ამ გვერდის ამობედვა

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც კარიერულ ცვლილებები ელით სავსემთვარეობაზე

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ქალ­წულ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლად ასო­ცირ­დე­ბა და­საქ­მე­ბის თე­მას­თან. ამას­თან, ბევ­რმა შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­ცა­დოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნის გავ­ლე­ნის გა­მოც. კარ­მის პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნი ახლა თევ­ზე­ბის ნი­შან­შია, რაც ამ­ძაფ­რებს ემო­ცი­უ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და სიმ­წი­ფის თე­მას თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში. თევ­ზე­ბი კი ქალ­წუ­ლის მო­პირ­და­პი­რე ნი­შა­ნია.

სა­ტურ­ნი ყვე­ლა­ზე მკაც­რი მას­წავ­ლე­ბე­ლია ას­ტრო­ლო­გი­ა­ში. ის არა­სო­დეს გა­ჩუ­ქებთ რა­მეს ტყუ­ი­ლად, არა­მედ მხო­ლოდ შრო­მი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გამო. მაგ­რამ მისი სა­ჩუქ­რე­ბია ყვე­ლა­ზე მდიდ­რუ­ლია, ქა­ლებს შე­უძ­ლი­ათ შეხ­ვდნენ წარ­მო­უდ­გენ­ლად წარ­მა­ტე­ბულ და პა­სუ­ხის­მგე­ბელ მა­მა­კა­ცებს; კა­რი­ე­რა­ში მას ხში­რად მო­აქვს აღი­ა­რე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან.

 

24 თე­ბერ­ვალს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ქალ­წულ­ში სა­ტურ­ნის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ნი­შან­ში ხდე­ბა (თა­ვად თევ­ზებ­შია). ეს არის არ­ჩე­ვა­ნის ას­პექ­ტი, რო­დე­საც სამ­ყა­რო გა­ი­ძუ­ლებთ, მი­ი­ღოT გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­გორც ზრდას­რულ ადა­მი­ანს შე­ე­ფე­რე­ბა. კა­რი­ე­რულ სა­კი­თხებს მო­გი­წევთ ახა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ან ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის აღე­ბა.

 

ქალ­წუ­ლი

შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ღოთ და­წი­ნა­უ­რე­ბა, მაგ­რამ ამას­თან, მო­გე­მა­ტე­ბათ სე­რი­ო­ზუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ხალ­ხის წი­ნა­შე. ეს ის შემ­თხვე­ვაა, როცა შე­იძ­ლე­ბა თა­ნამ­დე­ბო­ბა მოგ­ცენ, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად ელო­დეთ, რომ საკ­მა­ოდ მკაც­რად მოგ­თხო­ვენ მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას.

 

თევ­ზე­ბი

შე­იძ­ლე­ბა კონ­ფლიქ­ტი გქონ­დეთ მე­ნე­ჯმენ­ტთან, იმის გამო, რომ თქვენ­გან უფრო მე­ტის გა­კე­თე­ბას ელი­ან. მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდეს უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი ბოსი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია უფრო მკაც­რად გა­უმკლავ­დეს სამ­სა­ხურ­ში ზო­გი­ერთ და­ვა­ლე­ბას.

 

მშვილ­დო­სა­ნი

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ხდე­ბა თქვე­ნი სტა­ტუ­სი­სა და მიღ­წე­ვე­ბის სექ­ტორ­ში, ასე რომ თქვენ ნამ­დვი­ლად შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ღოთ სე­რი­ო­ზუ­ლი და­წი­ნა­უ­რე­ბა და ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნის ფა­რულ მფარ­ვე­ლო­ბას­თან.

 

ლომი

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ხდე­ბა თქვენს ფი­ნან­სურ სექ­ტორ­ში, ასე რომ, ეს იქ­ნე­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მი­ი­ღოთ და­წი­ნა­უ­რე­ბა. აუ­ცი­ლებ­ლად იგ­რძნობთ თვით­შე­ფა­სე­ბის ამაღ­ლე­ბას და იმა­საც, თუ რამ­დე­ნად გა­ფა­სე­ბენ სხვე­ბი. მი­ი­ღებთ მხარ­და­ჭე­რას იმ ადა­მი­ა­ნის­გან, რო­მე­ლიც თქვენ­ზე მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეა.

 

ვერ­ძი

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ხდე­ბა თქვენს სა­მუ­შაო სექ­ტორ­ში. მო­სა­ლოდ­ნე­ლია უსი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტი თქვენს გუნდში ერთ-ერთ კო­ლე­გას­თან. შე­საძ­ლოა მცი­რე გა­უ­გებ­რო­ბა მოხ­დეს ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის გამო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა­ფე­რი თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყდე­ბა.

 

წყარო

წაკითხვა 116 ჯერ

სიახლეები