"ჩემი მიზანია ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა" - მარიამ ჭანტურია
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე შერეულ გუნდურში იასპარეზა და მესამედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა.
საქართველოს ნაკრებმა (ეთერ ლიპარტელიანი, სოფიო სომხიშვილი, მარიამ ჭანტურია, ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი, ლუკა მაისურაძე, გურამ თუშიშვილი) პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანის გუნდი 4-0 დაამარცხა, შემდეგ 4-1 მოუგო ავსტრიას და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ასევე დამაჯერებლად - 4-0 დაამარცხა გერმანია და ფინალში იტალიასთან ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა. საქართველოს შერეული გუნდი აქაც საუკეთესო აღმოჩნდა - იტალია დაძაბულ შეხვედრაში 4-3 დაამარცხა და ისტორიაში მესამედ ჩემპიონობა იზეიმა.
საკუთარი წარმატების შესახებ FirstNews.ge-თან ძიუდოისტმა მარიამ ჭანტურიამ ისაუბრა:
"ბავშვობიდან აქტიური ბავშვი ვიყავი და პატარაობიდანვე გამიტაცა ზოგადად სპორტმა თავიდან ხელჩართული ბრძოლით დავიწყე და სამი წლის შემდეგ აღმოვაჩინე ჯუდო. ჩავერთე მთელი გულით ჩავერთე და დღემდე ასე გრძელდება."
- როგორია წარმატებისკენ მიმავალი გზა?
- წარმატებისკენ მიმავალი გზა ნამდვილად არ არის მარტივი, ძალიან მნიშვნელოვანია სწორად გათვლილი ვარჯიში და არა მხოლოდ, ამას დამატებული მუდამ რეჟიმში ყოფნა, ფსიქოლოგიური მზაობა და ა.შ.
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- ჩემი სამომავლო გეგმები კი არის ის, რომ განვავითარო საკუთარი თავი და მივაღწიო იმ მიზნებს, რაც მაქვს დასახული ჩემს სპორტულ კარიერაში. როგორც ყველა ათლეტის ჩემი მიზანია ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა.
სიახლეები
- “გეტყვით, რა მოხდება 4 ოქტომბერს, 20:00 საათისთვის...” - ვახტანგ ძაბირაძე
- "რუსეთს პატარა, უსახო მეომრებისგან შემდგარი არმია ჰყავს, რომელსაც ციფრულ „ბოტებს“ ეძახიან, ისინი დემოკრატიით მანიპულირებენ ევროპაში"
- შეხვედრა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის კურსდამთავრებულებთან მარნეულში
- საინფორმაციო შეხვედრა ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებთან
- ცესკოს თავმჯდომარე არჩევნებისთვის მზადების პროცესს მარნეულში გაეცნო