატიური შედეგი შეიძლება ჩვენი ნაკრების მიმართ სანქციების დაწესება იყოს.
გარდა ამისა, ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ბოლო დღეების რიტორიკა და ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა რუსული თამაში, რადგან მათი ყველა ნაბიჯი საქართველოში მშვიდობის წინააღმდეგაა მიმართული," – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, რეგიონსა და გლობალურ დონეზე არსებული უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე ამ სიტუაციის საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოყენება, მხოლოდ და მხოლოდ, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.
ამასთან, როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სხვადასხვა დანაყოფები უკრაინის მხარდამჭერ არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტს არ უერთდებიან.
"პარალელურად, ვითომდა უკრაინის მხარდაჭერის მოტივით, სხვადასხვა მძიმე პროვოკაციის განხორციელებას გეგმავენ, რაც საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული ფსევდოპატრიოტული, რუსული სცენარის ნაწილია.
მოვუწოდებთ მათ, დროებით მაინც შეძლონ საკუთარი პარტიის ინტერესებზე მაღლა დადგომა და ამ ურთულეს სიტუაციაში მაინც იმოქმედონ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან დღეს ნამდვილად არ არის შიდაპარტიული, აბსოლუტურად უშედეგო კინკლაობის დრო. ეს მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს აზიანებს," - განაცხადა ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, რაგბიში საქართველო-რუსეთის მატჩი 27 თებერვალს გაიმართება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მატჩზე მაყურებლების 50 პროცენტი იქნება დაშვებული.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის 18:00 საათზე დაიწყება
სიახლეები
- "ქვეყნის გადარჩენისთვის ერთადერთი გამოსავალი არის ხალხმრავალი, შეუჩერებელი, მყარი და მშვიდობიანი დემონსტრაციები"
- "ევროპაში, ამერიკაში აღვირახსნილი კამპანიაა, საბავშვო ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან, თუ შენი სქესი არ მოგწონს, შეგიძლია გადაიკეთოო - ეს არის ანტიადამიანური, დემონური ინიციატივები და ამას სჭირდება ჩაკეტვა"
- "კანონი არ არის ბიძინა ივანიშვილი, კანონი არ არის ირაკლი კობახიძე, კანონი არის კანონი, რომელმაც უნდა დაიცვას ქართველი ხალხი"
- "საჭიროა აშშ-სთან მუშაობა, დიალოგი და საუბარი" - ირაკლი ღარიბაშვილი კონგრესმენების წერილზე
- "ჩვენი უმთავრესი საგარეო პრიორიტეტი ევროკავშირის წევრობაა და ამისთვის ყველაფერი კეთდება" - პრემიერი