„მწვრთნელობა საპასუხისმგებლო პროფესიაა“ - ლევან თევდორაძე
სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს ბევრი შესანიშნავი მწვრთნელები ჰყავდა, მათ შორის, კარატეში და მათი სახელი საერთაშორისო ტურნირების მასშტაბითაც იყო ცნობილი. კარატეში ერთ-ერთი გამორჩეული, საკუთარი წარმატებებით კი ლევან თევდორაძეა.
ამჯერად მასზე უნდა გიამბოთ, რადგან ის საკუთარი საქმის პროფესიონალია, არაერთი საერთაშორისო შეჯიბრების გამარჯვებულია, შემდეგ უკვე, პარალელურად, მწვრთნელის რანგშიც მოგვევლინა. იგი მონაწილეობას იღებდა როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ტურნირებზე და მრავალი მადლობის სიგელი მიიღო საუკეთესო მწვრთნელობისთვის.
თანამედროვე ეპოქაში თითქოს ყველაფერი უკვე აღმოჩენილი და ნაცადია, თუმცა, ცხადია, სპორტის სახეობებიც მუდმივ განვითარებას განიცდის და ქართველმა სპორტსმენმა ლევან თევდორაძემ ამ დიდ საქმეში თავისი წვლილიც შეიტანა. ახალგაზრდა სპორტსმენები მისი მითითებითა და გამოცდილების გაზიარებით წარმატებით ასპარეზობენ სხვადასხვა ქვეყნის შეჯიბრებებში.
ლევან თევდორაძე 1998 წელს საქართველოს პირველი ჩემპიონი გახდა და 2006 წლამდე ამ ტიტულს ეუფლებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლევანს 2006 წელს მწვრთნელის ლიცენზია მიენიჭა და ახალგაზრდა სპორტსმენების ჯგუფი გახსნა, სადაც სხვადასხვა ასაკის სპორტსმენ მოსწავლეებს ავარჯიშებდა. 2012 წელს კი უმაღლესი კატეგორიის მწვრთნელის წოდება მიენიჭა, რის შემდეგაც აჭარის კარატის ნაკრების მწვრთნელი გახდა. იგი აქტიურად ეძებდა ნიჭიერ, მოქნილ, ჯანსაღ, შრომისმოყვარე კარატისტებს და მის მიერ შერჩეულმა მომავალი თაობის სპორტსმენებმა არაერთი წარმატება მოუტანეს ჩვენს ქვეყანას.
ბოლო პერიოდში ყველაზე ცნობილი ქართველი კარატისტი (კუმიტეში) 37 წლის გოგიტა არქანია ლევან თევდორაძის მოსწავლე. მან 2014 წელს გერმანიის ქალაქ ბრემენში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, ამას გარდა, არის მსოფლიოს პირველობის (2008), ევროპის ჩემპიონატისა (2018) და ევროპული თამაშების (2019) ბრინჯაოს პრიზიორი. გოგიტა არქანია, ასევე, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობდა. ეს ფაქტი კი ნამდვილად დიდი მიღწევაა ქართულ სპორტში.
ბულგარეთის ქალაქ ალბენაში მე-14 მსოფლიო ჩემპიონატი შოტოკან კარატეში ჩატარდა, სადაც წარმატებით იასპარეზეს აჭარის ნაკრების წევრებმა. ვეტერანთა შორის სწორედ ლევან თედორაძემ იასპარეზა, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიგო. აღსანიშნავია, რომ ქართველმა პარაკარატისტმა ჯონი თოფურიამ, რომელიც ლევან თევდორაძის მოსწავლეა, ამჯერადაც ყველას აჯობა და დისციპლინა კატაში მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი მეხუთედ მოიგო. ის ასევე, ევროპის ჩემპიონატის ოთხგზის გამარჯვებულიცაა.
ლევან თევდორაძე FirstNews.ge-ს საკუთარი შრომისა და წარმატების შესახებ უყვება:
„ვიტყვი იმას, რომ ზოგადად, ჩემი სპორტული საქმიანობა საკმაოდ დატვირთული და აქტიურია და სწორედ ესაა ჩემი ცხოვრების მთავარი არსი, ვიყო კარგი სპორტსმენი და ჩემი ქვეყანა ვასახელო ამით. სხვადასხვა შეჯიბრებაში ასპარეზობამ დიდი გამოცდილება შემძინა, ყოველთვის უამრავ სპორტსმენთან მქონდა ურთიერთობა, ერთმანეთს ჩვენს აზრებსა და გამოცდილებებს ვუზიარებდით, მოსწავლეები მყავს, რომელთაც ჩემს ცოდნას გადავცემ. მწვრთნელობა ძალიან საპასუხისმგებლო, საინტერესო პროფესიაა და ისეთსავე დიდ ყურადღებას, მობილიზებას, გონებრივ ჩართულობას მოითხოვს, როგორც საბრძოლო ხელოვნება- კარატე. იმედი მაქვს, რომ ჩემი მოსწავლეების მოლოდინებს ყოველთვის გავამართლებ და მათ საკმარის გამოცდილებას გადავცემ,“- აცხადებს ჩვენთან საუბარში ლევან თევდორაძე.
ავტორი: ივლიტა გოგუა
სიახლეები
- დამწვარი და განადგურებული 15 ათასი კვ. მეტრის ფართობი - რამ გამოიწვია მასშტაბური ხანძარი “ვაგზლის” ბაზრობაზე
- ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ მრჩეველს, ალექსეი არესტოვიჩს სანქციები დაუწესა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 მაისისთვის
- უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის ქართული ენის ორსემესტრიანი სპეციალური კურსის გავლა სავალდებულო იქნება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 აპრილისთვის