ქუთაისში ევროპის ორგზის ჩემპიონის აკაკი კიბორძალიძისა და ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი გაიმართა ძიუდოში
ქუთაისში ევროპის ორგზის ჩემპიონის აკაკი კიბორძალიძისა და ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი გაიმართა ძიუდოში.
ტურნირის გახსნას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და საკრებულოს დეპუტატი, სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის ხელმძღვანელი ბექა ქებულაძე დაესწრნენ.
ტურნირი ორდღიანი იყო და ის ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩატარდა. საერთაშორისო ტურნირში სპორტსმენები მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, ასევე, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან.
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები და სპორტსმენები შესაბამისი ხარისხის მედლებით, დიპლომებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.
სიახლეები
- ირანმა შეიძლება თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენს დაარტყას
- ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს 30 დრონი დააფიქსირეს
- "ვგმობთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას" - საქართველოს საგარეო უწყება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 მარტისთვის
- "ირანში კონფლიქტმა შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეანელოს" - ვოლოდიმირ ზელენსკი