29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღეს თავს შეგახსენებენ წარსულის გადაწყვეტილებები და ეს არც თუ ისე სასიამოვნო იქნება თქვენთვის. შეიძლება ბევრი რაღაცის შეცვლა, ამიტომაც მაქსიმალურად შეეცადეთ. არ ენდოთ ყველა მეორეს - ბევრს შეიძლება ცუდი ჩანაფიქრი ჰქონდეს. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ მარტივ საქმეს მოკიდოთ ხელი, რადგან რთულ საქმეებს ვერ შესწვდებით.
კურო
დღეს აუცილებლად ფრთხილად უნდა იყოთ ურთიერთობებში - ბევრი ადამიანი ცუდი ჩანაფიქრით იქნება. კარგი იქნება თუ ჯანმრთელობას მიხედავთ: იყიდით ვიტამინებს, დაიწყებთ დღეს ვარჯიშით - ეს პატარა ცვლილებებიც კი თქვენზე პოზიტიურად იმოქმედებს. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ იყოთ წინდახედული და ნაკლებად იკამათოთ - ტყუილად დახარჯავთ დროს.
ტყუპები
დღეს წარსულის გადაწყვეტილებები გაგახსენებენ თავს, რომლებიც არც თუ ისე სასიამოვნო იქნება. იქნება პრობლემებიც, მაგრამ მის გადაჭრას შეძლებთ. მთელი დღის განმავლობაში მოგიწევთ თავიდან აიცილოთ პრობლემები და კამათი - ყველა ცდილობს, რომ ჩაგითრიონ კონფლიქტში. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ინიციატივა გამოიჩინოთ და ამით გამარჯვების შანსები გაიუმჯობესოთ.
კირჩხიბი
დღეს საუკეთესო დღე გაქვთ ინიციატივის გამოსაჩენად და ყველა პრობლემის გადასაჭრელად. ფრთხილად იყავით - დიდია ფატალური შეცდომის რისკი. დაფიქრდით სანამ რაიმეს გააკეთებთ და გადაამოწმეთ გაკეთებული საქმე. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ მოლაპარაკებები დანიშნოთ - აუცილებლად იპოვით საჭირო სიტყვებს.
ლომი
დღეს ემოციების მოთოკვა გაგიჭირდებათ. მაინც შეეცადეთ, რომ აკონტროლოთ რას ლაპარაკობთ - ნაკლებ პრობლემას შეიქმნით. დღეს ახლობლებს დასჭირდებათ თქვენი დახმარება, ამიტომაც აუცილებლად დაუდექით მხარში. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ ბევრი იურთიერთოთ - საერთო ენის გამონახვა ცოტათი გაჭირდება, მაგრამ ყველაფერია შესაძლებელი.
ქალწული
დღეს მნიშვნელოვანია დეტალები - ისინი გიკარნახებენ სწორ გზას. მიაქციეთ ყურადღება ნიუანსებს. ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები შეიქმნება - რაც არ უნდა ეცადოთ, მოსაუბრეებს გაუჭირდებათ თქვენი გაგება. ამიტომაც ისაუბრეთ ზუსტად და პირდაპირ, ქარაგმების დრო არ არის. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ იდეებზე უარი არ თქვათ - იყავით ჯიუტები და მიაღწევთ თქვენსას.
სასწორი
დღეს ნაკლები უნდა ისაუბროთ და მეტი გააკეთოთ. არ იქნება მარტივი - სიტუაცია გაგიჭიანურებთ საქმეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაასრულებთ. მთავარია არ დაყაროთ ფარ-ხმალი და იაროთ წინ. დღეს შეიძლება წარსულის გადაწყვეტილებებს წააწყდეთ, რომლებიც არც თუ ისე სასიამოვნო იქნება თქვენთვის.
მორიელი
დღეს გაგიჭირდებათ ურთიერთობების დამყარება - ყველაფერი ჩიხში შედის. მთავარია ყურადღება მიექცეს თანამოსაუბრის ემოციურ მდგომარეობას - თუ იგრძნობთ ნეგატივს, იმწამსვე დაასრულეთ დიალოგი, თორემ კონფლიქტში შეიძლება გადაიზარდოს. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ მეტად გააკეთოთ ის, რაც თქვენ მოგწონთ - სტრესს მოგიხსნით ეს ყოველივე.
მშვილდოსანი
დღეს არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა გექნებათ, რომელიც სამომავლო ურთიერთობებში ხელს შეგიშლით. ენდეთ ახლობლების რჩევებს, არ დააიგნოროთ ისინი. კარგი დღეა საუბრებისთვის - ყველა გაგიგებთ, ყველა მოგისმენთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ საღამოს სადმე წახვიდეთ და პოზიტივი მიიღოთ.
თხის რქა
დღეს რთული დღე გექნებათ - პოზიტიური ემოციები შეირევა ნეგატიურთან. ეს ნერვიული დღე შეიძლება გადააქციოთ კარგ დღეთ, თუ კონცენტრირდებით სამუშაოზე. მით უმეტეს, რომ ბევრი დავალება გექნებათ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ ბევრი ისაუბროთ - თქვენს პირად აზრს დააფასებენ და დაგიჯერებენ.
მერწყული
დღეს სჯობს გაამკაცროთ კონტროლი საკუთარ თავზე - ეს იქნება წარმატების რეცეპტი. ვიღაცეები პროვოცირებას ეცდებიან, მაგრამ არ აყვეთ მათ, რადგან ეს თქვენს რეპუტაციას შეიწირავს. ძველი მეგობრები დაგეხმარებათ რთულ სიტუაციაში - სიტყვით ან საქმით. არ დაივიწყოთ მათ მიმართ მადლიერების გამოხატვა. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ გარისკოთ - ეს შეცვლის თქვენს მომავალს უკეთესობისაკენ.
თევზები
დღეს გექნებათ რთული დღე - პოზიტიური სიტუაციები აირევა ნეგატიურში, ხოლო როდესაც დაასრულებთ მუშაობას - არც თუ ისე ნაყოფიერი იქნება. უთანხმოების მიზეზი იქნება ხალხი. საერთოდ, ამ დღეს გაგიჭირდებათ სხვების გაგება. ნაკლებად გამოხატეთ თქვენი აზრი - ნაკლებს დააშავებთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ პროფესიონალური ცოდნის გაღრმავევბას - ამის გარეშე არ შეიძლება.
წყარო: horoskopi.ge
სიახლეები
- გამომცხვარი კალმახი
- “ძალიან დიდი ბედნიერებაა, მართლაც, ოცნებები ხდება” – ხვიჩა კვარაცხელია
- “ჩვენი ვალია, შვილებს შევუქმნათ გარემო, სადაც თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას, მიზნების მიღწევასა და ოცნებების ასრულებას შეძლებენ” – მიხეილ ყაველაშვილი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნინოობას აღნიშნავს
- 1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი